დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ორმაისობისთვის ერთი მომღერლის ჩამოყვანა ქუთაისის ბიუჯეტს 13 000 ლარი დაუჯდება“
ავტორი: მარიამ ლეშკაშელი
სულ ნანახია 1438
ავტორი:
მარიამ ლეშკაშელი
მსგავსი სიახლეები

ქუთაისში, დემოკრატიული ჩარტულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგაბიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელმა გია გოქაძემ ბრიფინგი გამართა. მან ქალაქის ხელისუფლების „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა გააკრიტიკა.

 

„მოსახლეობამ ქალაქის მერი იმისთვის აირჩია, რომ ქალაქი განევითარებინა, ანდო ბიუჯეტი, იგივე მოსახლეობის „საფულე“. ქალაქში კი ყველაფერი გაჩერებულია, ქირავდება და იყიდება. მაშინ, როცა მერიაში „ქამრების შემოჭერაზე“ საუბრობენ, კულტურული ღონისძიებისთვის მერიამ ბიუჯეტიდან დიდი თანხა გამოყო: ორმაისობის დღესასწაულის აღნიშვნა ბიუჯეტს ასი ათასი ლარი დაუჯდება, აქედან ერთ-ერთი  მომღერლის ჩამოსაყვანად 13 000 ლარია განსაზღვრული, ძაღლების გამოფენისათვის  კი 15000 ლარი. მისაღებია ეს ღონისძიებები, მაგრამ არა ბიუჯეტის ხარჯზე,“ - აცხადებს გია გოქაძე.


გია გოქაძემ ისაუბრა ქალაქში დღემდე მოუწესრიგებელ ტუალეტებზეც.     „წითელ ხიდთან განთავსებული საზოგადოებრივი ტუალეტის დადგმა, რომელიც მერიას 40 000 ლარი დაუჯდა, დაკეტილია და ტურისტები ეძებენ, სად უნდა წავიდნენ,“ აცხადებს „ევროპა ჩვენი სახლია“-ს დამფუძნებელი.


 

 მარიამ ლეშკაშელი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია