დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
31 ოქტომბერს საქართველოში შუალედური არჩევნები გაიმართება
სულ ნანახია 1369
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმარათება.

 

პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, N11 საგარეჯოს და N65 მარტვილის ოლქებში ჩატარდება, ხოლო საკრებულოს არჩევნები - დმანისის, ვანის, ხობის და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში.

 

საპარლამენტო არჩევნების შემ-თხვევაში შუალედური არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდა საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატის თინათინ  ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნა და მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის, ნაული ჯანაშიას გარდაცვალება. პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ცესკოში რეგისტრირებული არიან: ბლოკიქართული ოცნება“, პოლიტიკური გაერთიანებაერთიანი ნაციონალური მოძრაობადა / საქართველოს პატრიოტთა ალიანსი.

 

საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა ოთხივე ადგილობრივ საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ცესკოში ამ დროისთვის რეგისტრირებული არიან: ბლოკი “ქართული ოცნება”, ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”.

 

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ - "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ," თუმცა ცესკოში მაინც დარეგისტრირდა, როგორც საარჩევნო სუბიექტი. როგორც პარტიაში განმარტეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამარტვილისა და საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში მონაწილეობას არ მიიღებს. შესაბამისად, არ წარადგენს კანიდადატებს და არ დანიშნავს წევრებს საარჩევნო კომისიებში. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამსაარჩევნო რეგისტრაცია გაიარა მხოლოდ იმ მიზნით, რომ კანონით მინიჭებული უფასო საეთერო დრო გამოიყენოს და საზოგადოებას კარგად გააცნოს 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადების მიზეზები.

 

 

შუალედურ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმაც, მათ შორის - “ახალმა მემარჯვენეებმა,” “დემოკრატიულმა მოძრაობამ,”  ლეიბორისტულმა პარტიამ, „თავისუფალმა საქართველომდა ტრადიციონალისტთა კავშირმა. მათ ბოიკოტის მიზეზად ანტიდემოკრატიული საარჩევნო გარემო დაასახელეს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია