დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მარიამ ხაჭვანი: უშგულს ანგრევენ!
მარიამ ხაჭვანი: უშგულს ანგრევენ!
სულ ნანახია 1798
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უშგულს ანგრევენ. საქმე ეხება სვანეთში მიმდინარე რესტავრაციას:

 

 „უშგულში ყოველწლიურად ახერხებენ ჩემს გაგიჟებას! სასიამოვნო და მისასალმებელია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ჩაჟეშის (უშგულის ერთ-ერთი უბანი) რესტავრაციას აკეთებენ, თუმცა საკითხავია - რის ხარჯზე?

 

ვინც უშგულში ნამყოფია, მან იცის, რომ უშგულს კიდევ სამი ისტორიული უბანი აქვს, მათ შორის ჟიბიანის და ჩუბიანის. სწორედ ამ ორი უბნის ხარჯზე მიმდინარეობს ჩაჯეშის რესტავრაცია. იმის მაგივრად, რომ „რესტავრატორებმა“ ჩაჯეშის გადასახურად თვითონ მოიპოვონ ქვის სახურავი, ჟიბიანისა და ჩუბიანის მოსახლეობას აბრიყვებენ და იაფფასიან თურქულ თუნუქში, „ჟესტში“ უცვლიან დღემდე შემორჩენილი რვასაუკუნოვანი დარბაზ-მაჩუბების სახურავებს. რა თქმა უნდა, უფრო იაფად და ადვილად გამოდიან.

 

 

გამაგებინეთ, რა ხდება და ვის უნდა მოვთხოვოთ პასუხი ასეთ უპასუხისმგებლო საქმიანობაზე? ვინც უცვლის, ის ვერ ხვდება, რომ მათი სახლების კულტურული ღირებულება მრავალსაუკუნოვანი არქიტექტურის ნიმუშია და ამდენად - შეუფასებელია... მოსახლეობას ფინანსური საშუალება არ აქვს, რომ დარბაზ-მაჩუბებს რესტავრაცია გაუკეთოს, რითიც სარგებლობენ კონკრეტული ადამიანები და უშგულს ანგრევენ!“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია