დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
როდის დაიწყება სწავლა საჯარო სკოლებში და რა სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს
როდის დაიწყება სწავლა საჯარო სკოლებში და რა სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს
სულ ნანახია 2948
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა. სასკოლო პროცესის დაწყებისთვის კი მზადება უკვე მიმდინარეობს. წინა წლისგან გასხვავებით, წელს მოსწავლეებს ნაკლები სიახლე ელოდებათ. როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა  აღნიშნა, მხოლოდ რამდენიმე პროგრამული ცვლილება განხორციელდება და ისიც პროგრამების დახვეწის კუთხით. უწყებას ძირითადი აქცენტი ცვლილების კუთხით, წელს პედაგოგებზე აქვს გაკეთებული.

„უფრო მეტი პროგრამული სიახლე მოსწავლეებისთვის 2016-2017 წლებში გვაქვს დაგეგმილი. ვმუშაობთ გრიფირებაზე, მომავალი სასწავლო წლისთვის შეიცვლება სახელმძღვანელოები. წლევანდელი ძირითადი სიახლე კი პედაგოგებს ეხებათ. მათზე გვაქვს კონცენტრირება. პედაგოგიკას სჭირდება სისტემატიზაცია, რაც ამდენი ხანი სრულად იყო მოშლილი. ჩვენი ყურადღება წელს ძირითადად მათზეა მიმართული,“ - ამბობს თამარ სანიკიძე.

 

კიდევ ერთი სიახლე, რაც სექტემბრიდან 125 332 მოსწავლეს შეეხება ეს ახალი სასკოლო ინვენტარია. სწორედ ამდენი მერხის შეძენას აპირებს სამინისტრო სექტემბრისთვის.

 

„აქამდე სტანდარტები და პარამეტრები არასდროს ყოფილა დაცული, არ შეიძლება პირველკლასელი და მეექვსე კლასელი ერთი ზომის მერხთან იჯდეს. არსებობს შესაბამისი სტანდარტი და ნებისმიერი ახალი შესყიდვა ამ კუთხით მკაცრად გაკონტროლდება,“ - აცხადებს მინისტრი.

 

სექტემბრიდან ექიმის ახალი კაბინეტები დამატებით 74 საჯარო სკოლაში ამოქმედდება.  ეს სიახლე სამინისტროს  485 730 ლარი დაუჯდება. ექიმის კაბინეტის განახლება სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო და სულ სამედიცინო პუნქტით უკვე 223 სკოლა აღიჭურვა.

 

„ექიმები თავიანთ კაბინეტებში არ სხედან და არ ელოდებიან როდის მივა მათთან მოსწავლე. ძალიან აქტიურად არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, განუყოფელი ნაწილიც კი გახდნენ. დადიან კლასებში, ჰიგიენის საკითხებზე ატარებენ გაკვეთილებს და მოსწავლეებს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევენ. ნამდვილად გაამართლა და მომავალი სასწავლო წლისთვის სხვა სკოლებშიც გავხსნით,“ - აღნიშნა მინისტრმა.

 

სექტემბერში  მნიშვნელოვანი სიახლე ელოდებათ  კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს, თეთრიწყაროს სოფელ სამღერეთის, მცხეთის რაიონის სოფელ წილკაანისა და მუხრანის, ახალქალაქის სოფელ ბუღაშენის, ზესტანოფის მუნიციპალიტეტის სოფელ სადგურის სვირის, ქარელის სოფელ აბანოს, ადიგენის სოფელ არალის მოსწავლეებს - ისინი ახალ სასწავლო წელს ახალი სკოლებით შეხვდებიან. 103 ახალი სკოლა გაიხსნება თბილისშიც. ახალ სკოლებში სწავლას 2 984 მოსწავლე დაიწყებს. ახალი სკოლებისთვის 18 888 456.45 ლარი დაიხარჯა.

განახლებული სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ  18 სკოლაში, რაშიც  სამინისტრომ 1 440 000 ლარი გადაიხადა.

 

როგორც მინისტრი ამბობს, 2015 წლის დასრულებამდე 350-მდე საჯარო სკოლაში ნაწილობრივი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.  ამ ეტაპზე მიმდინარეა  284;  ხოლო დაგეგმილია 70.  ამისთვის სამინისტროს 28 421 194 ლარი აქვს გამოყოფილი. 2013-2015 წლიდან 10  სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა - ღირებულება 4 166 065 ლარს შეადგენს.

 

წელსვე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 20 საჯარო სკოლის პროექტირებას გეგმავს, რომელთაგან 6 სკოლის მშენებლობა წელს დაიწყება, სამუშაოებისთვის სამინისტრომ 85 203 970.00 ლარი გამოყო - ამ შემთხვევაში ბენეფიციართა რაოდენობა 5 672-ს შეადგენს.

 

- როგორ განისაზღვრება თუ რომელი სკოლა საჭიროებს გადაუდებელ რეაბილიტაციას, და რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არ არის სასწრაფო?

 

„გარკვეული რანჟირების წესი არსებობს, სკოლები, რომლებიც დაზიანებულია, მაგრამ იქ სწავლა სიცოცხლისთვის საშიში არ არის და სკოლები, რომლებშიც სასწავლო პროცესის წარმოება სიცოცხლისთვის საშიშია. ასეთი სკოლები გადიან ექსპერტიზას, დგინდება ავარიულობის დონე, იწყება დემონტაჟი და ახლის მშენებლობა. კიდევ ერთი და ძალიან მძიმე მემკვიდრეობა რაც დაგვხვდა, ეს შიდა, სასკოლო ინფრასტრუქტურაა და პარალელურად მათი გამოცვლაც მიმდინარეობს. უბრალოდ, ყველაფრის ერთბაშად გაკეთება შეუძლებელია. როდესაც სკოლას რეაბილიტაციისთვის ვარჩევთ, ვითვალისწინებთ ბენეფიციართა რაოდენობას, იმას, თუ სად მდებარეობს, გეოგრაფიულ მონაცემებს დიდი მნიშველობა აქვს. სრული რეაბილიტაცია, ანუ კარ-ფანჯრების გამოცვლა, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, გათბობა, ელექტროგაყვანილობა - ეს შრომატევადი საქმეა, თუმცა ვფიქრობთ, რომ 2016-2017 სასწავლო წლისთვის ეს სამუშაოები საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა სკოლაში ჩატარებული იქნება,“ - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

გარდა განათლებისა და მეცნირების სამინისტროსი, სკოლების რეაბილიტაციის პროცესში ჩართულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის ფონდიც. 2015 წელს დაგეგმილია 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სულ მეორე კომპაქტის ფარგლებში 100 სკოლის გარემონტება იგეგმება, რისთვისაც 54 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საზოგადოების ინტერესს იწვევს, საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების თარიღია. წელსაც სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება.

2015-16 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლაში 41 424 პირველკლასელი მივა, სწორედ ამდენმა გაიარა რეგისტრაცია ბოლო მონაცემებით.

როგორც ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დაწყების თარიღს ინდივიდუალურად ადგენენ და მათ შემთხვევაში თარიღები განსხვავებულია.

 

 edu.aris.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია