დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის მერიის და გარემოვაჭრეების ორთვიანი შეთანხმება
ქუთაისის მერიის და გარემოვაჭრეების ორთვიანი შეთანხმება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1858
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

გარევაჭრობა, მრავალი წელია, ქუთაისის ხელისუფლებისათვის აქილევსის ქუსლია. ბოლო პერიოდშიც, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის ცვლილების შემდეგ, ქუთაისის ბაზრობებზე მომუშავეებმა სავაჭროდ ქუჩაში გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, ბაზრობაზე დაწესებულ გადასახადს ვერ იხდიდნენ.

თუმცა, მოვაჭრეების ნაწილის ქუჩაში გამოსვლას ბაზრის და სავაჭრო ცენტრების თანამშრომელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში შეხვდნენ მერის მოვალეობის შემსრულებელს კოტე ლომიძეს და ვიცე-მერს თენგიზ თოფურიძეს, თუმცა, მოვაჭრეები შეხვედრით უკმაყოფილონი დარჩნენ.

შეხვედრის მეორე დღეს შსს-ს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე მყოფ გარემოვაჭრეებს ქუჩაში მუშაობის უფლება არ მისცეს. უკმაყოფილო ბოშებმა მერიის წინ აქცია გამართეს.

ბოშებს მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ დეისაძე შეხვდნენ. შეთანხმების შედეგად, გარემოვაჭრეებს უნივერმაღის გვერდზე მუშაობის ერთკვირიანი ნებართვა იმ პირობით მიეცათ, თუ, სასკოლო ბაზრობის დასრულების შემდეგ, შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში შევიდოდნენ სამუშაოდ.

16 სექტემბერს, გარევაჭრობის კვლავ აკრძალვის გამო, მოვაჭრეებმა ისევ მერიის წინ გადაინაცვლეს და გზის გადაკეტვა სცადეს. აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად მერიის წარმომადგენლებმა ერთსაათიანი ვადა ითხოვეს, თუმცა, გარემოვაჭრეებს არადამაკმაყოფილებელი პასუხის გამო მერიის წინ გზის გადაკეტვაში ხელი შეუშალეს ადგილობრივი თვითმმართველობის წინ საგანგებოდ მობილიზებულმა დაცვის თანამშრომლებმა.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მერის მოვალეობის შემსრულებელი კოტე ლომიძე ჩავიდა, რომელმაც რამდენიმე გარემოვაჭრესთან მოლაპარაკება კაბინეტში გააგრძელა.

მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გარემოვაჭრეები სამუშაოდ ჭავჭავაძის გამზირზე, შპს „კიდობანში“ შევიდნენ, სადაც ორი თვის განმავლობაში გადასახადის გარეშე იმუშავებენ.

გარევაჭრობის აკრძალვის არ სჯერა სავაჭრო ცენტრ grand mall-ის ხელმძღვანელს ნატო დანელიას. მისი განცხადებით, ბოშები გარევაჭრობას ხელზე მაინც ეწევიან.

საქართველოს კანონმდებლობით, გარევაჭრობა აკრძალულია, შესაბამისად, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ უფლება, პირველადი გაფრთხილების შემდეგ მოახდინონ პროდუქციის კომფისკაცია და ჩამორთმეული პროდუქცია იმ დაწესებულებას გადასცენ, რომელთაც ეს სჭირდებათ. მაგრამ ამის განხორციელება არ ხდება.

გარევაჭრობის პრობლემა კი მხოლოდ გაფრთხილებით არ მოგვარდება.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია