დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ეს სქემა მისაღებია, ოღონდ, თუ იქნება შესაბამისი მონიტორინგი“
„ეს სქემა მისაღებია, ოღონდ, თუ იქნება შესაბამისი მონიტორინგი“
ავტორი: ნატო გუბელაძე
სულ ნანახია 2114
ავტორი:
ნატო გუბელაძე
მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის კარიერა

 

 

 

 

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა.

ამ სქემას მაშინვე გამოუჩნდნენ მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. ჩვენ დაგვაინტერესა, რას ფიქრობენ თავად ის პედაგოგები, რომლებიც უკვე გაეცვნენ წარმოდგენილ სქემას, რა მოსწონთ ან რა არის მათთვის მიუღებელი, რა იწვევს კითხვის ნიშნებს და ა.შ.

 

ამ საკითხზე ჩვენი პირველი სტუმარია ქუთაისის მე-14 საჯარო სკოლის დაწყებითი სწავლების კათედრის ხელმძღვანელი ნინო ელბაქიძე.

 

მას სერთიფიცირება გავლილი აქვს ორ სფეროში, როგორც დაწყებითი საფეხურის პედაგოგს და ასევე როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს (1-6 კლასებში). ნინო ელბაქიძეს, ამავე დროს მოპოვებული აქვს საჯარო სკოლის  დირექტორობის უფლებაც.

გთავაზობთ მის  მოსაზრებას მასწავლებელთა სქემასთან დაკავშირებით.

ნინო ელბაქიძე:

 

 

გავეცანი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემას და ჩემი აზრით, ამ სქემის ამუშავებასთან ერთად  მოხდება მასწავლებელთა მოტივაციის გაზრდაც, რაც შესაბამისად, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას გამოიწვევს. მასწავლებელი უფრო მაღალ საფეხურზე სხვადასხვა აქტივობის საშუალებით გადავა, ეს კი მას არა მარტო სტატუსს გაუზრდის (შიდა მოტივაცია), ფინანსურადაც ( გარე მოტივაცია) გაზრდის მის შემოსავალს.

 

მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა უნდა შეძლოს სქემაში მასწავლებლისთვის სავალდებულო აქტივობების განხორციელება: გამოცდის ჩაბარება, თვითშეფასების კითხვარის წარმოება, გაკვეთილის წარმართვა, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და ა.შ.

რაც შეეხება დამატებით აქტივობებს, უკეთესი იქნებოდა, ზოგი რამ ახლავე ყოფილიყო გარკვეული. მაგალითად, დამატებითი საქმიანობის ჩამონათვალშია სასწავლო რესურსის შექმნა, თუმცა   რა სახის, ჯერ არაა ცნობილი. მითითებულია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვითო. პირადად მე მრავალი სასწავლო რესურსი მაქვს შექმნილი, ოღონდ ჯერ არ ვიცი, მომანიჭებს თუ არა ეს რესურსები კრედიტქულებს, სანამ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არ დამტკიცდება კრიტერიუმები, რომელიც განმისაზღვრავს, რა სახის სასწავლო რესურსი იქნება კრედიტქულების მომცემი.

 

 ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო ახლავე ყოფილიყო ეს სქემაში განსაზღვრული. მასწავლებლებს წინ საკუთარ თავზე სამუშაოდ მთელი ზაფხული გვაქვს და არ ვიჯდებოდი ხელებდაწყობილი, ახლავე რომ ვიცოდე, რა სახის სასწავლო რესურსის შექმნა მომეთხოვებოდა.

ასევე, ჯერ უცნობია, ვინ იქნება ფასილიტატორი, ცნობილია მხოლოდ, რომ ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელი იქნება, რომელსაც აირჩევს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური საბჭო, ოღონდ აქაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით. არადა, ფასილიტატორობა არც მეტი და არც ნაკლები, 3 კრედიტქულაა.

მივესალმები მასწავლებელთა შეფასების იმ ფორმას, რაც სქემაშია მოცემული, ოღონდ ეს შეფასება თუ იქნება სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე და მასწავლებელთა შეფასების ჯგუფები თუ იქნება პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული, რადგან მასწავლებლის შეფასების ჯგუფის წევრები გაკვეთილის რუბრიკის მიხედვით კარგად ერკვეოდნენ  გაკვეთილის შეფასებაში.

 

ის, რაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაშია მოცემული, პირადად ჩემთვის მისაღებია, ოღონდ ამ ყველაფრის განხორციელებას თუ ექნება შესაბამისი მონიტორინგი, რაც ობიექტურობასა და გამჭვირვალობაზე იქნება დაფუძნებული.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია