დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისში „მშვიდობის ბურთის“ მონუმენტის დადგმას ითხოვენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 2195
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე

მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბ „LLL“-ის პრეზიდენტი ბესიკ ადამია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, სახელმწიფო რწმუნებულს, იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს, შოთა მურღულიას და საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით დვალს ინიციატივით მიმართავს.

 

ბესიკ ადამია ითხოვს, რომ „ტორპედოს“ სტადიონთან, ხორავას ?12-სა და 31-ე საჯარო სკოლას შორის მოედანზე დაიდგას ღამის ნათებით „მშვიდობის ბურთის“ მონუმენტი, რომელზეც სიტყვა მშვიდობა კუბიკებში იქნება ჩაწერილი მსოფლიოს მრავალ ენაზე. მათ შორის, აფხაზურად და ოსურად. თვით მოედანს კი მშვიდობის მოედანი დაერქვას.

„ეს ყოველივე მოაწესრიგებს იქ ქაოსურად მოძრავ ავტომობილებსაც. მემორიალის დანგრევის შემდეგ, ეს ბურთის მონუმენტი ახალი ლამაზი შენაძენი იქნება

 

ქუთათურებისთვის, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, ჩვენი „ტორპედოს“ სტადიონის უბნისთვის. ამისთვის კი, საჭიროა, ქალაქის მმართველობამ კეთილი ნება გამოიჩინოს და მომავალი წლის ბიუჯეტში ჩასვას „მშვიდობის ბურთის“ პროექტი. ვიმედოვნებ, რომ „მშვიდობის ბურთის“ იდეას მხარს დაუჭერს ყველა ქუთათური და ადგილობრივი ხელისუფლება,“ - აცხადებს ბესიკ ადამია.

 

მანამდე ბესიკ ადამიას მხარდაჭერის წერილი ჩამოუვიდა პარიზის მერიიდან, სადაც მის ინიციატივას, რომ იქ, მშვიდობის კედელზე სიტყვა „მშვიდობა“ ქართულ ენაზეც დაიწეროს, მხარს უჭერენ. ქუთაისში განსახორციელებელი ამ ახალი იდეისთვის კი მხოლოდ მონუმენტის ავტორის მოძიება და ნებართვაა საჭირო.

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია