დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზაზა ხატიაშვილის, საგანგებო განცხადება
ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, ზაზა ხატიაშვილის, საგანგებო განცხადება
სულ ნანახია 1439
ავტორი:

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილი, საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, ზეპირად მოსთხოვოს ადვოკატს კლიენტთან დადებული გარიგების შეჩერება. ეს ინიციატივა ქვეყანას მოუსპობს განვითარების შანსს და დააბრუნებს ფეოდალიზმში.

 

2015 წლის 6 აპრილს ქალბატონ მანანა კობახიძის ხელმოწერით დარეგისტრირდა პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ყოფილი ადვოკატი, ქალბატონი მანანა კობახიძე მიუთითებს, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონში „სისხლის სამართლის“ კოდექსში და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე, რომელიც განხილული უნდა იქნეს დაჩქარებული წესით პარლამენტის ერთ სხდომაზე ორი მოსმენით. საქართველოს მთავრობამ ცვლილება ისე შეაპარა „ადვოკატთა შესახებ“ კანონში პარლამენტს, რომ არ გამოიტანა სადისკუსიოდ, არ მიგვაღებინა მონაწილეობა ადვოკატთა ასოციაციას, რაც ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოვლენაა.

 

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, ადვოკატი მოვალე ხდება შეასრულოს „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები. „ადვოკატთა შესახებ“ კანონში ცვლილებებთან ერთად, შედის ცვლილება სისხლის სამართლის კიდექსში და „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში, სადაც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური ითავსებს პროკურორის და სასამართლოს ფუნქციებს, რაც კატასტროფის მომტანი შეიძლება გახდეს ქვეყნის განვითარებისთვის. აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემდეგ, სად იპოვნიან ინვესტორებს ვერ ვხვდები.

 

ქობულეთში 2014 წლის 14 აპრილს ჩვენი ყოფილი კოლეგის, ქალბატონი ეკატერინე ბესელიას კომიტეტმა განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები კარგია, რომ ადვოკატებთან მიმართებაში არანაირი უფლებები არ ირღვევა. „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შემოდის ახალი 10 მუხლის 3 ნაწილი, რომლის მიხედვით საეჭვო გარიგების შეჩერების მიზნით, ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღარ მიმართავს სასამართლოს და პირადად მიმართავს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს ნებისმიერი საეჭვო გარიგების შეჩერების მიზნით.

 

ეს არის ფეოდალური ცვლილება, ვინაიდან კანონპროექტის მიხედვით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს ზეპირად მოსთხოვოს (მაგალითად ტელეფონით დაურეკოს) ადვოკატს კლიენტთან დადებული გარიგების შეჩერება, რაც პირდაპირ უხეში ჩარევაა ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებულ ურთიერთობებში. სისხლის სამართლის კოდექსში წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, თუ ადვოკატი თავის კლიენტს მიაწვდის ინფორმაციას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ დაინტერესების თაობაზე, მას დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ზემოთაღნიშნული ცვლილება, ჩემი აზრით, მიმართულია ორი მიზნისკენ, გაანადგურონ თავისუფალი პროფესია „ადვოკატი“ და წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს მოუსპონ არჩვენებზე გასვლის ყველანაირი ფინანსური საშუალება, ვინაიდან მაჟორიტარული არჩევნების პირობებში ფულიანი ბიძები გადაწყვეტენ არჩევნების ბედს.

 

ხელისუფლებამ ბოლო გამოკითხვების შემდეგ, იპოვა გამოსავალი აზრი დაუკარგოს არჩევნებს და ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანიჭებს უფლებას სასამართლოს გარეშე შეაჩერონ ნებისმიერი გარიგება, რაც გამოიწვევს ძალიან ცუდ შედეგს ქვეყნის განვითარებაში. მაინტერესებს საპარლამენტო უმრავლესობაში თუ აღმოჩნდებიან დეპუტატები, ვინც წინ აღუდგებიან ქვეყნის განვითარების შეჩერებას“ - ასეთ კომენტარს აკეთებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი მთავრობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია