დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის თავმჯდომარემ 10 ყველაზე გამცდენი პარლამენტარის სია გამოაქვეყნა
სულ ნანახია 1343
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ყველაზე გამცდენ დეპუტატთა ათეული გამოაქვეყნა, რომელთა შორის, მისი თქმით, „რეკორდსმენი“ კობა ნაყოფიაა.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, დეპუტატს გაცდენა საპატიოდ ოჯახური მდგომარეობის გამო ეთვლება.

 

„არ მგონია, რომ პარლამენტის წევრები და მათი ოჯახები რამეთი განსხვავდება სხვა საჯარო მოხელეებისა და მათი ოჯახებისგან. ზოგიერთი დეპუტატი პარლამენტის პლენარულ სხდომას 60-ზე მეტჯერ არ დასწრებია. მე ამოვწერე 10 ყველაზე გამცდენი ჩვენი კოლეგა. 60 და მეტი სხდომა ეს არის სამი სესია, წელიწად-ნახევარი, ფაქტობრივად,“ - ამბობს უსუფაშილი.

 

სია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა, ასე გამოიყურება:

 

გიორგი ვაშაძე - 66 გაცდენა,

ემზელ მკოიანი და ზაზა კედელაშვილი 74-74 გაცდენა,

როლანდ ახალაია - 80 გაცდენა

დავით ბეჟუაშვილი - 82 გაცდენა,

გოდერძი ბუკია - 91 გაცდენა

გოგი ლიპარტელიანი - 93 გაცდენა,

რამაზ ნიკოლაიშვილმა - 94 გაცდენა,

აზერ სულეიმანოვი - 96 გაცდენა.

კობა ნაყოფია -101 გაცდენა.

 

„აქ სიტყვები უადგილოა. თუ ასეა საქმე, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მათთან. ასეთი გაჭირვება თუ აქვს ვინმეს, ან ასეთი სიხარული თუ აქვს 2 წლის განმავლობაში ყოველ დღე ოჯახში. მესმის, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს, მაგრამ რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი, სიტყვები ზედმეტია. სხდომის გაცდენის ეს საფუძველი უნდა ამოვიღოთ პარლამენტის რეგლამენტიდან,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 liberali.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია