დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
PIN-ის და განათლების სამინისტროს თანამშრომლობა ახალგაზრდების დასახმარებლად
PIN-ის და განათლების სამინისტროს თანამშრომლობა ახალგაზრდების დასახმარებლად
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1556
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

people in need“ (ადამიანი გაჭირვებაში) არის ჩეხური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში 2005 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს. 2008 წლიდან ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშემწყობ საქმიანობებზე იყო ორიენტირებული.

 

 

საპილოტე პროექტი „დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთათვის ქუთაისსა და ტყიბულში“,  განხორციელდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, რომელიც, თავის მხრივ, პროექტ „სოციალურად შეჭირვებული ახალგაზრდებისა და მათი ოჯახის წევრების მხარდაჭერა დასავლეთ საქართველოში“ მოიცავს, რომელიც განხორციელდა ქუთაისში, ტყიბულსა და წყალტუბოში, 2012 წლის ივნისადან 2014 წლის დეკემბრამდე.

 

პროექტზე მუშაობისას აქცენტი სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაზე და რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გატარდა.  ამასთანავე ორგანიზაცია მხარს უჭერს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებას.  PiN-ის მიმდინარე პროექტები, ძირითადად, მიმართულია სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისა და პატარა სოფლების ეკონომიკური განვითარებისკენ, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და სოციალურად დაუცველი ჯგუფების აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებაში რეინტეგრაციისკენ. დონორთა შორის არიან ევროპული კავშირი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო და მსოფლიო ბანკი.

 

„სამინისტროს ახალი სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით, ორგანიზაციამ მიზნად დაისახა მაქსიმალურად დაეჭირა მხარი ახალი ინიციატივებისთვის და საქმიანობები წარემართა ისე, რომ არ მოეხდინა სამინისტროს საქმიანობების დუბლირება, არამედ მხარი დაეჭირა დამატებითი კომპონენტების განხორციელებისთვის. ამგვარად იმერეთის საპილოტე პროექტები ითვალისწინებდა სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით სამოქმედო გეგმაში დასახული მიზნებისა და ამოცანების უკეთ შესრულებასა და ამასთანავე სიახლეების დანერგვას.

 

გარდა ამისა, 2014 წელს ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ მოახდინა თავისი საქმიანობების კოორდინაცია თბილისში მოქმედ სხვადასხვა ინსტიტუციებთან, რათა მაქსიმალურად მოეხდინა რეგიონში არსებული სირთულეებისა და გამოცდილების გაზიარება და ძლიერ ადგილობრივ პარტნიორებთან  თანამშრომლობით, მოქმედ სახელმწიფო პროგრამებში კონკრეტული ცვლილებების ადვოკატირება. ისეთი, როგორიცაა ცვლილებები სახელმწიფო სოციალური დახმარების პოლიტიკაში, რათა მოხდეს შრომისუნარიანი ადამიანების გააქტიურება და მათი მოტივაციის გაზრდა, ასევე ხელსაყრელი გარემო შეიქმნა სოციალური მეწარმეობის განვითარებისთვის“ განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ნათია ახალაიამ.

 

2014 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ინიცირებულ იქნა საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ქუთაისსა და ტყიბულში სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების, რომლებიც ამასთანავე ირიცხებიან სახელმწიფო სოციალურ ბაზაში, მცირე გრანტებით უზრუნველყოფას.

 

პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია ყველასათვის, მიუხედავად ეკონომიკური სტატუსისა, თუმცა პროფესიული კოლეჯების დასრულების შემდეგ ყველა კურსდამთავრებულს არა აქვს თანაბარი შესაძლებლობა გამოიყენოს მიღებული ცოდნა და უნარები თვითდასაქმების ან დასაქმებისთვის. განსაკუთრებით რეგიონებში ძალიან მაღალია უმუშევრობის დონე, ასევე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო მცირეა შესაძლებლობა კრედიტის აღებისა საქმიანობის დაწყებისათვის, ამასთანავე არსებული სოციალური ფონისა და პირობების გამო ახალგაზრდებს არც საკუთარი ოჯახებიდან არა აქვთ რაიმე მხარდაჭერისა და დახმარებისა იმედი.

 

სწორედ ამ ადამიანებისთვის ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ მიერ ინიცირებულ იქნა მცირე ბიზნესის მხარდამჭერი საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთათვის (რომლებიც ირიცხებიან სახელმწიფო სოციალურ ბაზაში) საგრანტო კონკურსის მოწყობას ქუთაისსა და ტყიბულში. 

 

წინასწარი შერჩევის საფუძველზე გამოლენილ იქნა 60 კანდიდატი, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა 34-მა ახალგაზრდამ მიიღო, მათგან 20-მა დაინტერესებულმა კურსდამთავრებულმა წარმოადგინა ბიზნესგანაცხადი, ხოლო ხუთი ყველაზე  წარმატებული გრანტით დაფინანსდა, რომლის ფარგლებშიც მათ საკუთარი მცირე ბიზნესის ოფიციალურად დასარეგისტრირებლად და ასამოქმედებლად 5000 ლარის ღირებულების მოწყობილობები და ინვენტარი გადაეცათ.

 

მათ საგრანტო კონკურსით გათვალისწინებული მოწყობილობები  2014 წლის ოქტომბერში გადაეცათ. ხოლო 2015 წლის მარტის ბოლომდე დაფინანსებული ბიზნესების ეფექტურად წარმართვისთვის რეგულარული მონიტორინგი, ბენეფიციარების კონსულტირება და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია მოხდება.

 

„დავით ბურჯალიანი ერთ-ერთი დაფინანსებული ბენეფიციართაგანია. ის სახელმწიფო პროფესიული კოლეჯის კურსდამთავრებულია, ავტოშეკეთების სპეციალობით.  დავითს მასწავლებლები როგორც ერთ-ერთ აქტიურ და მოტივირებულ სტუდენტს ისე ახასიათებენ. მას თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა. საჭირო ინვენტარის უქონლობის გამო ახალგაზრდას არ გააჩნდა შესაძლებლობა, დაეწყო საკუთარი ბიზნესსაქმიანობა. მის მიერ წარმოდგენილი საგრანტო განაცხადი შეფასებულ იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და საგრანტო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ბიზნესიდეა დაფინანსდა. ორგანიზაციამ დავითს 5000 ლარის ღირებულების მოწყობილობები გადასცა. ამჟამად მას გააჩნია ოფიციალურად დარეგისტრირებული მცირე ბიზნესი და შემოსავლების გენერირების დამატებითი შესაძლებლობები.  თანამედროვე და ხარისხიანი აპარატურა, რაც მის საქმიანობას კონკურენტუნარიანს ხდის“ –  განაცხადა ნათია ახალაიამ.

 

საპილოტე პროექტის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული სახელმწიფო სოციალური შემწეობის სისტემა ხელს უწყობს ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოტივაციის შემცირებას,  უამრავ ნიჭიერ და აქტიურ ახალგაზრდას არა აქვს საშუალება, დაიწყოს საკუთარი მცირე ბიზნესსაქმიანობა. ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ მზადაა მომავალში გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან ახალი სახელმწიფო პროგრამების ლობირებისა და ცვლილებების ადვოკატირებისათვის.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია