დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის საქველმოქმედო აქცია
ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის საქველმოქმედო აქცია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2166
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

დათო და თორნიკე მიქაძეები ქუთაისის 7-ე საჯარო სკოლის მერვე და მეხუთე კლასების მოსწავლეები არიან. პატარა ძმები ამავდროულად „წითელი ჯვრის“ მოხალისეობასაც ითავსებენ.

 

დედის, ირმა მიქაძის ინიციატივით, სწორედ ამ ბიჭებმა გადაწყვიტეს, საახალწლოდ საქველმოქმედო აქცია ჩაეტარებინათ.

 

ინიციატივა სკოლის დირექციასაც გააცნეს. მათ წამოწყებას დირექტორმა, ენდი ნემსიწვერიძემ მხარდაჭერა გამოუცხადა და სკოლის მოსწავლეებმა სიმბოლურად  აკრებილი თითო ლარით სოლიდური თანხა შეაგროვეს.

 

„გადავწყვიტეთ, საქველმოქმედო აქცია ჩაგვეტარებინა და მოხუცებისთვის ახალი წელი გაგველამაზებინა. სკოლის დირექტორმა და სკოლის სამოქალაქო კლუბმა - „მე და სამართლიანი სამყარო“ - ზაირა ტყაბლაძის მენტორობით მხარი დაგვიჭირეს. საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა. ქუთაისთან ახლოს არის მოხუცთა თავშესაფარი, სადაც სითბოსა და მზრუნველობას მოკლებული მოხუცები ცხოვრობენ, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ ჩვენი ყურადღება და თანადგომა. სწორედ თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის შევიძინეთ პროდუქტები შეგროვებული ფულით. წარმოუდგენლად დიდი სიხარული გამოხატეს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სკოლამ შეძლო მოხუცებისთვის ახალი წლის გალამაზება,“ - განაცხადა ირმა მიქაძემ.

 

 

როგორც სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ისინი კვლავ აპირებენ ქველმოქმედების გაგრძელებას, მათი თქმით, ერთად ადვილად შეძლებენ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას, შეძლებენ იმ ადამიანებს დაეხმარონ, რომელთაც მზრუნველობა და ყურადღება განსაკუთრებით აკლიათ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია