დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოჯახში მესამე ბავშვს, შესაძლოა, ყოველთვიური დახმარება 100 ლარი დაენიშნოს
ოჯახში მესამე ბავშვს, შესაძლოა, ყოველთვიური დახმარება 100 ლარი დაენიშნოს
ავტორი: psnews.ge
სულ ნანახია 1772
ავტორი:
psnews.ge
მსგავსი სიახლეები

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ 2014 წლის ბიუჯეტის განხილვისას გაახმოვანა საინტერესო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს მესამე ბავშვისთვის ყოველთვიური დახმარების მიცემას.


„მე გავაჟღერე ინიციატივა, რომ ოჯახში ყოველი მესამე ბავშვი დაფინანსდეს ყოველთვიურად. ეს გარკვეულწილად გადაანგარიშებული გვაქვს და ამას სჭირდება, დაახლოებით, 5 მილიონი ლარი. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იქნება და ხელს შეუწყობს შობადობის გაზრდას, რაც თავის მხრივ, დემოგრაფიული პროგრამის გადაჭრაში დაგვეხმარება, მაგრამ გასათვალისწინებელია ის, რომ პირველ რიგში, ვფიქრობთ, ის რეგიონები დავაფინანსოთ, სადაც შობადობის მნიშვნელოვანი კლებაა. კომიტეტზე, ალბათ, წარმოდგენილი იქნება საფინანსო დოკუმენტი უკვე გათვალისწინებული შენიშვნებით და ვნახავთ, და კომიტეტს დამოკიდებულება ექნება შესაბამისი,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.


დეპუტატი მიიჩნევვს ასევე, რომ დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად აქამდე განხორციელებული ორი ცვლილებაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია:


„ქვეყანაში არსებობს დემოგრაფიული პრობლემა და ამ კუთხით ორი უმნიშვნელოვანესი წინადადება წარდგენილი იქნა. ერთი, რომ მშობიარობის ნაწილში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სახელმწიფო აფინანსებს ფიზიოლოგიურ მშობიარობას 500 ლარის ოდენობით და საკეისრო კვეთას - 800 ლარის ოდენობით. დღმდე უკვე 9 ათასზე მეტი მშობიარობაა დაფინანსებული. ასევე, რამდენიმე დღის წინ იყო წარდგენილი ინიციატივა დეკრეტული შვებულებების ნაწილში შემწეობის გაზრდასა და დღეების რაოდენობის ზრდაზე.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია