დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„აწარმოე საქართველოში“ - ჩანასახშივე მკვდარი სახელმწიფო ინიციატივა?
„აწარმოე საქართველოში“ - ჩანასახშივე მკვდარი სახელმწიფო ინიციატივა?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1815
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

აღსანიშნავია, რომ მიკრო და მცირემეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას მეწარმეების ფინანსებისა და ცოდნის ამაღლების გზით. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ, მოიპოვონ თანადაფინანსება იდეის განსახორციელებლად (5,000 ლარამდე 1 მეწარმე, 10,000 ლარამდე 2 მეწარმე, 15,000 ლარამდე 3 მეწარმე).“

ჩვენ დავინტერესდით ამ პროექტით. გამოკითხვა ჩავატარეთ სოციალურ ქსელსა და რეალურ აპლიკანტებში.

ნინო საღარეიშვილი (მცხოვრები ხონში) აცხადებს, რომ სამ ადამიანზე შეავსეს სააპლიკაციო ფორმა, მაგრამ არ გადაიყვანეს შემდეგ ტურში. 15 ათას ლარად სამი აპლიკანტი მესაქონლეობის ფერმის გაკეთებას აპირებდა.

მარიამ ხოჯანაშვილმა და მალხაზ გელაშვილმა (ჭიათურის მცხოვრებნი) მიუხედავად იმისა, რომ მეორე ეტაპზე გადავიდნენ, არ ისურვეს პროექტში ჩართვა, რადგან მათ ევალებათ მეწარმის სტატუსის აღება, ხოლო საგრანტო პროექტის ფინალამდე დიდი დრო გაივლის, თან გარანტიაც არ აქვთ, რომ მოიპოვებენ დაფინანსებას. მათი განცხადებით, დროის ფაქტორის გარდა, პრობლემაა ზაფხულზე დიდ მანძილზე ტრენინგებზე სიარული.

საჩხერიდან რამდენიმე აპლიკანტმა დადებითი პასუხი ვერ მიიღო, მათი განცხადებით, კიდეც რომ მიეღოთ მეორე ტურში გადასვლის უფლება, მაინც იყოყმანებდნენ პროექტში ჩართვას.

ე.წ. სწრაფი და უფასო ფულის სურვილი დიდია, მაგრამ ასე თანხას არავინ იძლევა. როგორც გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, 5 ათასი ლარი ძალიან ცოტაა იმისათვის, რომ საგადასახადო ვალდებულება აიღონ.

სკეპტიკოსთა განცხადება, რომელიც პროექტის დასაწყისშივე გაჟღერდა, ნაწილობრივ ასრულდა. ბევრმა ამ პროექტს ჩანასახშივე მკვდარი უწოდა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია