დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რაგიონული მედიის სემინარი ქუთაისში
რაგიონული მედიის სემინარი ქუთაისში
სულ ნანახია 2084
ავტორი:

ქვეყანაში, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს  და სადაც ლამის ყოველი წელი საარჩევნო წელია, ამომრჩეველთა  ინფორმირებულობის დონე საარჩევნო თემატიკაზე საგანგაშოდ დაბალია, რაც საბოლოოდ აისხება კიდეც არჩევნების შედეგებზე.

 

 

 

 

 

 

მედიის როლი მოსახლეობის  საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით,  რეგიონული მედიის ასოციაცია ახორციელებს პროექტს  -  „რეგიონული მედია ახალგაზრდების საარჩევნო ინფორმირებისა და განათლებისთვის“ , რომლის ფარგლებშიც,  10-12 ივლისს, ქუთაისში , სასტუმრო „ტირიფი ჰოლიდეიში“ გაიმართა სემინარი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის, თემაზე,  „არჩევნები და მედია“.

საქართველოს რეგიონებიდან ჩამოსული ჟურნალისტები 2 დღის მანძილზე, ტრენერებთან და ექსპერტებთან ერთად,  განიხილავდნენ ყველა იმ ძირითად და მნიშვნელოვან საკითხს, რომლებთანაც უშუალოდაა დაკავშირებული არჩევნების ხარისხიანად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარება.

ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე, ია ბობოხიძე,  პროექტის აქტივობების შესახებ კი  ინფორმაციია  მიაწოდა  პროექტის დირექტორმა ნატო გუბელაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ  სემინარის მონაწილეთა უმეტესობას არაერთი ტრენინგი  ჰქონდა გავლილი საარჩევნო თემატიკაზე, სემინარის დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები მაინც საინტერესო აღმოჩნდა მათთვის.

 

იურისტმა პაატა ცნობილაძემ ისაუბრა სახელმწიფოებრივი მოწყობის მოდელზე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპებსა და ინსტიტუციური უფლებამოსილებების გამიჯვნაზე.

 

 საარჩევნო მოდელი მიმოიხილა  იურისტმა ქეთი მამამთავრიშვილმა. მან  ჟურნალისტებს გააცნო არჩევნების ძირითადი პრინციპები, არჩევნების სახეები, საარჩევნო ადმინისტრაცია, ისაუბრა  არჩევნების მონიტორინგსა  და მედიაზე, წინასაარჩევნო კამპანიაზე, არჩევნების დაფინანსებაზე.

 

 საინტერესეოდ წარიმართა არჩევნების დღის პროცედურებთან დაკავშირებული თემების განხილვა. სემინარის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილებიდან  მოჰქონდათ მაგალითები და სჯა-ბაასის თუ საქმიანი კამათის შემდეგ, ტრენერთა დახმარებით, სწორ გადაწყვეტილებამდე მიდოდნენ.

 

ჟურნალისტები განსაკუთრებულად გამოცოცხლდნენ მედიატრენერ ეკა ფირცხლავას მიერ მიცემული სავარჯიშოების შესრულებისას.

 

როგორც აღმოჩნდა, მედიის წარმომადგენლებს საკმაოდ კარგი პოლიტიკური მეხსიერება ჰქონიათ - მათ თითქმის უშეცდომოდ გაიხსენეს  ბოლო 25 წლის  ყველა საპრეზიდენტო არჩევნების პერსონები და პერიპეტიები, პოლიტიკური ფიგურები და მთავარი მოვლენები - არჩევნების ისტორიას ხომ სწორედაც რომ ჟურნალისტები წერენ.

 

კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო იყო იმიტირებული საარჩევნო კამპანია, სადაც 2 გუნდად გაყოფილი  სემინარის   მონაწილეები   ანუ „პოლიტიკური პარტიები“ შეეცადნენ ამომრჩეველთა გულის და ხმების მოგებას.

 

 ამ სავარჯიშოს შესრულებისას კიდევ ერთხელ  დადასტურდა ის,  თუ რა ადვილია მოსახლეობის გაბრიყვება წინასაარჩევნო დაპირებებით.

 

რადგან მომავალ წელს ქვეყანაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სემინარზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო არჩევნების საკანონმდებლო და საარჩევნო დეტალებს.

 

ჟურნალისტებმა „საშინაო დავალებაც“ მიიღეს- მათ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, თავიანთ რეგიონებში უნდა ჩაატარონ მცირე კვლევა ახალგაზრდებში, რათა დაადგინონ,  როგორია ახალგაზრდების ინფორმირების დონე საარჩევნო კუთხით, რის შემდეგაც დაიგემება მათთვის ინფორმაციის მისაწოდებლად სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

 

ირმა მარდალეიშვილი

 

გაზეთი  P.S.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია