დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქართველმა ემიგრანტებმა მოსწავლეებისთვის სპექტაკლი შეიძინეს
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 1791
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

მიმდინარე წლის 30 მაისს ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში ქალაქ საჩხერის სამივე საჯარო სკოლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის „ლამბალო და ყაშა“ იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი მათთვის ამერიკელმა ემიგრანტებმა შეიძინეს (ირინა მიქაბერიძე, მარეხი გუნია, თამარ თურქმენი, ირმა გაჩეჩილაძე, სოფო არზიანი, თეა ლოლუა, თამუნა გაბედავა, ხათუნა დოღონაძე, თამარ ტვილდიანი, თინა ხორბალაძე, მარინა რეხვიაშვილი, ლია მაღლაკელიძე, ირმა სულაძე, მზია კიკნაველიძე, ნინო ზანგალაძე, ნანა ნადირაძე, ნათელა არჩვაძე, დავით ზარხოზაშვილი, შორენა თეთრაული, ეკა პაქსაშვილი, ირმა ბულეიშვილი, „თონე-კაფე“). აღსანიშნავია, რომ  ემიგრანტთა  ამავე    ჯგუფმა წინასააღდგომოდ 100-ზე მეტი უმწეოსათვის საჩუქრები შეიძინა და ყველას თანაბრად გადაუნაწილდა სააღდგომო ნაკრები.

 

თეატრში მოსწავლეთა ორგანიზებულად მისაყვანად ინფორმირებულია საჩხერისა და ჭიათურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსები, ასევე ორგანიზაციულ საკითხებში ჩართულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაც.

ჩვენთან საუბარში საჩხერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ქალბატონმა ცისმარი მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ ასამდე მოსწავლის  მიყვანას შეძლებენ სპექტაკლზე და მადლობა გამოუცხადა ქველმოქმედთა ჯგუფს. მანვე აღნიშნა, რომ ასეთი ორიგინალური და გამართლებული საჩუქარი არასდროს მიუღიათ მე-12 კლასელებს.

 

ამავე სპექტაკლზე მიწვეული იქნებიან ლიტერატურული კონკურსის, „მოდინახის“ ფინალისტები (10 ფინალისტი), ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები.

 

აქვე დავძენთ, რომ ემიგრანტთა ამავე ჯგუფმა დააწესა ე.წ. „სიმპატიის პრიზები“ „მოდინახის“ არაპრიზიორი რამდენიმე ფინალისტისთვის.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია