დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირება გორსა და რუსთავში
ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირება გორსა და რუსთავში
სულ ნანახია 1333
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციამ სექტემბერში სემინარები გამართა ახალგაზრდებისათვის გორსა და რუსთავში. შეხვედრები ადგილობრივ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში შედგა და მას ქართველი და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებიც ესწრებოდნენ. შეხვედრებს ადგილებზე ორგანიზება გაუკეთეს რეგიო-ნული მედიის ასოციაციის წევ-რმა და პარტნიორი გაზეთების წარმომადგენლებმა: გორში - საბა წიწიკაშვილმა და რუსთავში - მანონი ბოკუჩავამ.

 

სემინარების მონაწილეებს რეგიონული მედიის ასოციაციის იურისტმა პაატა ცნობილაძემ და მოწვეულმა ტრენერმა ქეთევან მამამთავრიშვილმა ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე მიაწოდეს: საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელი; ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის გზები (უშუალო დემოკრატია -არჩევნები, რეფერენდუმი, პლებისციტი); არჩევითი ორგანოების ფორმირება/საარჩევნო სისტემა საქართველოში.

 

ახალგაზრდები გაეცვნენ როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, პოლიტიკური სუბიექტებისთვის განსაზღვრულ მოქმედების ნორმებს, ასევე - კონკრეტულად არჩევნების დღესთან დაკავშირებულ საკითხებს. საარჩევნო პროცედურების კარგად დამახსოვრების მიზნით ახალგაზრდები სპეციალურ სასწავლო თამაშებში ჩაერთვნენ, სადაც იმიტირებული იყო არჩევნების დღის სხვადასხვა მონაკვეთში სავალდებულო მოქმედებები.

 

სემინარი ,,რეგიონული მედიის ასოციაცია”-მ პროექტის: “რეგიონული მედია  ახალგაზრდების   საარჩევნო ინფორმირებისა და განვითარებისთვის” - ფარგლებში გამართა. პროექტი ფინანსდება ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი”-ს მიერ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია