დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„წინასაარჩევნოდ ბობოქრობენ, შემდეგ მშვიდდებიან“
„წინასაარჩევნოდ ბობოქრობენ, შემდეგ მშვიდდებიან“
სულ ნანახია 1277
ავტორი:

რომელი პარტიების ოფისებია დაკეტილი რეგიონებში

საქართველოს რეგიონებში პოლიტიკური პარტიების ოფისები სრული დატვირთვით, ტრადიციულად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობენ. არჩევნების დასრულებისთანავე კი, როგორც წესი, რეგიონულ თუ რაიონულ ოფისებს მომავალ საარჩევნო პროცესამდე კეტავენ. ამომრჩეველიც მეტ-ნაკლებად მიტოვებულად გრძნობს თავს...

„მოვლენ წინაასაარჩევნოდ, რას აღარ დაგვპირდებიან - გზას, წყალს, ხიდებს, თუმცა, ნახეთ აგერ, რა დღეში ვართ. გზა ჩვენ არ გვაქვს  და წყალი. დასაქმებაზე კი საერთოდ აღარ ვსაუბრობთ. ჩვენმა შვილებმა, სამსახურები აქ რომ ვერ ნახეს, თურქეთში წავიდნენ“, - აცხადებენ ლანჩხუთელები.

„წინასაარჩევნოდ ბობოქრობენ, შემდეგ მშვიდდებიან,“ - ამბობენ თეთრიწყაროელები.

„მარტო არჩევნების წინ არ უნდა ახსენდებოდეთ ხალხი, რომ ხმების მიღება შეძლონ. ყოველდღიურად უნდა მუშაობდნენ, დადიოდნენ და ხვდებოდნენ ხალხს, რომ მათი პრობლემების შესახებ გაიგონ და მის მოგვარებაზე იზრუნონ. რომ მინდოდეს შეხვედრა იმ ადამიანთან, ვისაც ხმა მივეცი, ვერ ვნახავ, რადგან ოფისი დაკეტილია,“ - ამბობს თელაველი მანანა ხატიაშვილი...

და ასეა სრულიად საქართველოს ყველა რეგიონში, მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხალხი ყველა პარტიას თუ ხელისუფლებას მხოლოდ ხმების მოსაპოვებლად სჭირდება.

მართლაც, რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოს რეგიონებში, ახსოვთ თუ არა პარტიებს თავიანთი დაპირებები და არასაარჩევნო პერიოდში როგორი დატვირთვით მუშაობენ მათი რაიონული ოფისები, ამის შესახებ ჩვენი კოლეგები მაკა ხაზიური (თელავიდან „კახეთის ხმა“), ესმა ბერიძე (ლანჩხუთითიდან „გურიის მოამბე“) და ნინო ბექაური (თეთრიწყაროდან „დიდგორელები“) გვიამბობენ.

 

 

თელავში პოლიტიკური პარტიების აქტივობა დაბალია

 

ამ დროისთვის თელავში 4 პოლიტიკური პარტიის ოფისი მუშაობს, სადაც იშვიათად პარტიული სხდომები მიმდინარეობს. თელაველების თქმით, მნიშვნელოვანია,რომ პოლიტიკური პარტიები არასაარჩევნო პერიოდშიც ფუნქციონირებდეს და ამომრჩეველი მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ახსენდებოდეთ.

როგორც სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, ქალაქში ოფისი დღემდე მუშაობს, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის მიღება და შემდეგ მათი შესაბამის სამსახურებში         გადამისამართებაა, „ქართული  ოცნების“  თელავის  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე პაატა გიორგობიანის თქმით, საოფისე ფართის შესანახად პარტია თვეში 500 ლარამდე ხარჯავს.

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ვანო გალახვარიძის თქმით, მათი პარტიის ოფისი აქტიურად მუშაობს და მოსახლეობას შეძლებისდაგვარად ემსახურება. მისივე თქმით, პარტიას ოფისის შენახვა თვეში 600 ლარი უჯდება.

„არჩევნების შემდეგ ოფისი არ დაგვიკეტავს, გვაქვს ყველანაირი პირობა შექმნილი, რომ მოვიდეს მოსახლეობა და მოგვაწოდოს ინფორმაცია შექმნილი პრობლემის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, მოქალაქეებს მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და გამოვიყენოთ ის დრო არჩევნებამდე, რაც არის დარჩენილი. სანამ ხელისუფლებაში მოვალთ, შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობთ მოსახლეობის დახმარებას,“ - აცხადებს ვანო გალახვარიძე.

ქალაქ თელავში კიდევ ერთი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ფუნქციონირებს. პარტიის კახეთის რეგიონული კოორდინატორის, გიორგი ბოტკოველის თქმით, ისინი აქტიურად მუშაობენ, როგორც არჩევნებამდე, ისე -  მის შემდგომაც.

„პარტიის ოფისი ფუნქციონირებს. ჩვეულებრივად მოდის მოსახლეობა და ვხვდებით, ვესაუბრებით არსებულ პრობლემებზე და სხვა, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისები არა მარტო თელავში, არამედ კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობს. ყველგან სათანადო პირობაა შექმნილი, რომ ხალხმა იმუშავოს,“ - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პარტიებისაარჩევნების პერიოდის დამთავრებისთანავე მუშაობის პასიურ რეჟიმში გადავიდნენ თელავში წარმოდგენილი სხვა პოლიტიკური პარტიები და დღეისთვის დაკეტილია მათი ოფისები. „ლეიბორისტული პარტიის“ თელავის მერობის ყოფილი კანდიდატის, ქეთევან ზაქარიაშვილის თქმით, პარტიას ოფისი თელავის სპორტსკოლაში აქვს გახსნილი, თუმცა ყოველდღიურად არ მუშაობს.

სხვა პოლიტიკური პარტიების მსგავსად, დღეისთვის „კონსერვატიული პარტიის“ ოფისიც მომდევნო საარჩევნო პროცესამდე დაკეტილია. პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის  თავმჯდომარე თამაზ გურგენიძის თქმით, იმის გამო, რომ „კონსერვატიული პარტია“ „ქართული ოცნების“ კოალიციის წევრია, მათი ამომრჩევლები და მხარდამჭერები სახელისუფლებო პარტიის შტაბის მეშვეობით უკავშირდებიან.

 

ლანჩხუთი არჩევნებიდან არჩევნებამდე

 

 

ლანჩხუთში ბოლო  წინასაარჩევნო დაპირებები: უმუშევრობის დონის შემცირება, მძიმე სოციალური ფონის გამოსწორება, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, - ამ დრომდე შეუსრულებელია. სწორედ ამიტომ,  სოფლის მკვიდრნი მასიურ მიგრაციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა თურქეთშია გადახვეწილი, ლუკმა-პურის საშოვნელად.

ლანჩხუთში მოქმედი  პოლიტიკური პარტიების  უმრავლესობას ოფისი არ აქვს. ამბობენ, რომ ამისთვის თანხა არ ყოფნით. თუმცა, მათივე თქმით, ხალხთან კონტაქტს მაინც ახერხებენ და უოფისობა მოსახლეობასთან შეხვედრებში ხელს სულაც არ უშლით.

პარტია „ქართული ოცნება -   დემოკრატიული საქართველო“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერ გოგი ხელაძეს მიაჩნია, რომ კოალიცია, როგორც  მმართველი სახელისუფლებო პოლიტიკური გაერთიანება,  უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ამბობს იმასაც, რომ მუდმივად ხდება პარტიის განახლება. მოსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე კომენტარისაგან თავს იკავებს და  მხოლოდ ფორმალურ პასუხებით იფარგლება.

მმართველი პარტიისაგან განსხვავებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი  კახა ასკურავა, თვლის, რომერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამბევრი ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

„სხვა პარტიებისაგან განსხვავებით, მთავარი ოპოზიციური პარტიის რაიონული ორგანიზაციის ოფისი მუდმივად ფუნქციონირებს. ჩვენთან  მუდმივად ხალხმრავლობაა, დღე არ გავა, რამდენიმე, დღევანდელი გაუარესებული ყოფით დამძიმებული მოქალაქე არ შემოვიდეს და თავისი დარდი არ შემოგვჩივლოს. თუმცა, წინასაარჩევნო რეჟიმის დროს, ბუნებრივია, თავისთავად უფრო აქტიურდება პარტიული მუშაობა. რაც შეეხება ახალგაზრდობის ჩართულობას, გვაქვს საკმაოდ დიდი რესურსი, მაგრამ ჯერჯერობით როგორც  სტრუქტურული ორგანიზაცია, ცალკე ახალგაზრდული არ გვაქვს. ვმუშაობთ  ქალთა ორგანიზაციის ფორმირებაზე.

კიდევ ერთ პარტიაში, რომელსაც ჯერ ლანჩხუთში ოფისი  არ აქვს, აცხადებენ, რომ სექტებრიდან აქტიურად დაიწყებენ მუშაობასეს „თავისუფალი დემოკარტები“ გახლავთ.ორგანიზაციას სათავეში ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი უდგასმისი თქმით, პარტია მუდმივ აქტიურობაშია. მაგრამ ეს აქტიურობა, ბუნებრივია, სხვა გაქანებასა და მასშტაბებს იღებს წინასაარჩევნო პერიოდში.

ლანჩხუთის მთავარი „რესპუბლიკელი“ ბაჩანა  კვაჭაძე   კი   ამბობს,   რომ „რესპუბლიკელები“   სახელისუფლებო კოალაციის წევრია და შესაბამისად, მათი სამომავლო გეგმები და მიზნები მინიმუმ უახლოეს არჩევნებისათვის უკავშირდება კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და კოალიციაში შემავალ პარტნიორებს.

„რაც შეეხება ლანჩხუთს, ჯერჯერობით არც ჩვენთანაა სერიოზული მზადება მომავალი წლის არჩევნებისთვის, რაც ჩემი აზრით, არ არის კარგი, აგრეთვე პრობლებურია კოალიციური ურთიერთობებიც. თუ თბილისში კოალიცია ახერხებს საუბარს და არსებობს კონტაქტები ლიდერებს შორის, ეს რეგიონებში თითქმის არსად არაა, რაც ჩემი აზრით, ისევ კოალიციასვე დააზიანებს. თუმცა, დარწმუნებული ვარ წინასაარჩევნოდ ყველა პრობლემა აღმოფხვრილი იქნება“, -  დასძენს კვაჭაძე.

 

 

თეთრიწყაროში წინასაარჩევნოდ ბობოქრობენ, შემდეგ მშვიდდებიან!

 

ბევრი მცდელობის შემდეგ, ჩვენ თეთრიწყაროში მხოლოდ რამდენიმე პარტიის ოფისის მონახულება და პოლიტიკური პარტიების  ხელმძღვანელებთან  შეხვედრა შევძელით.

 

თავდაპირველად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ დალაქიშვილს გავესაუბრეთ.მისი თქმით, თეთრიწყაროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაცია დღესაც აქტიურად მუშაობს ამომრჩეველთან: ახლა უფრო მეტი ამომრჩეველი გვაკითხავს. შეძლებისდაგვარად მათ ვაკვალიანებთ პრობლემების ხასიათის მიხედვით. ვაძლევთ იურიდიულ განმარტებებს. პირველი პრობლემა, ჩემი აზრით, დღეისათვის არის ის, რომ მოქალაქე ფიზიკურად ვეღარ მიდის თვითმმართველობის ხელმძღვანელებთან. მოსახლეობა ითხოვს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან შეხვედრას, მაგრამ ისინი ადგილზე არ მიდიან და საკითხების გადაწყვეტაც, ბუნებრივია, ან ვერ ხერხდება ან - ჭიანურდება.

„ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ „ერთიანი დემოკრატიული მოძრაობის“ თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ ნუნუ ნათობიძეს დავუკავშირდით. მასთან შეხვედრისას გაირკვა, რომ პარტიის ოფისმა ფუნქციონირება არჩევნების დამთავრებისთანავე შეწყვიტა.

„რაც შეეხება ამომრჩეველთან ურთიერთობას, ისინი სახლში მაკითხავენ, მირეკავენ. ჩვენ ძირითადად ვცდილობთ, მოქალაქეები დავაკვალიანოთ პრობლემების ხასიათის მიხედვით და გავუწიოთ დახმარება, რადგან სხვა ბერკეტები  არ  გაგვაჩნია,“ - მიაჩნია ქალბატონ ნუნუ ნათობიძეს.  

ბოლოს ვესტუმრეთ სახელისუფლებო  პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს კოორდინატორს, ბატონ რამაზ ჩომახაშვილს და  ამომრჩეველთან დღევანდელ ურთიერთობაზე ვესაუბრეთ. საზოგადოების  წინაშე  ყველაზე  მეტი პასუხიმგებლობა ამჯერად სწორედ ამ პარტიის „კისერზეა“, რადგან ხალხმა მას მიანიჭა ყველაზე დიდი ნდობის მანდატი. შესაბამისად, საზოგადოებას დღეს სწორედ მათ მიმართ აქვთ პრეტენზიები.

„ვხვდებით მოსახლეობას, ვუსმენთ, ვეცნობით მათ პრობლემებს, ვუგვარებთ საქმეს, მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია მოსახლეობისათვის გასაჭირის მოგვარება, ვინაიდან წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემები რასაკვირველია ერთდროულად ვერ აღმოიფხვრება,“ - გვეუბნება ბატონი რამაზი.

რა შეიცვალა უკეთესობისკენ  თეთრიწყაროში მას შემდეგ, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, - ამ კითხვაზე რაიონულ ლიდერს თავისი სიმართლე აქვს: „მოწესრიგდა წყალმომარაგება, სოფლის გზები, დაწყებულია სოფლის პროექტების განხორციელება, მოწესრიგდა გარე განათება. ერთი სიტყვით, იმას  ვაკეთებთ, რასაც მოსახლეობა პრიორიტეტად მიიჩნევს. დღეს რომ თქვენ თავისუფალ სიტყვას ამბობთ, ამასაც ჩვენს დამსახურებად მივიჩნევ!“

 

 

ექსპერტის აზრი

 კავკასიის უნივერსიტეტის წამყვან ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, ამირან გიგინეიშვილს მიაჩნია, რომ „ჩვენთან ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული პარტიული ფუნქციონირების მოდელი, რადგან პარტიებს ვირჩევთ არა იდეოლოგიის, ხედვისა და მათი სტრატეგიის მიხედვით,  არამედ - ლიდერების რეიტინგის მიხედვით. თუ გადავხედავთ უახლოეს ისტორიას, ეს ასეა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენში პარტიებმა, მიუხედავად მწირი ფინანსებისა, ევროპული მოდელის მიხედვით იფუნქციონირონ. ასეთ შემთხვევაში უფრო ადვილად ჩამოყალიბდება სამოქალაქო საზოგადოება და ის ამომრჩეველი, რომელიც ხმას ამა თუ იმ იდეოლოგიას აძლევს და არა -  ლიდერს“.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია