დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ჩვენ ყოველთვის მთავრობას ვაძლევთ ხმას“...
„ჩვენ ყოველთვის მთავრობას ვაძლევთ ხმას“...
სულ ნანახია 1338
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რა ინფორმაციას ფლობენ შუალედურ არჩევნებზე და რას ელიან საგარეჯოელები ახალი დეპუტატისგან

ცესკოს გადაწყვეტილებით, 31 ოქტომბერს, საგარეჯოში შუალედური არჩევნები ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად 5 დეპუტატობის კანდიდატია დარეგისტრირებული, მოსახლეობის ნაწილს მხოლოდ ორი კანდიდატის, სახელისუფლებო პარტიიდან თამარ ხიდაშელის და პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილის შესახებ აქვთ ინფორმაცია.

 

საგარეჯოში აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში არჩევნების შესახებ მოსახლეობის მცირე ნაწილმა იცის. მათი ნაწილი ირმა ინაშვილს, ხოლო მეორე კი, თამარ ხიდაშელს უჭერს მხარს. კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს კონკრეტული კანიდატის მხარდაჭერა, ვერ პასუხობენ და ამბობენ, რომ მათ თავიაანთი რჩეულის იმედი აქვთ. მათი თქმით, ისინი მხარს იმ კანდიდატს დაუჭერენ, რომელიც სოფელში წყლის და გზის პრობლემის მოგვარებას მოახერხებს.

 

იორუღანლოს მკვიდრის, გურბან ყურბანოვის თქმით, მან მხოლოდ ის იცის, რომ სახელისუფლებო კანდიდატს უნდა მისცეს ხმა. 

 

„ჩვენ ყოველთვის მთავრობას ვაძლევთ ხმას. პენსიონერი ვარ, ფულს მთავრობა მაძლევს და მას მივცემ ყოველთვის ხმას“, - ამბობს გურბან ყურბანოვი.

 

იორმუღანლოელები ამბობენ, რომ სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყლის არარსებობაა. 25 წლის ალხან გულიევი ამბობს, რომ ახალმა დეპუტატმა პირველად სწორედ ამ საკითხის მოგვარებაზე უნდა დაიწყოს ზრუნვა.

„დეპუტატმა ეს პრობლემა უნდა მოაგვაროს. აქაურების ნაწილს აქვს წყალი, მაგრამ სოფლის თავში არ,არის, ხელით გვიწევს მისი მოტანა“, - განაცხადა ალხან გულიევმა.

 

სოფლის მოსახლეობა ფიქრობს, რომ წინა დეპუტატისგან განსხვავებით, ახალი დეპუტატი ხალხზე იზრუნებს და პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება.

 

„საუბნო გზის პრობლემა გვაწუხებს. წვიმიანი ამინდების დროს ტალახია, ვერ გაგვივლია გზაზე. მომავალ დეპუტატს ამ პრობლემით დაინტერესებას ვთხოვთ. წინა დეპუტატი საერთოდ არ ზრუნავდა ჩვენზე“, - აცხადებს ალიზ რაფან ზალილოვი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მკვი-დრი, 77 წლის ვალოდია სუკასიანი ამბობს, რომ არ იცის, რა არჩევნები ტარდება, თუმცა კანდიდატს, რომელიც დეპუტატი გახდება სთხოვს ისეთი კანონი მიიღოს, რომ ხანდაზმულებს საჭირო წამლები უფასოდ გადაეცეთ.

 

„დეპუტატმა უნდა მიიღოს ისეთი კანონი, რომლის შემდეგაც მოხუცები წამლებს უფასოდ მივიღებთ. ხანდაზმული ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და წამალი მჭირდება“, - ამბობს ვალოდია სუკასიანი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის მკვიდრს, ნადეჟდა ლოლაძეს არცერთი კანდიდატის იმედი არ აქვს. იგი არჩევნებზე წასვლას არ აპირებს.

 

„წინა დეპუტატი მეგონა, დაგვეხმარებოდა, თუმცა მოგვატყუა. არც ახლის მჯერა, ჩვენთვის არავინ არაფერს გააკეთებს. ისინი იბრძვიან თანამდებობებისთვის“, - განაცხადა ნადეჟდა ლოლაძემ.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, მარეხ მგალობლიშვილი განმარტავს, რომ დეპუტატი არის მოსახლეობის წარმომადგენელი პარლამენტში და კანონით ის ვალდებულია იზრუნოს საკუთარ ამომრჩეველზე.

 

„დეპუტატი არის კანონმდებელი და მას უფლებები აქვს განსაზღვრული კანონმდებლობით და პარლამენტის რეგლამენტით. მან უნდა მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც გამოადგება თავის ამომრჩეველს. მისი ვალდებულებაა, შეხვდეს მოსახლეობას და მოუსმინოს მათ“.

 

მაკა ხაზიური

 

გაზეთი „კახეთის ხმა“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია