დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბიჭები ყავარჯნებით სას­წა­უ­ლებს ჩა­დი­ან
ბიჭები ყავარჯნებით სას­წა­უ­ლებს ჩა­დი­ან
ავტორი: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი
სულ ნანახია 2327
ავტორი:
ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

რა­ტომ ვერ გა­ემ­გზავ­რა ამპუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და რა ბრალ­დებები აქვთ სახელ­მწი­ფოს მი­მართ?

 

6 დე­კემბერს ქუ­თა­ი­სის სპორ­ტის სა­სახლე­ში ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა ლი­გის სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­ი­მარ­თა. ჩემ­პი­ო­ნატ­ში 4 გუნ­დი მო­ნა­წი­ლეობდა. თბილი­სის, ზეს­ტა­ფო­ნის, გო­რის და ზუგ­დი­დის გუნ­დებმა მატ­ჩები გა­მარ­თეს და ჩემ­პი­ო­ნიც გა­მო­ავ­ლი­ნეს.

 

გა­მარჯვება თბილი­სის გუნდს ერ­გო, მე­ო­რე ად­გილ­ზე  ზეს­ტა­ფო­ნის გუნ­დი გა­ვი­და, მე­სა­მე-მე­ოთხე ად­გი­ლები ზუგ­დიდ­სა და გორს შო­რის გა­და­ნა­წილ­და.

 

სპორ­ტის სა­სახლე­ში შეკ­რებილი მაყურებელი სა­ო­ცა­რი თა­მა­შის მომ­სწრე გახდა. ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა ლი­გის წევ­რები გა­სა­ო­ცა­რი მონ­დო­მებითა და შე­მარ­თებით ებრძოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს გა­მარჯვების­თვის.

 

„არ ვი­ცით, სხვების­თვის რო­გო­რა­ა, მაგ­რამ ჩვენ სა­ზო­გა­დოების სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რები ვართ,“აღ­ნიშ­ნავ­დნენ ფეხბურ­თე­ლები.

 

თა­მაშს სა­ინ­ტე­რე­სოს ფეხბურ­თელ­თა შე­უზ­ღუ­და­ვი ასა­კი ხდი­და. ჩემ­პი­ო­ნობის­თვის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი 73 და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა 9 წლის ფეხბურ­თე­ლები იბრძოდ­ნენ.

 

მიუხედა­ვად იმი­სა, რომ ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა ფე­დე­რა­ცი­ას 15 წლი­ა­ნი ის­ტო­რია აქვს, ის მა­ინც პრობლე­მების წი­ნა­შე დგას. რო­გორც თბილი­სის გუნ­დის კა­პი­ტა­ნი გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ფე­დე­რა­ცია 15 წლის წინ ჩა­მოყალიბდა, ფი­ნან­სების გა­მო შე­ჩერ­დნენ. ორი წლის წინ კვლავ აღ­დგა და აქ­ტი­უ­რი თა­მა­შიც და­იწყეს. თუმ­ცა,  ფეხბურ­თე­ლები ახალი მთავ­რობის პი­რობებშიც ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდნენ. გუნ­დმა  11 დე­კემბერს მექ­სი­კა­ში ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სამ­გზავ­რებლად სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს­გან და ფეხბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის­გან სა­ჭი­რო 22 000 ევ­რო ვერ მი­ი­ღო. ეს იყო პირ­ვე­ლი შემთხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხბურ­თო ის­ტო­რი­ა­ში, რო­დე­საც გუნ­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხვდა.

 

„მხოლოდ მგზავ­რობის თანხა გვჭირ­დებოდა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სამ­გზავ­რებლად. მაგ­რამ სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ და ფეხბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ამ მი­ნი­მა­ლუ­რი თანხითაც ვერ დაგ­ვა­ფი­ნან­სა. არა­და შშმ პირ­თათ­ვის უამ­რა­ვი თანხაა გა­მოყოფი­ლი, ჩვე­ნამ­დე არ აღ­წევს და არ ვი­ცით, ეს თანხები სად მი­დის, ერთ თეთ­რსაც ვერ ვი­ღებთ, მხოლოდ მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და ენ­თუ­ზი­აზ­მზე ვთა­მა­შობთ. შე­იძ­ლება სხვების­თვის ეს არა­ფე­რი­ა, მაგ­რამ ჩვენ­თვის სი­ცოცხლის აზ­რია. ვფიქრობთ, რომ სა­ჭი­რო­ნი ვართ, რაც არ უნ­და დაღ­ლი­ლები ვიყოთ, ყოვე­ლი თა­მა­შის შემ­დეგ უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ას ვგრძნობთ,“აღ­ნიშ­ნა ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა ლი­გის წევ­რმა გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ძემ.

 

ამ­პუ­ტან­ტმა ფეხბურ­თე­ლებმა 6 დე­კემბერს ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტთან აქ­ცია გა­მარ­თეს და ხელი­სუფ­ლების უყურად­ღებობა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეების განცხადებით, ხელი­სუფ­ლება მა­თი პრობლე­მებით არ ინ­ტე­რეს­დება.

 

ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თი პრობლე­მა აერ­თი­ა­ნებთ, თუმ­ცა, მათ მა­ინც სა­კუ­თა­რი განსხვა­ვებული ის­ტო­რია და პი­რა­დი ცხოვ­რება აქვთ. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი პი­რად ტრა­გე­დი­ას ატა­რებს, იბრძვის მდგო­მა­რეობის გა­სა­უმჯობესებლად და და ცდი­ლობს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლებით სხვების ცხოვ­რება გა­ა­მარ­ტი­ვოს.

 

გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ძე, ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა ლი­გის წერ­ვი: „1970 წელს  ქუ­თა­ის­ში და­ვიბადე. სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დამ­თავ­რების შემ­დეგ ჯარ­ში წა­ვე­დი. იქ ავა­რია მოხდა და მა­ტა­რებელ­მა გა­და­მი­ა­რა. ამის შემ­დეგ ჩე­მი ცხოვ­რება შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ შევ­ძე­ლი სა­კუ­თარ თავ­ში მე­პო­ვა ძა­ლა, რომ ცხოვ­რება გა­მეგ­რძე­ლებინა. 24 წლის წინ ოჯახთან ერ­თად თბილის­ში  გა­და­ვე­დი, მყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. მაქვს სა­კუ­თა­რი საქ­მე. 15 წლის წინ ჩა­მო­ვაყალიბე ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა გუნ­დი. სამ­წუხაროდ, თანხის არარ­სებობის გა­მო ვარჯიში ვერ გა­ვაგ­რძე­ლეთ. ორი წლის წინ კი ისევ შე­ვიკ­რიბეთ და თა­მა­ში და­ვიწყეთ.ეს  ჩვენ­თვის მო­ტი­ვა­ცი­ა­ა, ვვარჯიშობთ, ერ­თად ვართ და ერ­თმა­ნეთს ვეხმა­რებით. არც ისე ბევ­რი, მაგ­რამ სამ­წუხაროდ, მსგავ­სი პრობლე­მის ადა­მი­ა­ნები  არ­სებობენ. მათ სჭირ­დებათ მო­ტი­ვა­ცია და დახმა­რება. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია სწო­რედ ამას აკე­თებს. ვცდი­ლობ, ამ ბიჭებმა იგ­რძნონ, რომ მა­თაც შეს­წევთ ძა­ლა კარ­გი საქ­მის კე­თების, რომ არა­ვის­ზე ნა­კები არ არი­ან. ვი­საც არ სჯერა, შე­უძ­ლია თა­მაშ­ზე მო­ვი­დეს და ნახოს, ეს ბიჭები ყავარჯნებით რა სას­წა­უ­ლებს ჩა­დი­ან. მთავ­რობის­გან ელე­მენ­ტა­რულ ყურად­ღებას ვითხოვთ, რომ ვარჯიში შევ­ძლოთ. რამ­დე­ნი­მე ხნის წინ წყალ­ტუბოში პა­ტა­რა ბიჭი აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რო­მელ­საც ფეხის პრობლე­მა აქვს. გა­ვარ­კვი­ე, რომ თა­მა­ში უნ­დო­და. მო­ვიყვა­ნე ჩვენს გუნ­დში და ჩემ­პი­ო­ნატ­შიც ვა­თა­მა­შე, მაგ­რამ ვიდ­რე თბილის­ში წაყვა­ნას შევ­ძლებ, წყალ­ტუბოში სპორ­ტკომ­პლექ­სის დი­რექ­ტორს ვთხოვე, დარბაზში ევარჯიშებინა, მაგ­რამ უა­რი მითხრა. იმე­დია, გა­და­ვა­ფიქ­რებინებ და ამ ბავშვს ვარჯიშის სა­შუ­ა­ლება მი­ე­ცე­მა. სახელ­მწი­ფო კი მიხედავს შშმ პი­რებს, იზ­რუ­ნებს მათ­თვის ადაპ­ტი­რებული გა­რე­მოს შექ­მნა­სა და მათ­თვის ცხოვ­რების გა­მარ­ტი­ვებაზე“.

წყალ­ტუბოში მცხოვ­რები ლა­შა ბერა­ძე ჯერ მხოლოდ 9 წლი­სა­ა,  თა­მა­შის­გან განსხვა­ვებით, საუბარ­ში აქ­ტო­ი­უ­რობით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა. ჯერ არაა შეჩ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დოებას­თან აქტიურ ურ­თი­ერ­თობას. თუმ­ცა,  ამბობს, რომ თა­მა­ში ძა­ლი­ან მოს­წონს და მზად არის, წარ­მა­ტების­თვის ბევ­რი ივარჯიშოს.

მსგავ­სად სხვა მო­თა­მა­შეებისა, მთავ­რობის უყურად­ღებობაზე ამახვი­ლებს  ყურად­ღებას 72 წლის ზუ­რაბ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

 

ზუ­რაბ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი: „10 წლის ვიყავი, ფეხი რომ  დავ­კარ­გე. ტრამ­ვა­ის ავა­რი­ა­ში მოვხვდი.  ტრამ­ვის გა­მო ორ­წლი­ა­ნი დაგ­ვი­ა­ნებით და­ვამ­თავ­რე სა­შუ­ა­ლო სკო­ლა.  შემ­დეგ პუშ­კი­ნის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­სტი­ტუ­ტი.  ბავ­შვობა რომ არ და­მე­კარ­გა, ეზო­ში ფეხბურთს ვთა­მა­შობდი ბავ­შვებთან. ორ­ძელ­ზე ვვარჯიშობდი, ხეებზე ავ­დი­ო­დი, ბავ­შვობას ვიხალი­სებდი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ­პუ­ტანტ ფეხბურ­თელ­თა გუნ­დი­დან და­მი­კავ­შირ­დნენ და მკითხეს, ხომ არ ვიც­ნობდი ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც ფეხბურ­თის თა­მაშს შეძ­ლებდა. ვკითხე, მეც თუ მომ­ცემ­დნენ თა­მა­შის უფ­ლებას, ასე აღ­მოვ­ჩნდი გუნ­დში ყვე­ლა­ზე ასა­კო­ვა­ნი მო­თა­მა­შე.  გვიხარია თა­მა­ში, ერ­თად ყოფ­ნა. მაგ­რამ ის, რაც ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, რო­გორც ჩანს, მთავ­რობას არ აინ­ტე­რე­სებს. მი­ზე­რუ­ლი თანხებით გვა­ფი­ან­სებენ,  ეს არაა საკ­მა­რი­სი, რომ სა­ზო­გა­დოების სრულ­ფა­სო­ვან წევ­რად ვიგ­რძნოთ თა­ვი, გვჭირ­დება ადაპ­ტი­რებული გა­რე­მო, ხელ­შეწყობა, რომ შევ­ძლოთ ჩე­ნი შე­საძ­ლებლობების გა­მოვ­ლე­ნა. თუ მთავ­რობა ჩვე­ნით და­ინ­ტე­რეს­დება, კარ­გი იქ­ნება“.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია