დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
2014 - მშვიდი და უშედეგო, 2015 - ?
2014 - მშვიდი და უშედეგო, 2015 - ?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვლი
სულ ნანახია 2013
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვლი

2014 წელიც დასრულდა.  ყველა უწყება თუ ორგანიზაცია მუშობას აჯამებს. გაზეთი „P.S.“-იც შეეცადა, განვლილი წელი შეეჯამებინა და ერთ სტატიად მოემზადებინა. ვინაიდან ჩვენი საქმიანობა ქალაქის და რეგიონის აქტივობებზეა დამოკიდებული, გასულ ნომრებში ჩვენს მიერ ასახულ  ქუთაისის ცხოვრებას გადავავლეთ თვალი და აღმოჩნდა, აწ უკვე გასული წელი არც პოლიტიკური და არც საზოგადოებრივი აქტიურობით არ გამოირჩეოდა.

 

„მეტნაკლენად მშვიდი და უშედეგო“ ასე შეიძლება შეფასდეს 2014 წელი.

 

მიმდინარე წელსაც აქციები და კონტრ-აქციები, შეძახილები და შეხსენებები იყო აქტიური.

პირველი მოულოდნელობა, რის წინაშეც ქალაქი დადგა, „პატრიოტი“ თამაზ მარგველაშვილის გადაწყვეტილება იყო,  იმპიჩმენტდამუქრებულმა საკრებულოს თავმჯდომარემ, მოასწრო და თვითმმართველობის დატოვებამდე ქალაქის მერს დაატოვებინა პოსტი, რის მიზეზადაც შოთა მურღულიას საკრებულოსთან ნაკლებ თანამშრომობა დაასახელა.

 

მურღულიას გადაყენება მისმა მომხრეებმა და თანაგუნდელებმა მერიასთან გამართული აქციით გააპროტესტეს. საკრებულოს თავმჯდომარეს კი კარი აუჭედეს.

 

შოთა მურღულია  პოსტს დაუბრუნდა და ივნისში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირდაპირი წესით არჩეული მერის მანტიით მოევლინა ქალაქს.

 

ამავე დროს ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოვიდა.

რაც შეეხება საკრებულოს - ის ხუთი პარტიის დეპუტატებით დაკომპტლექტდა. „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ბურჯანაძეგაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ ამ პარტიათა წევრებმა ქუთაისის საკრებულოს მანდატები დაინაწილეს. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი კი დავით დვალმა დაიკავა.

 

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წელი აქტივობებით არ გამოირჩეოდა. ერთადერთნი, ვინც მერიას მუშაობას უწუნებდნენ საკრებულოს „ნაციონალი“ წევრები და საკრებულოს გარეთ დარჩენილი „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი გოგი წულაია იყვნენ.

 

წლის სკანდალად ქუთაისში სამეცნიერო ბიბლიოთეკის გარშემო განვითარებული ამბები შეიძლება დასახელდეს. ბიბლიოთეკარების ნაწილმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა მოაწყო.

ბიბლიოთეკარებს საქციელი პირველმა ვიცე-მერმა, ნოდარ მიქიაშვილმა, დაუწუნა და აღნიშნა, რომ ისინი ხელფასის გამო არ უნდა იფიცებოდნენ. მოგვიანებით ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა პროტესტი შოთა მურღულიასთან შეხვედრით დაასრულეს. აქტიურად განიხილებოდა საკითხი ბიბლიოთეკაში კონკურსის ჩატარების, თუმცა ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. ეს პრობლემაც 2015-ს დარჩა მოსაგვარებელად.

 

კონკურსი თვითმმართველობაში! აქტიური მოვლენა ქუთაისის რეალობაში. მერიამ ადგილობრივ თვითმმართველობაში 179 ვაკანტურ ადგილზე კონკურსი გამოაცხადა. საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი უპრეცენდენტოდ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. 179 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 5000-მდე აპლიკანტმა შეიტანა.

 

ტესტირების შემდეგ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ კონკურსანტებთან, რომელთაც ტესტირება წარმატებით გაიარეს, გასაუბრება დაიწყო. რომელიც უკვე დასრულდა, თუმცა საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

 

კონკურსი დაპირისპირების მიზეზიც გახდა, არასამთავრობო ორგანიზაცია    „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერიასა და საკრებულოს მაღალჩინოსნებს ვაკანტური ადგილების საკუთარი პროტეჟეებისათვის გადანაწილებაში სდებდა ბრალს და აცხადებდა, რომ კონკურსი იყო დემოკრატიული ბლეფი.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეები გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

 

პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის საკითხი 2014-შიც აქტიურად განიხილებოდა, თუმცა მმართველმა გუნდმა მაინც შეძლო და ახლა საპარლამენტო სხდომები თბილისში მდებარე პარლამენტშიც ტარდება.

საპარლამენტო სტატუსის დაკარგვის საფრთხესთან ერთად, ქუთაისი წელს სატრანზიტო ქალაქის ფუნქციასაც შეელია.  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის შემოვლითი გზა საზეიმო ვითარებაში გახსნა.

 

მომხდარს სხვადასხვა შესაფებები მოჰყვა, ზოგი თვლიდა, რომ ქუთაისმა ფუნქცია დაკარგა, ზოგის აზრით კი, შემოვლითი გზით ქუთაისი სარგებელს მიიღებს, მაგისტრალის მიმდებარე სოფლები ქუთაისის  შემადგენლობაში მოექცევა. ალბათ, 2015-ში ვიგრძნობთ ამ სარგებელსაც.

 

წლის ბოლოს ხმაურით დამტკიცდა ქუთაისის ბიუჯეტი. საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატებმა მომავალი წლის ბიუჯეტს „შეუსრულებლობისთვის განწირული“ უწოდეს და 47755000-ლარიან მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.

 

გზა, წყალმომარაგება, ხელფასი, სოციალური დახმარება და პენსია ეს საკითხები კვლავ პრობლემად რჩება ქუთაისელებისთვის, მათი მოგვარების პირობა „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ მთავრობაში მოსვლამდე დადო.

 

როგორი იქნება 2015 წელი ქუთაისისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის? ამის შეფასება მომავალი წლის დასასრულს შეიძლება, თუმცა, თუ კოალიციის ლიდერს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, 2015 წელი, მთავრობის შეცვლის მესამე და „უკეთესი“ წელი იქნება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია