საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებს და ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს და რატომ?
რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებს და ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს და რატომ?
სულ ნანახია 892
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ნინო ხოზრევანიძე (21 წლის, კახეთი):  - ვის, რომელ პარტიას მივცემ ხმას? არჩევანის გაკეთებისას ჩემთვის გადამწყვეტი ერთი კონკრეტული ადამიანის დაპირება და სიმპათია კი არ იქნება, არამედ პარტიის სამოქმედო გეგმა, სწორედ ამის მიხედვით მოვხაზავდი ერთ რომელიმე პარტიას“.

 

მარი ხოზრევანიძე (22 წლის, ბათუმი): - ორი წელია, საარჩევნო პროცესის მონაწილე ვარ, ვაკვირდები არჩევნებს და საკუთარ არჩევანსაც ვაფიქსირებ. არჩევნებზე მოქალაქეების აქტიურობა, რაც დრო გადის, მით უფრო კლებულობს. მეგობრებს ყოველთვის ვურჩევ, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ, რაზეც ხშირად მსმენია, რომ აზრი არ აქვს.საპარლaმენტო არჩევნებზე არჩევანის გაკეთებისას ყურადღებას მივანიჭებ პარტიის გეგმას. აი, მაგალითად, რას ამბობს, რა დაპირებებს იძლევა, რამდენად შეუძლია დაპირების განხორციელება, რაც შეეხება იმას, თუ რომელ პარტიაზე შევაჩერებ არჩევანს, ჯერ არ ვიცი“.

 

ვაჟა ბოლქვაძე (28 წლის. ქედის მუნიციპალიტეტი):  - საპარლამენტო არჩევნებზე კი მივალ, მაგრამ არჩევანის გაკეთება გამიჭირდება, არ ვიცი, რომელ პოლიტიკურ პარტიას მივცემ ხმას. ერთხელ ვიყავი არჩევნებზე. გარემოებებიდან გამოდინარე, თითქმის ვერასდროს ვერ დავდივარ არჩევნებზე. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ვფიქრობ, არჩევანი ერთი ადამიანის დაპირებებზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ პარტიის ხედვასა და სამომავლო გეგმებზე,  ერთი ადამიანის დაპირებებზე რომ გაკეთდა არჩევანი, ამის შედეგი ვნახეთ, რაც არის, რა მოლოდინი მაქვს არჩვნებისგან? - არ ვიცი.

 

ჯიმშერ დიასამიძე (25 წლის, ქედის მუნიციპალიტეტი): - არჩევნებზე მისვლა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არჩევნები ქვეყნის დემოკრატიისა და განვითარების შემადგენელი აუცილებელი კომპონენტია. საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან პარლამენტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა, პრემიერის დამტკიცება მისი პრეროგატივაა და ა.შ.

 

ეკა ბარამიძე

 

გაზეთი „ბათუმელები“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია