საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ჩინოვნიკი, შვილისთვის ძვირადღირებული ქორწილის გადახდის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ჩინოვნიკი, შვილისთვის ძვირადღირებული ქორწილის გადახდის გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სულ ნანახია 1291
ავტორი:

ჩინელი ჩინოვნიკი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მიზეზი ქორწილი გახდა, რომელიც ჩინოვნიკმა თავის შვილს გადაუხადა.

ქორწილი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და, დაახლოებით, 250 მლნ დოლარი დაჯდა.

წვეულებაზე სტუმრების წინაშე პოპულარული მომღერლები წარსდგნენ, სახლში კი ძვირადღირებული ლიმუზინებით მიიყვანეს.

სიძის ოჯახში განმარტავენ, რომ ქორწილის ხარჯების უმეტესი წილი თავის თავზე პატარძლის ოჯახმა აიღო.

ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ საბიუჯეტო სახსრები არ ყოფილა გამოყენებული, თუმცა ამის მიუხედავად, ჩინოვნიკი თანამდებობიდან მაინც გათავისუფლდა.

 

ჩინეთში გამდიდრებული ჩინოვნიკებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება დღითიდღე იზრდება.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია