დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„ღონე ქვეყნისა“ - „ჩვენი მიზანია, ქვეყანას ღირსეული შვილები აღვუზარდოთ“
„ღონე ქვეყნისა“ - „ჩვენი მიზანია, ქვეყანას ღირსეული შვილები აღვუზარდოთ“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1934
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

კერძო დაწყებითი სკოლა „ღონე ქვეყნისა“ სამი წელია, რაც ქუთაისში  ფუნქციონირებს. ავტორიზებული სკოლა, რომელსაც 6 კლასის ლიცენზია აქვს, ამ დროისთვის 10 მოსწავლეს ემსახურება, თუმცა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, არც მომავალში აპირებენ მოსწავლეთა კონტინგენტი მნიშვნელოვნად გაზრდას, საშუალოდ, 10-15 ბავშვზე მეტად.

 

სკოლის დირექტორი თამარ ადეიშვილი დაბალი კონტინგენტის მიზეზად ბავშვებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემას და ღირსეული ადამიანების გაზრდას ასახელებს.

 

„ჩვენ თავიდანვე გათვლილი გვქონდა, რომ ბავშვთა ნაკადს არ გავზრდიდით. ჩვენი მიზანია, ჩვენთან მოსულ ბავშვს ხარისხიანი განათლება მივცეთ. ამ დროისთვის მხოლოდ 6 კლასის ლიცენზია გვაქვს, მაგრამ ვაპირებთ, რომ სრული საჯარო სკოლა გავხდეთ. არ გვექნება პარალელური კლასები. ვთვლით, რომ მასწავლებელი ერთ ჯგუფში უნდა დაიხარჯოს ბოლომდე, რადგან ხარისხიანი განათლება გასცეს.

სწავლის ჩვენებური მიდგომა გვაქვს, საგნობრივ ცოდნასთან ერთად უნარ-ჩვევებზე ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ბავშვები, რომლებიც თავის დამკვიდრებას  ისე შეძლებენ, როგორც ეს 21-ე საუკუნეშია საჭირო. რაც მთავარია, გვინდა, სამშობლოს კარგი ადამიანები გავუზარდოთ,“ - განაცხადა თამარ ადეიშვილმა.

 

სკოლისთვის სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ. „ღონე ქვეყნისა მარტო ნიჭიერი და მხნე კაცია“ ილია ჭავჭავაძის სიტყვები დაედო სკოლას სახელად, ამიტომაც სკოლის დირექცია ცდილობს, ქვეყანას ღირსეული თაობა აღუზარდოს.

 

სკოლაში უჩვეულოდ თბილი და მშვიდი გარემო გხვდება, საახალწლოდ მორთული შენობა გაგრძნობინებთ, რამდენად ზრუნავენ ბავშვებზე, მასწავლებლები ცდილობენ, მათ სკოლაში ყოფნის პერიოდი გაულამაზონ.  თავის მხრივ კი, პატარები ერთმანეთის და პედაგოგების მიმართ სიყვარულით და პატივისცემით გამოირჩევიან.

 

„ღონე ქვეყნისა“-ში  სწავლა ჩვეულებრივად დილის 9 საათზე იწყება და 18 საათამდე გრძელდება. სკოლაში მისული ბავშვები ყოველ დღეს ლოცვით იწყებენ, პატარები ლოცვებს მორიგეობით კითხულობენ. რის შემდეგაც აქტიურ სასწავლო პროცესში ერთვებიან.

 

პედაგოგები ცდილობენ, მოსწავლეები პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ. ბავშვებისთვის  ცოდნის მიღების გასამარტივებლად თვალსაჩინოებებს ამზადებენ. ბავშვები ერთობლივად  ქმნიან პლაკატებს, ილუსტრაციებს.

 

სკოლაში მნიშვნელოვანი ადგილი ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლას ეთმობა, რის ფარგლებშიც სხვადასხვა პროგრამებში მუშაობენ და გაკვეთილებს პრეზენტაციების მეშვეობით აწყობენ.

 

სკოლაში ხშირად მასპინძლობენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს, მათ საქმიანობას აცნობენ ბავშვებს, რადგან  მათ მომავალში გაცნობიერებულად შეძლონ სწორი, პროფესიული არჩევანის გაკეთება.

 

დასვენების დროს მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ერთობიან, სხვადასხვა თამაშებში ჩართული პედაგოგები ცდილობენ, მათ შორის არსებული ბარიერები წაშალონ, თუმცა სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესები ამით არ სრულდება, დღის ბოლოს მოსწავლეები პატარა მსახიობებად იქცევიან, პედაგოგის დახმარებით ამჯერად საშობაო სპექტაკლს დგამენ.

წარმოდგენა ჩვენთვისაც გამართეს. მოსწავლეები მონდომებით ცდილობდნენ თავიანთი შრომის შედეგის ჩვენთვის ჩვენებას. ბავშვური გულწრფელობით მიულოცეს ქვეყანას დამდეგი შობა-ახალი წელი.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია