დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფე­რები, რო­მე­ლიც აკ­ლია ქუ­თა­ისს...
ფე­რები, რო­მე­ლიც აკ­ლია ქუ­თა­ისს...
ავტორი: ირ­მა მარდალეიშვილი
სულ ნანახია 1686
ავტორი:
ირ­მა მარდალეიშვილი
მსგავსი სიახლეები

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხეტი­ა­ლი­სას, ერ­თმა ფო­ტომ მი­ი­ტა­ცა ჩე­მი მზე­რა. უცებ ჩა­ვუ­ა­რე, თუმ­ცა მა­შინ­ვე უკან მო­მაბრუ­ნა - სი­ნათ­ლე, სითბო, სიხარუ­ლი იღ­ვრებოდა იმ ფო­ტო­დან. რო­მე­ლი­ღაც, ჩემ­თვის უც­ნობი მხატ­ვრის ნახატის ფო­ტო-რეპ­რო­დუქ­ცი­ა  იყო.

 

„რო­გორ ჰგავს ქუ­თა­ისს“ - გა­ვი­ფიქ­რე, მო­ვი­წო­ნე („და­ვა­ლა­ი­ქე“), გზა გა­ვაგ­რძე­ლე, მაგ­რამ თით­ქოს ისევ და­მი­ძახა ნახატ­მა. კვლავ მას­თან დავბრუნ­დი.

 

„ჰგავს კი არა, ქუ­თა­ი­სია, „წი­თე­ლი ხიდი­დან“ და­ნახული რი­ო­ნის მარჯვე­ნა სა­ნა­პი­რო, გო­რა­ზე შე­ფე­ნი­ლი აივ­ნი­ა­ნი სახლები, წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია... მაგ­რამ... მაგ­რამ... ეს ფე­რები? ეს სიმ­სუბუქე?“ - მოჯადოებული­ვით ვუყურებდი.

 

„ძვე­ლი ქა­ლა­ქი“ - ასე უწო­დებია ავ­ტორს ნახატის­თვის. კუთხეში მხატ­ვრის ინი­ცი­ა­ლებიც ამო­ვი­კითხე „დ.კ.“

 

„მა­ინც რა მშვე­ნი­ე­რია ცხოვ­რება“ - ეს განწყობა შე­მიქ­მნა ნახატ­მა. ფიქ­რებშიც  ამე­დევ­ნა...

მიუხედა­ვად იმი­სა, რომ  ეს სიჭ­რე­ლე  რე­ა­ლუ­რად არას­დროს მი­ნახავს ქა­ლა­ქის ამ ძველ უბან­ში, ნახატის ყოვე­ლი ფე­რი, ყოვე­ლი შტრიხი მა­ინც იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებდა, რომ ავ­ტო­რი აუ­ცი­ლებლად ქუ­თა­ი­სე­ლი უნ­და ყოფი­ლიყო.

 

მე­რე მხატ­ვრის სხვა ნა­მუ­შევ­რების ნახვაც მო­მინ­და.

 

იშ­ვი­ა­თად მი­ნახავს ასე­თი ფე­რა­დი ნახატები, ასე­თი და­დებითი და ნა­თე­ლი აუ­რით, გა­დამ­დები სიხალი­სით.

 

„სხვებსაც უნ­და ვა­ნახო, სხვებმაც უნ­და იცოდ­ნენ, სხვებიც დატკბნენ!“ - გა­დავწყვი­ტე.

„ძვე­ლი ქა­ლა­ქის“ ფო­ტო ლეო-ლე­ო­ნო­ვა-და­ვით კე­ზე­ვა­ძის მი­ერ იყო და­დებული. წე­რი­ლი გა­ვუგ­ზავ­ნე...

 

ასე და­იწყო ჩე­მი ურ­თი­ერ­თობა  ქუ­თა­ი­სე­ლი მხატ­ვრის, და­ვით კე­ზე­ვა­ძის მე­უღ­ლე­სა და მე­ნეჯერ­თან, ხელოვ­ნებათ­მცოდ­ნე  ვა­სი­ლი­ნა ჩეს­ნო­კო­ვას­თან (ლეო ლე­ო­ნო­ვა).

 

ისი­ნი ახლა ეს­პა­ნეთ­ში, ალი­კან­ტე­ში ცხოვ­რობენ.

 

მხატ­ვრის გზა ალი­კან­ტემ­დე კი ასე­თი იყო:

 

დაიბადა ქუ­თა­ის­ში, 1964 წელს.

 

მათ ოჯახში არა­ვინ ხატავ­და, სა­მა­გი­ე­როდ - ყვე­ლა მღე­რო­და, ბაფ­თი­ა­ნი გი­ტა­რის თანხლებით. შე­მოქ­მე­დების, ხელოვ­ნების სიყვა­რუ­ლი პა­ტა­რა და­ვით­ში ფე­რების სიყვა­რუ­ლად იქ­ცა.

ბიჭ­მა ხატ­ვა და­იწყო, თუმ­ცა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ნახატები არ ახსოვს.

 

32-ე სა­შუ­ა­ლო სკო­ლის  დაწყებითი კლა­სის მოს­წავ­ლეს  მას­წავ­ლებელ ლი­უდ­მი­ლა ჯორბენა­ძის რჩე­ვით ქუ­თა­ი­სის  გ. მა­ი­სუ­რა­ძის სახელობის  სამხატ­ვრო სკო­ლა­ში  იწყებს სწავ­ლას. ხატ­ვის სა­ფუძ­ვლებს ისე­თი ცნობილი მხატ­ვრები ას­წავ­ლიდ­ნენ, რო­გო­რებიც იყვნენ  ავ­თან­დილ აბესა­ძე, სო­სო ჩო­გო­ვა­ძე, არ­ჩილ ჩო­გო­ვა­ძე, გუ­რამ კვიმ­სა­ძე, რე­ზო რა­მიშ­ვი­ლი...  და­ვით კე­ზე­ვა­ძის გა­მორ­ჩე­უ­ლი ხელ­წე­რა მა­ლე­ვე  იქ­ნა შემ­ჩნე­უ­ლი და აღი­ა­რებული.

 

ერთხელაც, მი­სი ნახატები ქუ­თა­ის­ში სტუმ­რად ჩა­მო­სულ­მა ცნობილ­მა  რუს­მა  ჟურ­ნა­ლის­ტმაც ნახა, რო­მელ­მაც ნი­ჭი­ერ ყმაწ­ვილს ურ­ჩია, სწავ­ლა მოს­კოვ­ში გა­ეგ­რძე­ლებინა. ოჯახი მა­ინ­ცდა­მა­ინც აღ­ფრთო­ვა­ნებული არ შეხვედ­რია და­ვი­თის გა­დაწყვე­ტი­ლებას მოს­კოვ­ში წას­ვლის თაობაზე, მაგ­რამ  ახალ­გაზ­რდა მხატ­ვარს სჯერო­და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებლობების და მა­ინც წა­ვი­და.

 

სიძ­ნე­ლეების მიუხედა­ვად, სტუ­დენ­ტი გახდა და 1989 წელს და­ამ­თავ­რა „მხატის“  ნე­მი­რო­ვიჩ-დან­ჩენ­კოს სახელობის სკო­ლა-სტუ­დია, თე­ატ­რი­სა და კი­ნოს მხატ­ვრობის ფა­კულ­ტე­ტი.

 

სტუ­დენ­ტობიდან­ვე მო­ნა­წი­ლეობდა სა­ქა­ლა­ქო, რეს­პუბლი­კურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებში, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რე­თაც.

 

1989 წლი­დან  მუ­შაობდა ქუ­თა­ი­სის და­ვით კა­კაბაძის სახელობის სამხატ­ვრო გა­ლე­რე­ა­ში, სა­გა­მო­ფე­ნო განყოფი­ლების გამ­გედ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ქუ­თა­ი­სის ხელოვ­ნების ინ­სტი­ტუტ­ში ფერ­წე­რას ას­წავ­ლი­და მო­დე­ლი­რების ფა­კულ­ტეტ­ზე.

 

1990-2000 წლებში მხატ­ვრუ­ლად გა­ა­ფორ­მა 20 სპექ­ტაკ­ლი  სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დასხვა თე­ატ­რში.

იყო „თე­ატ­რი მე­ო­რე სარ­თულ­ზე“ მთა­ვა­რი მხატ­ვა­რი.

 

1999 წელს აირ­ჩი­ეს  სა­ქარ­თვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რად.

 

შემ­დეგ ისევ რუ­სეთ­ში დაბრუნ­და, სა­დაც აფორ­მებდა სპექ­ტაკ­ლებს, მო­ნა­წი­ლეობდა გა­მო­ფე­ნებში, სხვა­დასხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებში.

 

2006 წელს მი­სი ნახატები გა­მო­ი­ფი­ნა  მოს­კოვ­ში, ვა­სი­ლი­ნა ჩეს­ნო­კო­ვას გა­ლე­რე­ა­ში „კვად-არტ“, სა­დაც და­იწყო მხატ­ვრის და  გა­ლე­რის­ტის სიყვა­რუ­ლის ამბავიც(?), რო­მე­ლიც ოჯახის შექ­მნით დაგ­ვირ­გვინ­და.

მა­თი ვაჟი, 6 წლის სან­დრო,  ჯერ არას­დროს ყოფი­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა მშვე­ნი­ე­რი ქარ­თუ­ლით საუბრობს და ქარ­თულ ჩოხასაც მოხდე­ნი­ლად ატა­რებს.

 

და­ვით კე­ზე­ვა­ძე ამჟამა­დაც აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დებით ცხოვ­რებას ეწე­ვა, ხატავს, აქვს სკო­ლა-სტუ­დია, სა­დაც ბავ­შვებს ხატ­ვას ას­წავ­ლის.

 

გა­სულ წელს, ქუ­თა­ის­ში მხატ­ვრის 50 წლის იუბილე მის  გა­რე­შე აღ­ნიშ­ნეს და­ვი­თის მე­გობრებმა.

- ქუ­თა­ის­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ აპი­რებთ გა­მო­ფე­ნის მოწყობას-თქო.

 

- არა, აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს გა­მო­ფე­ნებიო, - მხატ­ვა­რი სიტყვა­ძუნ­წი რეს­პონ­დენ­ტი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მის სათ­ქმელს ხომ მი­სი ნახატები ფე­რებით ამბობენ.

 

არაო, მაგ­რამ მე მა­ინც მჯერა, ერთ დღე­საც, და­ვით კე­ზე­ვა­ძის ნახატები ისევ გა­ა­ფე­რა­დებს  ძველ ქა­ლაქს და ინი­ცი­ა­ლები „დ.კ.“  უცხო აღარ იქ­ნება ქუ­თა­ი­სის­თვის...

 

 

 

 

 


 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია