დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
1000 ლარის გამო ჩაშლილი ტურნირი საჩხერეში
1000 ლარის გამო ჩაშლილი ტურნირი საჩხერეში
სულ ნანახია 1380
ავტორი:

გავრცელებული ინფორმაცით დაპირისპირება მოხდა საჩხერის სპორტსკოლის დირექტორ მამუკა გაფრინდაშვილსა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ ბაზაძეს შორის. შევეცადეთ, გაგვერკვია, რამდენად შეესაბამებოდა ეს ინფორმაცია სიმართლეს. ამისათვის გავესაუბრეთ საჩხერის სპორტსკოლის დირექტორს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა.

როგორც ირკვევა, მამუკა გაფრინდაშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ძიუდოში ბესიკ ქუთათელაძის სახელობის ტურნირის ჩასატარებლად, ბიუჯეტიდან მცირედი ფინანსური დახმარება, დაახლოებით, 1000 ლარის გამოყოფა სთხოვა. როგორც გაფრინდაშვილი აცხადებს, დანარჩენი თანხის მოძიებას საკუთარი სახსრებით აპირებდა (მიუხედავად იმისა, რომ  დირექტორის ხელფასი მხოლოდ 444 ლარს შეადგენს).

ბაზაძისა და გაფრინდაშვილის საუბრის შემდეგ, 12 ივნისს მამუკა გაფრინდაშვილმა წერილით მიმართა მუნიციპალიტეტს, რამდენიმე დღეში შეიტყო, რომ მუნიციპალიტეტი არ აპირებდა ბესიკ ქუთათელაძის ტურნირის დაფინანსებას. ამ დროისთვის კი გაფრინდაშვილს უკვე მოწვეული ჰყავდა ტურნირისთვის 14 გუნდი არამარტო საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდან (აზერბაიჯანიდან).

მიუხედავად იმისა, რომ სპორტ-სკოლის დირექტორს დადებითი პასუხის დიდი იმედი ჰქონდა, საჩხერის გამოგეობამ მისი თხოვნის წერილს უარით უპასუხა, შესაბამისად, ძიუდოს ტურნირი საჩხერეში, ალბათ, ვეღარ ჩატარდება.

მამუკა გაფრინდაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს ფაქტი მისთვის სამწუხაროა. გარდა ამისა, მისი თქმით, მას ცილს სწამებენ, რომ იგი უკანონო აუდიოჩანაწერებს ახორციელებდა.

დირექტორის განცხადებით, საჩხე-რის სპორტსკოლას კიდევ აქვს სხვა პრობლემებიც, რომელზეც, ჯერჯერობით, მუნიციპალიტეტს რეაგირება არ მოუხდენია, მაგალითად: სპორტსკოლას ესაჭიროება სარესტავრაციო სამუშაოები, რაზეც თხოვნით არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს და პასუხს დღემდე ელოდება.

ჩვენთან საუბრისას მამუკა გაფრინდაშვილმა ახსენა საჩხერის ძალოსნები, რომელთაც სავარჯიშო დარბაზი საერთოდ არ აქვთ და შეხიზნულები არიან ერთ-ერთ სასადილოში, სადაც მათ არასათანადო პირობებში უწევთ ვარჯიში.

ჩვენ დავუკავშირდით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელმაც სპორტსკოლის დირექციასთან დაპირისპირება გამორიცხა და აღნიშნა, რომ 1000 ლარი ორგანიზატორმა მოითხოვა სარესტორნო მომსახურებისთვის, რაც არ ჩათვალეს მიზანშეწონილად. როგორც გამგებელი აცხადებს, თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აღნიშნული ღონისძიების მასშტაბურად გამართვას 2016 წელს გეგმავს.

 

 

ირაკლი ტაბატაძე

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია