დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფულადი გზავნილები 2015 წლის პირველ ნახევარში 22.7%-ით შემცირდა
სულ ნანახია 1339
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ეროვნული ბანკის მიერ 15 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საზღვარგარეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები 2015 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.7%-ით შემცირდა 538.63 მლნ აშშ დოლარამდე.

 

ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან, რომელიც ამ კუთხით შემოსავლის უმსხვილესი წყაროა, 41.1%-ით დაიკლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 2015 წლის პირველ ნახევარში 204.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მეორე უმსხვილესი წყაროდან, საბერძნეთიდან შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 19.3%-იანი კლება განიცადა, 2015 წლის პირველ ექვს თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 82.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ამა წლის პირველ ნახევარში იტალიიდან გადმორიცხული თანხები 12.3%-ით შემცირდა 52.9 მლნ აშშ დოლარამდე; შემდეგ მოდის აშშ - 47.3 მლნ დოლარით (26.3%-იანი ზრდა); თურქეთი - 35.9 მლნ აშშ დოლარით (20.6%-იანი ზრდა); ისრაელი - 14.3 მლნ აშშ დოლარით (37.3%-იანი ზრდა); ესპანეთი - 12.3 მლნ აშშ დოლარით (10.3%-იანი კლება), გერმანია - 12.1 მლნ აშშ დოლარით (8.6%-იანი ზრდა); უკრაინა - 10 მლნ აშშ დოლარით (38.5%-იანი კლება).

2014 წელს ფულადი გზავნილების ოდენობა 2.45%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის მშპ-ს, დაახლოებით, 8.7%-ია.

 

ავიარეისები ქუთაისში კიევიდან, ხარკოვიდან და ოდესიდან შესრულდება

 

უკრაინის დედაქალაქ კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ, შეხვედრა გამართა უკრაინული ავიაკომპანია „Yan Air“-ის გენერალურ დირექტორთან იაროსლავ აგაფონოვთან.
შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის სამი ქალაქიდან (კიევი, ხარკოვი, ოდესა) პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის შესახებ.
Yan Air“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ავიაკომპანია სრულად არის მზად ქუთაისის მიმართულებით ფრენების განსახორციელებლად.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის დელეგაციამ აიღო პასუხისმგებლობა, თვითმმართველობამ შეასრულოს შუამავლის ფუნქცია ავიაკომპანია „Yan Air“-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის ავიარეისების დანიშვნის მიზნით გასამართ მოლაპარაკებებში.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია