დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გერგეტის სამება მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ეკლესიების სიაში მოხვდა
გერგეტის სამება მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ეკლესიების სიაში მოხვდა
სულ ნანახია 1583
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს ტურიზმისთვის ცალკე გამოყოფილი, საკმაოდ პოპულარული სექცია აქვს. მოგზაურებისთვის ისინი ყოველდღე იმ ღირშესანიშნაობების თუ ქალაქების სიას აქვეყნებენ, რომლებიც უნიკალურებად ითვლება და ტურისტებმა აუცილებლად უნდა ნახონ.

 

ქართული ქალაქები და ისტორიული ძეგლები მათ სიაში არც თუ ისე იშვიათად ხვდება.

ამჯერად გამოცემამ, გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და შთამბეჭდავი ეკლესიების სია, რომელშიც გერგეტის სამება მოხვდა.

 

„ყაზბეგის მთის ძირში, მწვანესა და თეთრში ჩაფლული კავკასიის მთები გერგეტის სამებას გასაოცარს ხდის. მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში ღვთისმსახურება გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კვლავ აღდგა,“ - მითითებული აქვს ტელეგრაფს.

 

რამდენიმე დღის წინ, გამოცემამ უძველეს ევროპულ ქალაქებს შორის დაასახელა ქუთაისი და მცხეთა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია