დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
,ას ფიქრობენ ახალგაზრდები საპარლამენტო არჩევნებზე„
,ას ფიქრობენ ახალგაზრდები საპარლამენტო არჩევნებზე„
სულ ნანახია 1439
ავტორი:

საქართველოს რეგიონული მედიის  ასოციაციის პროექტის „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“ ფარგლებში საპარლამენტო არჩევნების თემასთან დაკავშირებით გამოვიკითხეთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები, რას ფიქრობენ ისინი, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებს, ხვალ რომ არჩევნები იყოს, მიხვიდოდით თუ არა არჩევნებზე? რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს და რატომ? რის მიხედვით მისცემთ ხმას რომელიმე პარტიას, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი: პარტიის პროგრამა თუ კონკრეტული პიროვნებების დაპირებები?

 

გიორგი გობრონიძე (20 წლის, ოზურგეთი): - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ, რომ ამით ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები წყდება. მე  ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მივცემ ხმას.

გიორგი ზოიძე (20 წლის, ოზურგეთი, სოფელი ბახვი):           - აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ქვეყნის ბედი წყდება მაგ დღეს. მე არცერთ პარტიას არ მივცემ ხმას იმიტომ, რომ ჩემი ერთი ხმა არაფერს წყვეტს.

 

აკაკი გოგოლაშვილი (20 წლის, სოფელი ბახვი):    ჩემთვის მთავარია პარტიის პროგრამა და ხმას მივცემდი  „ნაციონალურ მოძრაობას.“

 

სოფიკო მირცხულავა  (21 წლის, სოფელი ლიხაური):  - ჩემთვის არაფერს არ აქვს რაიმე მნიშვნელობა, რასაც გვპირდებიან, მაინც არაფერს ასრულებენ, მე დიდი ხეირი მაინც არ მაქვს. დახმარებებს დაგვპირდნენ, მოგიმატებთო და არ მოგვიმატეს.

 

ჟანა მეგრელიშვილი

(გაზეთი „გურიანიუსი“)

გიორგი გირკელიძე

 

(გაზეთი „21-ს ქვევით“)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია