დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სამი ყველაზე რთული კითხვა გასაუბრების დროს
სულ ნანახია 1576
ავტორი:

გასაუბრების დროს ყველაზე რთული და გავრცელებული 3 კითხვაა. როგორ მოვემზადოთ ამ კითხვებისთვის? მიიღეთ რჩევები!

 

პირველი კითხვა:

 

მოყევით იმაზე, თუ რა შეგიძლიათ. 

        

როცა დამსაქმებელი ამ კითხვას სვამს, მას, პირველ რიგში, აინტერესებს ის თვისებები, რომლებიც უნდა დაგეხმაროთ დავალების შესრულებაში მოცემული ვაკანსიის დროს. ისეთი თვისებების, როგორიცაა ინიციატივობა და კეთილსინდისიერება, პირველ რიგში, დასახელება არადამაჯერებელი იქნება, რადგან ამის შემოწმებას დამსაქმებელი გარკვეული დროის შემდეგ შეძლებს, ამასთან ამ თვისებებს გასაუბრების დროს ყველა ახსენებს.

 

დამსაქმებელისთვის მნიშვნელოვანია, თუ რა კონკრეტული უნარები გაგაჩნიათ თქვენ, რა შეგიძლიათ, ან როგორ უმკლავდებით დაკისრებულ მოვალეობებს. მაგალითად, თუ თქვენ განზრახული გაქვთ მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობის დაწყება, მაშინ დამსაქმებლისთვის მნიშვნელოვანია, რამდენად იოლია თქვენთვის უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა, გსიამოვნებთ თუ არა ეს თქვენ და გიყვართ თუ არა საქონლის გაყიდვის პროცესი. მოგწონთ თუ არა ის პროდუქტი რასაც გაყიდით, რამდენად კარგად იცით პროდუქტის თვისებები და განსაკუთრებულობა. რა თქმა უნდა, სანამ წახვალთ გასაუბრებაზე, კარგად შეისწავლეთ მათი მაღაზია და პროდუქცია, რომელსაც ისინი ყიდიან.

 

ანალოგიურად დგას კითხვა, თუ თქვენ აპირებთ დაიწყოთ მუშაობა მლესავად, აუცილებელია, რომ აღწეროთ, თუ რა პროცესებს იცნობთ კარგად. არ ისაუბროთ ზოგადი ფრაზებით. სცადეთ, შეეხოთ კონკრეტულ დეტალებს. აღწერეთ ამ სფეროში არსებული რომელი გავრცელებული პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ სხვებზე უკეთ.

 

 

მეორე კითხვა:

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? თქვენი მიზნები?

 

არ შეიძლება არ ითქვას იმ ტიპური შეცდომების შესახებ, რომლის შესახებ გასაუბრებაზე ლაპარაკობენ. გეგმებზე, რომლებიც აბსოლუტურად არაა დაკავშირებული იმ კომპანიასთან, სადაც მოვიდნენ. მაგალითად, ადამიანი ამბობს იმას, რომ სურს მიაღწიოს წარმატებას იურისპრუდენციაში, ამ დროს კი მისულია საცხობში სამუშაოს დასაწყებად. გასაგებია, რომ ასეთი თანამშრომლის აყვანა არაპერსპექტიულია.

 

ან კანდიდატი მოდის სავაჭრო ორგანიზაციაში და ლაპარაკობს იმაზე, რომ უნდა ისწავლოს გაყიდვები იმისთვის, რომ დაიწყოს საკუთარი საქმე. გასაგებია, რომ დამსაქმებლისთვის არ არის საინტერესო საკუთარი კონკურენტის გაზრდა.

 

დამსაქმებლისთვის აუცილებელია გაიგოს, რომ თქვენ ეძებთ სწორედ ამ სამსახურს და არა მხოლოდ გარკვეული დროით გსურთ მისგან სამუშაოს მიღებას, მანამ სანამ არ იპოვით რამე უკეთესს. ანუ მასთან მისული ხართ იმისთვის, რომ იმუშაოთ მასთან ერთად და გააკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა ორგანიზაციის განვითარებისთვის.

 

 

მესამე კითხვა:

 

აღწერეთ თქვენი წარსული მიღწევები (კითხვა შეიძლება ეხებოდეს სამუშაოს, სწავლას და ა.შ.).

ეს კითხვა ჩვეულებრივ მიგანიშნებთ, რომ ახლოს ხართ მიზანთან. ამ შემთხვევაში ვიღებთ კითხვას, რომელიც თავისი მიმართულებით ჰგავს პირველს, თუმცა რამდენადმე განსხვავებულს.

ამჯერად, დამსაქმებელმა უნდა შეადაროს თქვენი წარსული მიღწევები იმას, რაც თქვენ წარმოადგინეთ წინა ორი კითხვის დროს. ნამდვილად შეესაბამებით თუ არა მოცემულ ვაკანსიას.

 

თუ თქვენს მიღწევებზე საუბრისას დაიწყებთ იმაზე ლაპარაკს, რომ კარგად ცეკვავთ და ამ დროს გინდათ სტომატოლოგად მუშაობა, ეს ნამდვილად არ მოახდენს მასზე შთაბეჭდილებას. საეჭვოა, რომ ცეკვები დაგეხმაროთ ამ პროფესიაში. მას სჭირდება რამე იმის დამადასტურებელი, რომ თქვენ ხართ პროფესიულად შესაფერისი. ანუ თქვენი მიღწევები უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ მოცემულ პროფესიას, რომელზეც გაქვთ პრეტენზია. თუ თქვენ გინდათ გახდეთ სტომატოლოგი, მაშინ თქვენი მიღწევა უნდა ეხებოდეს სიზუსტეს, პუნქტუალურობას, პროფესიულ განათლებას, შეიძლება ასევე კონკრეტულ საგნებსაც განათლების მიღებისას. როცა დამსაქმებელი გიღებთ თავის კოლექტივში, მისთვის მნიშვნელოვანია დეტალები.

 

ამგვარად, გასაუბრებამდე მოემზადეთ ამ სამი კითხვისათვის. დაწერეთ პასუხები მოცემული ვაკანსიის მაგალითზე. გააანალიზეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ კითხვების გარდა სხვა კითხვას არ დაგისვამენ, ამიტომ მოემზადეთ სხვებისთვისაც. ამის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ზუსტად უპასუხოთ ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან კითხვებს.

 

 

 

jobsstaff.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია