დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რა­ტომ დუმს ჰობოი?
რა­ტომ დუმს ჰობოი?
ავტორი: ნანული ცხვედიანი
სულ ნანახია 3324
ავტორი:
ნანული ცხვედიანი

ამ კაც­ზე ფილ­მის გა­და­ღებაც კი შე­იძ­ლება - ფილ­მი დი­დი სცე­ნი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად დათხოვ­ნილ ხან­დაზ­მულ მუ­სი­კოს­ზე, ღამ­ღა­მობით ჩუ­მად რომ ტი­რის, გულ­ზე ხელ­მი­დებული.

 

 

ქუ­თა­ის­ში ბევ­რი იც­ნობს ოსია მუ­სი­კოსს, იგი­ვე წინწყაროს. მუ­სი­კა­ლურ წრეებში გან­სა­კუთ­რებული პა­ტი­ვის­ცე­მით მოიხსე­ნიებენ მის ვირ­ტუ­ო­ზულ ჰობოის და "იობაშ­ვი­ლის ბგე­რას."

 

ეს დი­დებული კახელი კა­ცი 46 წლის წი­ნათ, ქუ­თა­ი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რის გახსნის­თა­ნა­ვე , კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს თხოვ­ნით, გა­მო­ე­შუ­რა ჩვე­ნი ქა­ლა­ქი­სა­კენ და მას შემ­დეგ აღარ ამო­სუ­ლა სა­ორ­კეს­ტრო ორ­მო­დან. დი­მიტ­რი მჭედ­ლი­ძი­სა და თე­ი­მუ­რაზ კობახიძის ხელ­დასხმუ­ლი თე­ატ­რი მის­თვის სამ­წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტით მო­ნიშ­ნულ ზო­ნად კი არა, სა­მუ­და­მო ჭე­რად იქ­ცა. თაობების სმე­ნა­ში აღიბეჭ­და ის გა­ნუ­მე­ო­რებელი სი­ლა­მა­ზე, რი­თაც იწყებდა ფა­ლი­აშ­ვი­ლის უკ­ვდა­ვი "და­ი­სის" შე­სა­ვალს ოსია მუ­სი­კო­სის ჰობოი, ასე­ვე სა­ოც­რად ჟღერ­და ეს ჰობოი სხვა ოპე­რებში ("მინ­დია", "რი­გო­ლე­ტო", "ტოს­კა"...), სიმ­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტებზე, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ი­სა თუ სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებლის სტუ­დენ­ტურ აუ­დი­ტო­რიებში...


სა­ნამ ქუ­თა­ის­ში გად­მო­ვი­დო­და, ოსი­კო იობაშ­ვილს უკ­ვე შე­მოქ­მე­დებითი ნაბიჯები ჰქონ­და გა­დად­გმუ­ლი, რო­გორც სა­მუ­სი­კო, ასე­ვე - დრა­მა­ტულ სცე­ნა­ზე. უმუ­შა­ვია მარჯანიშ­ვი­ლი­სა და რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რებში, თბილი­სის ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის სახელობის ოპე­რი­სა და ბალე­ტის თე­ატ­რში, სახელ­მწი­ფო სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კეს­ტრში, რა­დი­ო­ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­ეს­ტრა­დო ორ­კეს­ტრში, მუს­კო­მე­დი­ა­ში... მი­სი დი­დი სა­მე­გობროს ჩა­მოთ­ვლაც რად ღირს: ჯერ კი­დევ სა­მუ­სი­კო ტექ­ნი­კუმ­ში სწავ­ლი­სას და­უახლოვ­და მე­რაბ კოს­ტა­ვა­სა და ზვი­ად გამ­სახურ­დი­ას. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში სწავ­ლის წლებში სტუ­დენტ ზუ­რაბ სოტ­კი­ლა­ვას­თან ერ­თად გას­ტრო­ლებით შე­მო­ი­ა­რა ქა­ლა­ქები და რა­ი­ო­ნები. მას გა­მორ­ჩე­უ­ლი, ახლო მე­გობრობაში გა­და­სუ­ლი ურ­თი­ერ­თობა ჰქონ­და აკა­კი კვან­ტა­ლი­ან­თან და ვა­სო გო­ძი­აშ­ვილ­თან. უამ­რა­ვი ცხოვფ­რებისე­უ­ლი ეპი­ზო­დი აკავ­ში­რებს ისეთ დიდ ხელო­ვა­ნებთან, რო­გო­რიც იყვნენ:აკა­კი ვა­სა­ძე, აკა­კი ხორა­ვა, ვე­რი­კო ანჯაფა­რი­ძე, სე­სი­ლია თაყაიშ­ვი­ლი, თა­მარ ჭავ­ჭა­ვა­ძე, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე, გი­ორ­გი შავ­გუ­ლი­ძე, ია­კობ ტრი­პოლ­სკი, ალექ­სან­დრე ომი­ა­ძე, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუხუცე­სი, კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძე და სხვები.

 

ქუ­თა­ი­სის სა­ზო­გა­დოებას შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნია შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სის პი­როვ­ნუ­ლი ხიბლი. ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ოსია მუ­სი­კო­სი შე­არ­ქვეს სიყვა­რუ­ლით და ბაღის­კი­დელ­თა ახლო მე­გობარიც გახდა. ილო ფო­ტოგ­რა­ფის გა­და­ღებულ სუ­რა­თებზე, დღეს რომ ოსი­კო იობაშ­ვი­ლის არ­ქივ­ში დევს, ბიძი­ნა ღო­ღობერი­ძის, ან­ტუ­შა სა­კან­დე­ლი­ძის, ოთარ სუ­ლაბერი­ძის, მუ­სი­კო­სების, მხატ­ვრების, მსახიობების გვერ­დით ნახავთ: შა­კია გე­რა­ძეს, ხუხას, მარ­კო­ზიჩს, პეყოს, ჯონ­სო­ნას, რო­ლე­რა­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. "ქუ­თა­ის­ში ჩე­მი პირ­ვე­ლი გას­ტრო­ლი ჟორა შავ­გუ­ლი­ძის დროს იყო. ჟორას ბიჭი, ნუკ­რი, და მე ვმე­გობრობდით. და ეს ჩე­მი პირ­ვე­ლი, "ის­ტო­რი­უ­ლი" ჩა­მოს­ვლა ასე აღ­ნიშ­ნა: თეთრ ხიდ­თან, "გა­და­კი­დებულ­ში", დაგ­ვპა­ტიჟა ჟორამ მი­სი ბიჭი და მე. და პირ­ვე­ლი ჭი­ქა, ქუ­თა­ი­სის სად­ღეგ­რძე­ლო, "გა­და­კი­დებულ­ში" დავ­ლიე, ჟორა შავ­გუ­ლი­ძეს­თან ერ­თად." - იხსე­ნებდა წლების წინ ოსი­კო იობაშ­ვი­ლი ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

 

ბაღის­კი­დე­ლებმა, მის­მა თაობელებმა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხმის პატ­რონ­სა და შემ­სრუ­ლებელს,კი­დევ ერ­თი მეტ­სახელი - "წინწყარო" და­არ­ქვეს. სა­ოც­რად მღე­რო­და ამ ურ­თუ­ლეს კახურ სიმ­ღე­რას ქუ­თა­ის­ში ოსი­კო იობაშ­ვი­ლი, რომ­ლის­თვი­საც თურ­მე თვით ან­ზორ ერ­ქო­მა­იშ­ვილს უთ­ქვამს: შენს შემ­დეგ ქუ­თა­ის­ში "წინწყარო" არა­ვის ამ­ღე­როო. სხვა­თა შო­რის, ჰამ­ლეტ გო­ნაშ­ვილ­თა­ნაც დი­დი მე­გობრობა აკავ­ში­რებდა, "შვიდ­კა­ცა­შიც" ნამ­ღე­რი აქვს და ტრი­ო­შიც.


ასე რომ უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო ბიოგ­რა­ფი­ის კა­ცი ცხოვ­რობს ქუ­თა­ის­ში

 

...გუ­შინ­წინ შინ ვეწ­ვიე, წიგ­ნი­სათ­ვის ფო­ტოები მჭირ­დებოდა.ძა­ლი­ან გაუხარ­და ჩე­მი სტუმ­რობა, ცო­ტა სევ­დი­ა­ნი და გულ­ჩათხრობილიც მეჩ­ვე­ნა. სა­ნამ თა­ვის არ­ქივს გა­მო­ა­ლა­გებდა, მის­მა მე­უღ­ლემ, სათ­ნო ქალბატონ­მა მაყვა­ლამ ჩუ­მად ამიხსნა მი­ზე­ზი:


-
ერ­თი წე­ლია,ასე იტანჯება. ტი­რის ხოლ­მე... ვე­რა და ვერ შე­ეჩ­ვია სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კეს­ტრი­დან დათხოვ­ნას, მუ­სი­კის გა­რე­შე ცხოვ­რებას.


-
რო­გორ თუ და­ითხოვეს?ვინ, ოსი­კო იობაშ­ვი­ლის ჰობოი გა­მო­უშ­ვეს? - ყურებს არ და­ვუჯერე.
-
დიახ, გა­მო­უშ­ვეს, მაგ­რამ ეს დი­რექ­ცი­ის ბრა­ლი არ იყო, კა­ნო­ნი ყოფი­ლა ასე­თი...

და ქალბატონ­მა მაყვა­ლამ მო­რი­დებით მი­ამბო: ოსი­კო დააჯარი­მეს, რა­კი თან ორ­კეს­ტრში მუ­შაობდა, თან პენ­სი­ას იღებდაო


თურ­მე სამ­სახური­დან და­ითხოვეს, ხელ­ფა­სის სახით აღებული თანხა კი პენ­სი­ი­დან ექ­ვი­თება და ასე ნელ-ნე­ლა გა­ას­წო­რებს იმ "სა­ში­ნელ ფი­ნან­სურ და­ნა­შა­ულს", რაც 57 წლის სტაჟის მქო­ნე ხელო­ვანს თურ­მე სახელ­მწი­ფოს წი­ნა­შე მი­უძ­ღვის...

 

...იობაშ­ვი­ლების სახლი­დან რომ მოვ­დი­ო­დი, ოსია მუ­სი­კო­სის სიტყვები მთე­ლი გზა ჩა­მეს­მო­და ყურ­ში:"კი, ასა­კიც მაქვს, მაგ­რამ თვით­გა­მოხატ­ვა მუ­სი­კა­ში ჯერ კი­დევ შე­მეძ­ლო.“ 

მოვ­დი­ო­დი და მეც ტი­რი­ლი მინ­დო­და.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია