დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაბურავების ტარების აკრძალვა გაუქმდა
თურქეთის სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაბურავების ტარების აკრძალვა გაუქმდა
სულ ნანახია 1849
ავტორი:

თურქეთმა სახელმწიფო დაწესებულებებში ქალებისათვის თავსაბურავის ტარების აკრძალვა გააუქმა. შესაბამისი კანონი სამთავრობო გამოცემაში გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევიდა. ეს ადამიანის უფლებების სფეროში მთავრობის მიერ შემუშავებული დემოკრატიზაციის პაკეტის ნაწილია.

 

სახელმწიფო დაწესებულებებში თავსაფრის აკრძალვა თურქეთის რესპუბლიკაში, დაახლოებით, 90 წელი მოქმედებდა. აკრძალვები ჩაცმულობაზე თურქეთში ათათურქის სეკულარულ რეფორმებს უკავშირდება, რომელიც თურქეთში წინა საუკუნის 20-იან წლებში განხორციელდა.


„ამ შესწორებით მტკივნეული აკრძალვა მოიხსნა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა როგორც მშობლებს, ასევე ახალგაზრდებს. სიბნელის ერა დასრულებულია,“- განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა.


 

ერდოღანს სეკულარისტი მოწინააღმდეგები ჰყავს, რომლებიც შიშობენ, რომ აკრძალვის მოხსნა თურქეთის ისლამისკენ მიბრუნებას მოწმობს და ერდოღანის პარტიას ათათურქის მემკვიდრეობის ნგრევაში ადანაშაულებენ. თუმცა, ერდოღანის კონსერვატიული მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ამგვარად თურქეთი რელიგიური გამოხატვის თავისუფლებას იცავს.
რეფორმათა პაკეტი საარჩევნო სისტემაში  ცვლილებებს, ასევე ქურთული უმცირესობისათვის დამატებითი უფლებების მინიჭებასაც ითვალისწინებს.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია