საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
ჩინეთში ქართული ღვინის სახლი გაიხსნა
სულ ნანახია 975
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ზაჯანგის პროვინციის ქალაქ იუს ცენტრალურ უბანში გახსნა ქართული ღვინის სახლი, სადაც მშრალი, ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინოების ოცდაათამდე სახეობა იქნება წარმოდგენილი.

 

როგორც ოთარ დანელიამ ქართული ღვინის სახლის გახსნაზე განაცხადა, საქართველოდან ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქციიდან, 93%-ს ღვინო შეადგენს. ჩინეთში ბოლო წლების მანძილზე 1 მლნ ლიტრამდე ღვინის ექსპორტი განხორციელდა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის  მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. გამომდინარე იქიდან, რომ  ღვინო  ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, მნიშვნელოვანია, ჩინეთის ბაზარზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი.

„ქართული ღვინო გამორჩეულია თავისი უნიკალურობით. საქართველოში იწარმოება 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და 1 გეოგრაფიული აღნიშვნის პროდუქტი ჭაჭა. ჩვენ შეგვიძლია  ჩინელ მომხმარებელს თეთრი, წითელი და ვარდისფერი ღვინოების ფართო არჩევანი  შევთავაზოთ. მისასალმებელია, რომ ჩინეთში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. იმედი  გვაქვს, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო აქტიური გახდება,“ - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ქართული ღვინის სახლი ჩინელმა ბიზნესმენმა ჰია ოჯუნიმ გახსნა. იგი 13 წელია ჩინეთ-საქართველოს შორის  ტვირთების გადაზიდვის ბიზნესით არის დაკავებული. როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ქართული ღვინის სახლის გახსნა ქართული ღვინის  უნიკალურობამ და  გამორჩეულმა საგემოვნო თვისებებმა გადააწყვეტინა.   ჰია ოჯუნიმ აღნიშნა, რომ  ქართულ ღვინოს ჩინეთის ბაზარზე დამკვიდრების  დიდი პოტენციალი გააჩნია.

ჩინელი ბიზნესმენი მომავალში ანალოგიური ტიპის  ქართული ღვინის სახლების გახსნას ჩინეთის დიდ ქალაქებში - ხანჯოუ, ჯინჯოუ, ნიანჯოუსა და შანხაიში გეგმავს. ჰია ოჯუნი ქართული ღვინის მუზეუმის გახსნასაც აპირებს, სადაც თანამემამულეებს ქართული ვაზისა და ღვინის ისტორიას და კულტურას უკეთ გააცნობს.

ქართული ღვინის სახლის გახსნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ჩინელი ბიზნესმენები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე საქართველოდან ჩინეთში 100 ათასი ბოთლი ღვინის ექსპორტის განხორციელება იგეგმება. აგვისტოში   ქართული ღვინის ექსპორტით დაინტერესებული 20-მდე ჩინელი ბიზნესმენი  საქართველოში ჩამოვა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან  თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმდებიან.  

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია