დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„პოლიტიკაში ახალგაზრდები ვიზუალური ეფექტისთვის სჭირდებათ“
„პოლიტიკაში ახალგაზრდები ვიზუალური ეფექტისთვის სჭირდებათ“
სულ ნანახია 1753
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

2015 წლის სექტემბერში ქალაქ ოზურგეთში ჩამოსულმა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ 2016 წლის საარჩევნო მარათონი გურიიდან დაიწყო. მიუხედავად ამ განცხადებისა, პოლიტიკური ცხოვრება აქტიურ ფაზაში ჯერ არ შესულა.

 

საერთოდ, ახალგაზრდები წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან აქტიურად მონაწილეობენ, თუმცა, შემდგომ მათი აქტიურობა მალევე იკარგება. რატომ ხდება ასე და როგორია პოლიტახალგაზრდული დუღილის ტემპერატურა ოზურგეთში, ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას პარტიების ადგილობრივი ოფისების ახალგაზრდულიფრთებისგანშევეცადეთ.

მარეხი გობრონიძე, „ქართული ოცნებისწევრია. მისი თქმით, ახალგაზრდებს არ აქვთ სათანადო შესაძლებლობა, მათი აქტიურობით მოახდინონ ცვლილებები. აქედან გამომდინარე, განუვითარდათ ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკის მიმართ.

 

ანი ბუაჩიძე, „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს: „ჩემი აზრით, სხვა პოლიტიკური პარტიები არ უთმობენ დიდ დროს ახალგაზრდულ ფრთასთან მუშაობას. თავისუფალ დემოკრატებს ამ კუთხითაც განსხვავებული მიდგომა აქვს. ახალგაზრდულ ფრთასთან მუშაობა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ხშირად გავდივართ ტრენინგებს, აქტიურად  ვართ ჩართული დისკუსიებში და სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებში.“

 

ანნა ბორჩხაძე, ოზურგეთისერთიანი ნაციონალური მოძრაობისრაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენთან საუბრის დროს ასეთ კომენტარს აკეთებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონულ რგანიზაციაში არ არსებობს მსგავსი პრობლემა, რაზეც მეტყველებს შემდეგი ფაქტები: რიგ სოფლებში გვყავდა ახალგაზრდები მაჟორიტარ კანდიდატებად, ასევე სიის პირველ ათეულში მათ დაეთმოთ გარკვეული ქვოტა. ასევე, ქალაქის ხუთი მაჟორიტარული უბნიდან ოთხზე მაჟორიტარი კანდიდატი იყო ახალგაზრდა, რაც შემდეგ აისახა პარტიის პირველ ხუთეულში. აქვე მინდა ავღნიშნო ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის მენეჯმენტი ძირითადად დაკომპლექტებულია  ახალგაზრდებით, რისი მაგალითიცაა პარტიის თავჯდომარე დავით მჟავანაძე. თუმცამინდა აღვნიშნო,რომ სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს პარტია „ქართული ოცნება“,  რამაც ასახვა ჰპოვა ოზურგეთის  ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში (არცერთი საკრებულოს წევრი არ არის 30 ქვემოთ).“

 

აკაკი ჩავლეშვილი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ გურიის რეგიონის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელია და მას მიაჩნია, რომ პოლიტიკაში ახალგაზრდები ვიზუალური ეფექტისათვის სჭირდებათ.

„ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ეროვნულ, ისე  ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური სივრცე ჩაკეტილი აქვთ რეტროკრატებს, რომლებსაც ახალგაზრდები ვიზუალური ეფექტისათვის სჭირდებათ. ყველა ორგანიზაციას აქვს ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომელთა მთავარი დანიშნულება მაისურების ჩაცმა და დროშების ფრიალია, ასეთი სიტუაცია კი არ ქმნის ხელსაყრელ გარემოს ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩაბმისათვის. ამ მხრივ გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა გამონაკლისია, ვინაიდან ჩვენთან ახალგაზრდებს ახორციელებინებენ პარტიის ძირითადი მიმართულებების მართვას.“ - თქვა აკაკი ჩავლეშვილმა.  

 

ჩვენ ასევე დავინტერესდით, რატომ აირჩიეს ჩვენმა რესპონდენტებმა კონკრეტული პარტია.

ანა ბუაჩიძე: მიმაჩნია, რომ „თავისუფალი დემოკრატებითავისი ღირებულებების და პრინციპების მუდმივად ერთგული პოლიტიკური გუნდია. ჩვენი გუნდი გამოირჩევა თავისი პილიტიკური კულტურით და პროფესიონალიზმის მაღალი დონით. საზოგადოებამ მათ მომავლის პარტია უწოდა. ბუნებრივია, ახალგაზრდები ჩვენს ადგილს თავისუფალი დემოკრატების რიგებში ვხედავთ.

 

აკაკი ჩავლეშვილი: პოლიტიკით დაინტერესებული ვარ და მიმაჩნია, რომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ პერსპექტიული ძალაა. ამასთანავეადგილზე მუშობს ძალიან კარგი პარტიული ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია შიდაპარტიული დემოკრატია, გვაქვს კარგი ახალგაზრდული ორგანიზაციული სტრუქტურა, ვმუშაობთ ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე.

ანნა ბორჩხაძე: მოკლედ გიპასუხებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სახელმწიფოს აშენებდნენ, დღეს კი ოლიგარქის სამფლობელო კანტორას დაემსგავსა საქართველო, სამწუხაროდ!

 

მარეხი გობრონიძე:ქართული ოცნება’’ ის ძალაა, რომელმაც შეძლო 2012 წელს არჩევნების გზით შეეცვალა  ხელისუფლება. დღეს საქართველოში „ქართული ოცნება“ ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტია, რომელსაც შეუძლია რეალური ცვლილებების გატარება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

 

 

გიორგი გირკელიძე 

(გაზეთი „21- ქვევით“),                                                                                                                        

ანა მეგრელიშვილი

 

(გაზეთი „გურია ნიუსი“)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია