დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როგორი უნდა იყოს თქვენი კანდიდატი საკრებულოში, პარლამენტში
სულ ნანახია 3200
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

 

 

   ანა კაპანაძე, ოზურგეთი: - პირველ რიგში, უნდა იცნობდეს კარგად თავისი სოფლის და მუნიციპალიტეტის საკითხებს და პრობლემებს. უნდა იყოს აქტიური და განათლებული.

 

   გიორგი ჩიქოვანი, ოზურგეთი: - დეპუტატობის კანდიდატი არ უნდა იყოს პოპულისტი. ის აუცილებლად უნდა იყოს დაინტერესებული თავისი ამომრჩევლის პრობლემების მოგვარებით.

 

   ანა დოლიძე, ოზურგეთი: - ხალხთან უნდა ქონდეს მჭიდრო ურთიერთობა. აუცილებლად უნდა ცდილობდეს ახალგაზრდების დასაქმებას და სხვადასხვა პროექტებში ჩართვას. ყველა საკითხში უნდა იყოს კომპეტენტური.

 

   ნუცა ბალღიაშვილი, თელავი,სტუდენტი: - ჩემი აზრით, კანდიტატი უნდა იყოს კარგი ორატორი, კომუნიკაბელური, ხალხის ინტერესტა დამცველი. ქალი იქნება თუ კაცი, არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, იყოს თავისი საქმის პროფესიონალი, მიზანდასახული და შეეძლოს მართვა. ის უნდა იყოს შუამავალი რგოლი ხალხსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

 

   ანი სპარსიაშვილი, თელავი,სტუდენტი: - ვფიქრობ, უპირველესად, თითოეულ კანდიდატს აუცილებლად გაცნობიერებული    უნდა ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ დავამკვიდროთ დემოკრატია, გვქონდეს ეკონომიკური თავისუფლება, სამართლებრივი სახელმწიფო და სხვა ქვეყნებთან დავამყაროთ მშვიდობიანი ურთიერთობა. პარლამენტი იქნება ეს თუ საკრებულო, გვჭირდება კომპეტენტური, განათლებული და რაც მთავარია, შრომისმოყვარე კანდიდატები, რომლებსაც ექნებათ კეთილი ნება და ძალისხმევა, ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ შეცვალონ. პირადად მე ვისურვებდი, ენერგიული და ინიციატივიანი ახალგაზრდების ხილვას და რაც შეიძლება მეტ ქალს პოლიტიკაში, თუმცა ეს არ უნდა იყოს ფასადური, იმისათვის, რომ გენდერული ბალანსი არ დაირღვას. მტკიცედ მჯერა, რომ გონებრივ შესაძლებლობებს სქესი არ განსაზღვრავს.’’

 

   მარიამ შოშიაშვილი, თელავი, სტუდენტი: - ჩემი აზრით, როგორც პარლამენტში, ასევე საკრებულოში კანდიდატი უნდა იყოს განათლებული, გულთან უნდა მიიტანოს ყველას გასაჭირი, უნდა იცოდეს ხალხის პრობლემები და ზრუნავდეს მის მოგვარებაზე. არ უნდა იჯდეს მხოლოდ კაბინეტში და იქიდან არ უნდა აკეთებდეს საქმეს. უნდა შეეძლოს ხალხთან ლაპარაკი..’’

 

 

გიორგი გირკელიძე  (გურია, გაზეთი21-ს ქვევით),

ჟანა მეგრელიშვილი  (გაზეთი “გურიანიუსი”),

 

მაკა ხაზიური (გაზეთი “კახეთის ხმა)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია