დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაწანწალა ცხოველები ურბანულ ტერიტორიებზე
მაწანწალა ცხოველები ურბანულ ტერიტორიებზე
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2537
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

psnews.ge-ს გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციური სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ჩხარტიშვილი ურბანული ეკოსისტემის ობიექტების უზედამხედველო ცხოველების (ძაღლებისა და კატების) რიცხოვნობის რეგულირების აუცილებელი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

 

- ქალაქ თბილისში ისევე, როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მრავალი წლის განმავლობაში მწვავედ დგას უზედამხედველო ძაღლების რიცხოვნობის შეზღუდვის პრობლემა. მიუხედავად იმისა,რომ ქალაქის შესაბამისი სამსახური იჭერს და სპობს დიდი რაოდენობით ძაღლს, მათი რიცხოვნობა სისტემატიურად იზრდება (მაგალითად, თბილისსა და შემოგარენში წლების მიხედვით ასეთი იყო სტატისტიკა: 1980 წ. -1500 ძაღლი; 1900 წ -10000; 2000 წ. - თითქმის 27000; 2010 წ. - 35000-მდე). ამის მიზეზია ის, რომ იყენებენ ისეთ მეთოდებს, რომელთა გამოყენება თავისთავად გარანტიაა იმისა, რომ შედეგი არ იქნება! აღარაფერს ვამბობთ მეთოდების ამორალურობაზე. ასეთი მეთოდების გამოყენებას ერთადერთი შედეგი მოსდევს: მოსახლეობის სისასტიკის და აგრესიის ზრდა. ცხადია, რომ გამოყენებული მეთოდები ვერ უზრუნველყოფს უზედამხედველო ძაღლების რიცხოვნობის, ასევე ცოფის და სხვა საშიში დაავადებების აღმოცენების საშიშროების შემცირებას. საქმე იმაშია, რომ ურბანულ ეკოსისტემაში ისეთივე ბუნებრივი კანონები მუშაობს, როგორიც ველურ ეკოსისტემაში. კერძოდ, პოპულაციიდან გარკვეული რაოდენობის ინდივიდების ამოღებისას დარჩენილი ინდივიდებისთვის იზრდება საკვები ბაზა, რასაც მოჰყვება მათი ნაშიერთა რაოდენობის ზრდა. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გამოთავისუფლებული ეკოლოგიური ნიში სწრაფად ივსება. პრობლემის გადაწყვეტის გზა უზედამხედველო ძაღლების გამრავლების შეზღუდვაა. ეს პროცესი 3 ეტაპისაგან უნდა შედგებოდეს:

 

1. ამ კატეგორიის ძაღლების რიცხოვნობის აღრიცხვა, რომლის დროსაც დადგინდება პოპულაციის სივრცობრივი და სქესობრივი სტრუქტურა. ამ გზით მიღებული მონაცემების საფუძველზე დადგინდება შემდეგ ეტაპებზე ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა და საჭირო რესურსები.

 

2. ძაღლების სტერილიზება და პარარელურად ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინირება.

 

3. სტერილიზებული და ვაქცინირებული ძაღლების დაბრუნება იმ ადგილზე, სადაც იყვნენ დატყვევებულნი, რაც გამორიცხავს სხვა დაჯგუფებებიდან (ერთ ოჯახად შეკრული ან მოხეტიალე ინდივიდების ჯგუფის) ძაღლების შემოდინებას. თუ გავითვალისწინებთ ამ კატეგორიის ძაღლების სიცოცხლის ხანგრძლივობას, რომელიც 5-დან 6 წლამდე შეადგენს, გამოვა, რომ შემოთავაზებული მეთოდი შედეგს მოგვცემს არა ათწლეულების შემდეგ, არამედ შეუდარებლად ხანმოკლე ვადაში. დღეის მდგომარეობით მსხვილი მუნიციპალური თავშესაფრების პროგრამების, ასევე უზედამხედველო ძაღლებისა და კატების რიცხოვნობის რეგულირების ღონისძიებების პროგრამებისა და ქვეპროგრამების არარსებობა იწვევს ქვეყანაში ურბანული ეკოსისტემების ობიექტების რიცხოვნობის ზრდას, ხოლო პოპულაციის უკონტროლობა იწვევს დაავადებების გავრცელებას, რაც მნიშვნელოვანწილად საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას მწვავე პრობლემებს უქმნის. ერთადერთი ალტერნატიულ გამოსავლად გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვენციურ სამსახურს მიაჩნია ურბანული ეკოსისტემის ობიექტების რიცხოვნობის რეგულირების ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროპულ ღირებულებებთან. ცნობილია „შინაურ ცხოველთა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის ძირითადი პრინციპები: ცხოველთა ტანჯვისა და ტკივილის მიყენების, ასევე ცხოველთა მიტოვების აკრძალვა, ხოლო ასოცირების შეთანხმების 50-ე მუხლის შესაბამისად მხარეებმა უნდა მიაღწიონ ცხოველთა კეთილდღეობის სტანდარტებთან დაკავშირებით საერთო აზრს, ხოლო კეთილდღეობის სტანდარტები გაწერილია აღნიშნული შეთანხმების IV_B დანართში, შესაბამისად სახელმწიფოს აქვს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულება ამ რეგულაციების ამოქმედებაზე. ასევე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, განხორციელდეს უზედამხედველო ძაღლებისა და კატების რიცხოვნობის რეგულირების ღონისძიებები სწორედ ევროკავშირის დირექტივების პირდაპირი გათვალისწინებით. იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას ქვეყანაში ურბანული ეკოსისტემის ობიექტების პრობლემები, აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს პოპულაციის რიცხოვნობის იდენტიფიცირებასა და მათ მიმართ შემდგომი ვეტერინარულ-პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია