დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მურღულია ფალიაშვილის მუზეუმის ექსპონატების რესტავრაციის პირობას დებს
სულ ნანახია 1445
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გასულ კვირას ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი მოინახულა.

 

მუზეუმში დაცულია დიდი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები.

 

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია ჩვენს ქალაქში. გავეცანით მუზეუმში არსებულ პრობლემებს. აქ არის ნივთები, რომლებიც რესტავრირებას საჭიროებს. ჩვენ ვეცდებით, შესაბამისი წესების დაცვით მოვახდინოთ მათი რესტავრირება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ტურიზმის კუთხით. სიძველეებს უნდა მოვუფრთხილდეთ და ხელი შევუწყოთ, ისტორია გადავცეთ მომავალ თაობას,“ - აღნიშნა შოთა მურღულიამ.

 

 

სასწავლო-პრაქტიკული კონფერენციის - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ - წარმატებული 30-ე სკოლელი

 

2009 წლიდან, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ატარებს სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციას - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.

 

2014-2015 სასწავლო წელს კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოში არსებულ სხვადასხვა სკოლის 410-მდე მოსწავლე. მეორე ეტაპზე - „წერის დღეს“ ესწრებოდა 315 მოსწავლე, მესამე დასკვნით ეტაპზე 171 მოსწავლე გადავიდა.

 

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 30-ე საჯარო  სკოლის მე-11² კლასის მოსწავლემ გოგა შალამბერიძემ (პედაგოგი ცირა ბრეგვაძე) და წარადგინა ნაშრომი: „ქრისტეს რწმენა ქართველთათვის სამეუფო გზაა“.

თემას წარმატება ხვდა პირველ ეტაპზე, მეორე საკონკურსო ეტაპზე - „წერის დღე“, მან დაწერა თავისუფალი თემა: „ადამიანი და სამყარო“, მე-3 ეტაპზე კი წაიკითხა მოხსენება: „ქრისტეს რწმენა ქართველთათვის სამეუფო გზაა“, რომელმაც ჟიურის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ავტორს გადაეცა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის სიგელი, ხოლო მის მიერ წაკითხული თემა დაიბეჭდება წიგნში, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი.

 

ვულოცავთ გოგას წარმატებით მონაწილეობას სასწავლო-პრაქტიკულ კონფერენციაში - „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“.

 

 

ღვთის რწმენითა და მადლით ეცხოვროს, კვლავაც მრავალი წარმატებები უკურთხოს ღმერთმა ჩვენი სკოლისა და ერის საკეთილდღეოდ.     

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია