საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
სულ ნანახია 1182
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტი წარ­მო­გიდ­გენთ სა­ქარ­თვე­ლოს სახელ­მწი­ფო საზ­ღვარ­ზე გა­და­ად­გი­ლებულ ვი­ზი­ტორ­თა სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებს გა­სუ­ლი თვის მდგო­მა­რეობით.

2015 წლის აგ­ვის­ტოს თვე 852 377 ვი­ზი­ტით გა­ნი­საზ­ღვრა, რაც 2014 წლის იგი­ვე პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნებელ­ზე 10%-ით მე­ტია.

ამას­თან, შე­მო­ღებული პი­რობითი დაყოფის მიხედ­ვით, ხვედ­რი­თი წი­ლის ურ­თი­ერ­თმი­მარ­თება შემ­დე­გია:

) ტუ­რის­ტი - 383 619 ვი­ზი­ტი (სა­ერ­თო რა­ო­დე­ნობის 45%, მა­ტება წი­ნა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნებელ­თან 2%);

) ტრან­ზი­ტი - 224 993 ვი­ზი­ტი (სა­ერ­თო რა­ო­დე­ნობის 26,4%, მა­ტება წი­ნა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნებელ­თან 54%);

) სხვა - 243 765 ვი­ზი­ტი (სა­ერ­თო რა­ო­დე­ნობის 28,6%, კლება წი­ნა წლის ანა­ლო­გი­ურ მაჩ­ვე­ნებელ­თან -3,5%).

რაც შეეხება იან­ვარ-აგ­ვის­ტოს ინ­ტერ­ვალს, ქვეყანა­ში უკ­ვე 3 922 376 ვი­ზი­ტი განხორ­ცი­ელ­და, რაც 6%-ით მე­ტია 2014 წლის ანა­ლო­გი­უ­რი სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნებელ­ზე.

 

2015 წლის აგ­ვის­ტო­შიც ყვე­ლა­ზე მე­ტი ვი­ზი­ტი კვლავ სომხეთი­დან (+24,7%), აზერბაიჯანი­დან (+8,3%), თურ­ქე­თი­დან (-10%), რუ­სე­თი­დან (+23%) და უკ­რა­ი­ნი­დან (+5,6%) განხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე, პო­ზი­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცია ნარ­ჩუნ­დება ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყნების მი­მარ­თუ­ლებიდან, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლების რა­ო­დე­ნობის ზრდის კუთხით, იან­ვარ-აგ­ვის­ტო­შიც გა­მო­ირ­ჩნენ ლიტ­ვა, ჩეხეთი, ლატ­ვია, გერ­მა­ნია, იტა­ლია, დი­დი ბრი­ტა­ნე­თი და ნი­დერ­ლან­დები (შე­საბამი­სად 21%, 20%, 14%, 12%, 10%, 10% და 10%), შუა აზი­ის ქვეყნებიდან ყაზახეთი (36%), აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყნებიდან - ბელო­რუ­სის და მოლ­დო­ვას მო­ქა­ლა­ქეები 54% და 35%–ია­ნი, ხოლო აზი­ის ქვეყნებიდან - არაბთა გა­ერ­თი­ა­ნებული სა­ე­მი­როები 766% და სა­უ­დის არაბეთი - 75%-ია­ნი მა­ტებით. აქ­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამე­რი­კის შე­ერ­თებული შტა­ტების მო­ქა­ლა­ქეების 10%-ია­ნი ზრდა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია