საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
თინა ხიდაშელი: რატომ უნდა წავიდეთ სოჭში
თინა ხიდაშელი: რატომ უნდა წავიდეთ სოჭში
სულ ნანახია 1273
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ერთი შეხედვით მარტივი და უალტერნატივო გადაწყვეტილებაა - ბოიკოტი გამოვუცხადოთ სოჭის ოლიმპიურ თამაშებს.


წარმოიდგინეთ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ჩადის დიცში, ბევრი დროშა, დიდი ტრიბუნა, ბევრი ადამიანი და „აგვისტოს ომის გმირის“ მიერ ოლიმპიური ჩირაღდნის აღმართვას პროტესტს უცხადებს. ხოლო პროტესტის ფორმა არც მეტი არც ნაკლები ოლიმპიადის ბოიკოტია.


ბევრი შეძახილი, მქუხარე ტაში, ემოციები, ცრემლი, ათასი ეპითეტი გიორგის გმირობის და გამბედაობის შესახებ, სავარაუდოდ გაზრდილი რეიტინგი.


სკეპტიკოსები იტყვიან საერთოდ თავიდანვე რატომ არ გამოუცხადეთ ბოიკოტიო. მაგრამ მაინც კმაყოფილები დარჩებიან, საქციელს მოგიწონებენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.


შემდეგ ერთი ორი დღე ყველა ტელეეკრანიდან სჯა-ბაასის, ექსპერტული მოსაზრებების, ანალიზის, კრიტიკის, ცინიზმის, პატრიოტიზმის, ვაშა-ვაშას ან ვიშ-ვიშის სერიალი იქნება და ორ-სამ დღეში ეს ამბავი ყველას ისევე მიავიწყდბა როგორც მრავალი ყოფილა მანამდე.


მერე კიდევ ვინმე მფრინავი გამოჩნდება, ან მომღერალი, ანაც რუსი შოვინისტი, ისევ გადავირევით, პატრიოტიზმი მოგვეძალება, გულზე მჯიღს დავიცემთ, ატყდება აურზაური და ასე მუდმივად.


არადა, მცირე ხნით თუ გვერდზე გადავდებთ ემოციებს, ურა-პატრიოტიზმს, მცირე ხნით თუ შევეცდებით სხვა რამეზეც ვიფიქროთ გარდა იმ წუთიერი ემოციური კმაყოფილების, გაგვახსენდება რომ გუშინ ვიღაც მფრინავმა, დიახ ვიღაც მფრინავმა, ისე აგვაღელვა რომ ხელისუფლებას მრავალჯერ განცხადებული გადაწყვეტილების შეცვლა მოვთხოვეთ.
ამ აღელვებაში კი დაგვავიწყდა, რომ ეს ოლიმპიადა ოკუპანტი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტარდება, აფხაზეთიდან სულ რამდენიმე კილომეტრში, მას ვლადიმერ პუტინი გახსნის და მის გვერდით მსოფლიო ლიდერები იქნებიან.

ეს „არა სოჭის ოლიმპიადას“ კი დღეს ძალიან არასერიოზულად და ჭეშმარიტად „გულის მოფხანად“ გამოიყურება,
რატომ გუშინ? რა იყო მთავარი არგუმენტები?

რუსეთი დაგვცინის! მათ ცინიზმს საზღვარი არა აქვს! ამ დაცინვას არ უნდა შევეგუოთ! და ა.შ.


მე თუ ვიტყვი, რომ ეს სრულიად უადგილოა, რა თქმა უნდა, ფსიქიატრიულის ცნობას მომთხოვენ, ან უკეთეს შემთხვევაში იმას იტყვიან, რაც გუშინ ჩემი მეგობარი პაატა ზაქარეიშვილის მიმართ არ დაიშურეს ეპითეტები, და კიდევ ერთხელ შეახსენეს ერთმანეთს ამბავი ჩვენი ცნობილი მოღალატეობის შესახებ; არადა უადგილოა.


რუსეთს ჩემი სამშობლოს მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული აქვს მეგობრებო, ოკუპირებული, ჩემს სამშობლოში რუსული დროშები ფრიალებს და რუსული ტანკები დგანან!!!
გახსოვს?!


 

რა დროს ცინიზმი და დაცინვაა, მათი ტანკები დგანან ჩვენს მიწაზე. ტანკები!


დიახ, იდეალური იქნებოდა საქართველოს ოკუპაციის გამო მოსკოვის ოლიმპიადის გამეორება რომ შეიძლებოდეს, იდეალური და სწორი არ გამოვა საქართველოს მარტო დარჩენა ამ ბოიკოტში, მისი პარტნიორების გარეშე, რუსეთის პირისპირ დაცინვა მაშინ კი საფუძვლიანი იქნება, სოჭის ბოიკოტს შეუძლია, მთავარი იარაღი წაგვართვას რუსეთთან ურთიერთობაში. პირველად ამ წლების მანძილზე საქართველო დარჩება მარტო საკუთარ პროტესტსა და ბოიკოტში, თუმცა კი გულში მჯიღდაცემული და კმაყოფილი.


არჩევანი ჩვენზეა!

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია