დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინოვაცია ქუთაისში - „ჩვენ ვახარისხებთ, შემოგვიერთდით!“
ინოვაცია ქუთაისში - „ჩვენ ვახარისხებთ, შემოგვიერთდით!“
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 2667
ავტორი:
ნატო გუბელაძე

 

რამდენიმე წელია, საქართველოში მყარ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების  აღმოსაფხვრელად სხვადასხვა სახის აქციები ტარდება. ამ თემატიკით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, მოსახლეობის უშუალო მონაწილეობით მოხერხდეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხების თანმიმდევრული გადაჭრა.

 

მსოფლიოში ნარჩენების მართვის ეფექტურ მოდელებს შორის, ყველაზე წარმატებული შვედეთის გამოცდილებაა, სადაც თითოეული მისი მოქალაქე აქტიურადაა ჩართული ნარჩენების შემცირების პროცესებში.

შვედეთამდე ჯერ კიდევ შორია, თუმცა, ქუთაისური არასამთავრობო ორგანიზაციის, ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ სპექტრის მიერ ახლახანს განხორციელებული პროექტი მართლაც რომ ინოვაციური და დროულია. ქალაქში გამოჩნდა პლასტმასის კონტეინერები და ამავე დროს, - ასეთი მოწოდებები: შევაგროვოთ პლასტმასის ნარჩენი და დავიცვათ გარემო; „ჩვენ ვახარისხებთ! შემოგვიერთდით!

 სპექტრი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში, რომლის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პალასტმასის ნარჩენების ცალკე შეგროვება. ამ მიზნით ქუთაისის სხვადასხვა უბანში დაიდგა 100  სპეციალური კონტეინერი.

 

ამავე დროს, ორგანიზაციის ხელმძღვანელები და მათი ტრენერები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისათვის, მათ შორის - საჯარო მოხელეებისა თუ სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის პერიოდულად მართავენ სემინარებს თემაზე „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდები და თანამედროვე მიდგომები

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია