დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კვირის ჰოროსკოპი
კვირის ჰოროსკოპი
სულ ნანახია 6436
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ვერძი: ცხოვრებისეული პრობლემების გამო მოგიწევთ ღრუბლებიდან ძირს ჩამოსვლა. არ ინერვიულოთ, ასე დიდი ხანი არ გაგრძელდება.

 

კურო: კარგი იქნება ბასეინზე წასვლა ან, თუნდაც, დილის გამამხნევებელი ვარჯიშების შესრულება. ეს დადებითად იმოქმედებს როგორც თქვენს ფიზიკურ, აგრეთვე სულიერ მდგომარეობაზე.

 

ტყუპები: თავს კარგად იგრძნობთ. სუფთა ჰაერზე დასვენება წაგადგებათ, საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

 

კირჩხიბი:  გაანალიზეთ თქვენი კვების რეჟიმი, თუ დაკლება გსურთ შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ, ან უბრალოდ შეზღუდოთ ხორციანი საკვების მიღება, ბოსტნეული და ხილი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ნურც ზღვის პროდუქტებს დაივიწყებთ.

 

ლომი: მეგობრებთან შეხვედრა გპირდებათ საინტერესო საღამოს. შესაძლებელია, თქვენ შემოგთავაზონ ხელსაყრელი საქმე. სიფრთხილე და თავშეკავებულობა გამოიჩინეთ ფინანსურ საქმეებში.

 

ქალწული: საკუთარ თავზე დამატებით საქმეებს ნუ აიღებთ. ეცადეთ დრო დასვენებას დაუთმოთ, დროა, ჯანმრთელობას მიხედოთ. მიირთვით რაც შეიძლება მეტი ხილი.

 

სასწორი: თქვენთვის უმთავრეს საკითხად შესაძლებელია, იქცეს დიეტა. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ ხორციანი და ცომიანი საკვებით, ყურადღება მიაქციეთ კვების რაციონს. მოიკრიბეთ ძალები, სულ მალე თქვენ ის დაგჭირდებათ.

 

მორიელი: არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობის გაუარესება შრომის გრაფიკის ბრალია. ეცადეთ, მეტი იმოძრაოთ, წესად დანერგეთ ყოველ დილით გამამხნევებელი ვარჯიშები, თორემ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში წამლებზე მთელი თქვენი ხელფასი დაიხარჯება.

 

მშვილდოსანი:  დიდია ალბათობა, რომ კარგი ხასიათის განწყობაზე იქნებით. თავისუფალი დრო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, იხალისეთ და გაერთეთ.

 

თხის რქა: გავლენას იქონიებთ პრობლემების გადაჭრაზე. დროა, დეტალურად გაანალიზოთ, დაგეგმოთ და განახორციელოთ მომდევნო ქმედებები.

 

მერწყული: მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. დათრგუნულობა არ შეუწყობს ხელს კარგ განწყობაზე ყოფნას. ოჯახური პრობლემები ბევრ დროს და ენერგიას წაგართმევთ.

 

 

თევზები:  თავისუფალი დრო ბუნებაში გაატარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს კვირა სასიამოვნო სიურპრიზს გპირდებათ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია