დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტით დაავადებულებს აფრთხილებს
ჯანდაცვის მინისტრი C ჰეპატიტით დაავადებულებს აფრთხილებს
სულ ნანახია 1466
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრი  C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს მოუწოდებს, მკურნალობის დაწყებამდე დაიცვან წესები, არ მოიხმარონ ალკოჰოლი და ზედმეტი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები.

 

დავით სერგეენკომ  საკმაოდ ორიგინალური შედარება გააკეთა ალკოჰოლის თემასთან დაკავშირებით:

„ქართველი და უცხოელი ქირურგების მონაყოლიდან ცნობილია, რომ უცხოელი პაციენტი ოპერაციის მერე კითხულობს, როდის შეძლებს ვარჯიშს და როდის შეუძლია დაკავდეს სექსით, ხოლო ქართველი პაციენტი კითხულობს - ექიმო, როდის დავლევ ან რამდენის დალევის უფლება მაქვსო. ან მოვლენ და გეტყვიან, ჩემმა მეზობელმა ჩემნაირი ოპერაცია გაიკეთა და ის სვამს და მეც რომ დავლიოო,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

მისივე თქმით, ის პაციენტები, ვინც დაიწყებენ მკურნალობას, ძალიან კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ მკურნალობა არ ნიშნავს, რომ ღვიძლის ფუნქცია სრულად და მყისიერად დაუბრუნდება თავის საწყის მდგომარეობას, ეფს არის ინფექციის მოსპობა და არა საკუთრივ ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესება. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებმა გაიგეს ამ მოსალოდნელი პროექტის შესახებ და რეჟიმს, თავის მოვლას თავი დაანებეს.

 

„ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მალე დაიწყებენ მკურნალობას და საერთოდ ხელი აიღეს რეჟიმის დაცვაზე, ღებულობენ ალკოჰოლს, არ იცავენ საბაზო პრინციპებს. კატეგორიულად მიუღებელია და ასეთი დამოკიდებულება ამ დაავადებისადმი არის ფატალური შედეგების მომტანი. მათ უნდა დაიცვან ის ძირითადი საბაზო წესები, რაც არის მოწოდებული ამ დაავადების დროს. კატეგორიულად მიუღებელია ალკოჰოლის, ტკივილგამაყუჩებელების ზედმეტად გამოყენება, არასწორი კვება.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ანტივირუსული მკურნალობის პროექტი დადასტურებულად დაიწყება, პროექტს ხელი მოეწერება 21 აპრილს და უახლოეს დღეებში დაიწყება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძირითად თავის მოვლის წესებზე უარი თქვან, ეს არის ფატალური რისკების შემცველი ქმედება,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

 

 

მკურნალობა ახალი თაობის პრეპარატით „სოფოსბუვირით“ განხორციელდება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში C ჰეპატიტით 200 ათასი ადამიანია დაავადებული, თუმცა არ არის გამორიცხული, რეალური ციფრი გაცილებით დიდი იყოს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია