საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
იცნოობენ თუ არა გურჯაანელი ახალგაზრდები თავის მაჟორიტარს
იცნოობენ თუ არა გურჯაანელი ახალგაზრდები თავის მაჟორიტარს
სულ ნანახია 1333
ავტორი:

„ჩემი მაყორიტარი“

 

ზოგს მაჟორიტარი დეპუტატი მუნციპალიტეტის გამგებელი ჰგონია

 

კითხვას, იციან თუ არა, ვინ არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში და რა მოვალეობები აკისრია მას, ადგილობრივი ახალგაზრდები ზოგადად პასუხობენ. ახალგაზრდების ნაწილმა იცის, რომ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილია, თუმცა რა ევალება მას, ვერ აკონკრეტებენ. ზოგს მაჟორიტარი დეპუტატი მუნიციპალიტეტის გამგებელი ჰგონია.

„ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილია. მისი მოვალეობაა, წარმოადგინოს ის პრობლემები, რომელიც თავის რეგიონშია, დააფიქსიროს და მიიტანოს მიზნობრივ ჯგუფამდე“, - ამბობს გურჯაანში მცხოვრები ელენე ბიაშვილი.

გურჯაანელი ახალგაზრდა თემურ სირბილაშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარ დეპუტატს არ იცნობს, თუმცა, მის ფუნქცია-მოვალეობებს შემდეგნაირად განმარტავს: „როგორც ვიცით, შერეული არჩევნები ტარდება, მაჟორიტარული და პროპორციული წესით. მაჟორიტარსაც ის ფუნქცია აქვს, როგორიც პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატს“.

„გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი ვინ არის, არ ვიცი, თუმცა ფუნქცია ალბათ ის აქვს, რომ რაიონში რაც მოსაგვარებელია, ის მოაგვაროს“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

 

ინფორმაციისთვის: მაჟორიტარი დეპუტატი ვალდებულია, მოუსმინოს საკუთარ მოსახლეობას და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ეცადოს მათთვის დახმარების აღმოჩენას. მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივებიც წარუდგინონ.  

მაჟორიტარი არის გარკვეული დამაკავშირებელი რგოლი მოსახლეობასა და მთავრობას, პარლამენტს ან თუნდაც - ადგილობრივ თვითმმართველობას შორის იმ  შემთხვევებში, როდესაც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ექმნება კომუნიკაციის და გარკვეული ინფორმაციის მიღების პრობლემა.

 

სოსო ქუმსიაშვილი

 

გაზეთი „სპექტრი“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია