დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჭყვიშში ტაბიძეების სახლ-მუზეუმი რეკონსტრუქციის მოლოდინშია
ავტორი: მანანა ლეშკაშელი
სულ ნანახია 1833
ავტორი:
მანანა ლეშკაშელი

გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი რეკონსტრუქციას საჭიროებს. შელახულია დარბაზის კედლები და ჭერი. თუმცა, როგორც მუზეუმის დირექტორი ქალბატონი ფერიდა მატარაძე აცხადებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უკვე განიხილა ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმების მიერ შემუშავებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერსპექტივები.

2016 წლისთვის მუზეუმი ემზადება გალაკტიონის დაბადებიდან 125 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ქალბატონი ფერიდას თქმით, მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზი მომავალი წლისთვის განახლებული (რესტავრირებული) იქნება. 2016 წლისთვის დაგეგმილია ასევე მუზეუმის წინ არსებული დედაბოძის რესტავრაცია. საექსპოზიციო დარბაზის გამოფენის დიზაინის ახლებური კონცეფციის შემუშავება კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ჭყვიშის ტაბიძეების სახლ-მუზეუმში დგას პოეტების ორ განუყოფელ ეზოში ჩადგმული ორსაუკუნოვანი მემორიალური სახლები. ასევე, 1973 და 1985 წლებში გახსნილი საექსპოზიციო დარბაზები. მუზეუმის უპირველესი ხიბლი სწორედ გამწვანებული ეზოა მემორიალური ასწლოვანი ხეებით, რომელსაც ინფრასტრუქტურის შემდგომი ეფექტური განვითარებისთვის სჭირდება სრულყოფილი შეღობვა-დაცვა. რაც უცილობელი გარანტი იქნება მომვლელ-დამთვალიერებელთა სიმრავლის.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია