დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლია მუხაშავ­რია: „გა­მო­სა­ვა­ლი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნებია“
ლია მუხაშავ­რია: „გა­მო­სა­ვა­ლი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნებია“
სულ ნანახია 2193
ავტორი:

10 დე­კემბერს ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღი­ნიშ­ნა. რო­გო­რი იყო 2014 წე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლებების დაც­ვის კუთხით, რა ხარ­ვე­ზები არ­სებობს და რა პა­სუხის­მგებლობა ეკის­რება ხელი­სუფ­ლებას - ამ სა­კითხებზე „ლიბერა­ლი“ იუ­რისტ ლია მუხაშავ­რი­ას ესაუბრა.

 

 

- ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლები ხში­რად საუბრობენ იმა­ზე, რომ და­ნა­შა­ულ­მა კი არა, მის­მა გა­შუ­ქებამ იმა­ტა. თქვე­ნი შე­ფა­სებით, ქვეყანა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნების ფონ­ზე, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი­ა ეს არ­გუ­მენ­ტი?

 

- მგო­ნი ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად ხდება. სა­ზო­გა­დოებას მოთხოვ­ნა გა­უჩ­ნდა და მე­დი­აც ამი­ტომ აწ­ვდის მას ინ­ფორ­მა­ცი­ას. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დოება საკ­მა­ოდ გარ­კვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნის უფ­ლებებისა და სახელ­მწი­ფოს ვალ­დებულებების სა­კითხში. 5 წლის წინ სრუ­ლი­ად განსხვა­ვებული ვი­თა­რება იყო. რეპ­რე­სიებმა და ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რეჟიმის მოქ­მე­დებამ სა­ზო­გა­დოება ძა­ლი­ან გა­ა­ნათ­ლა, მაგ­რამ ამა­ში დი­დი ფა­სია გა­დახდი­ლი - სი­ცოცხლე, ფსი­ქი­კუ­რი და ფი­ზი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობა. ეს სა­ზო­გა­დოების­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რია.

 

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად, მე­დი­აც უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი გახდა. მა­გა­ლი­თად, ახლა უკ­ვე აღა­რა­ვინ დაობს იმა­ზე, რომ სტა­ტის­ტი­კა არ არის მთა­ვა­რი, ერ­თი ფაქ­ტიც სა­გან­გა­შო უნ­და იყოს და არის კი­დეც. ად­რე ამბობდნენ, წი­ნა წელს ამ­დე­ნი პა­ტი­მა­რი მოკ­ვდა, წელს ნაკ­ლები და უკე­თე­სობააო. ამ სფე­როს­თვის ეს ლო­გი­კა სა­ერ­თოდ უვარ­გი­სია.

 

- ხელი­სუფ­ლების მა­ღა­ლი თა­ნამ­დებობის პი­რების მხრი­დან ხში­რად გვეს­მის მტკი­ცებითი ფორ­მით ნათ­ქვა­მი ბრალ­დებები იმ საქ­მეებზე, სა­დაც ჯერ სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­უ­ტა­ნია. არის თუ არა ასე­თი განცხადებები ბრალ­დებულების უფ­ლებების დარ­ღვე­ვა და რა პა­სუხის­მგებლობა შე­იძ­ლება და­ე­კის­როს პო­ლი­ტი­კოსს?

 

- ამ შემთხვე­ვა­ში პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი სასჯელი ის იქ­ნება, რომ სა­ზო­გა­დოებამ და­ა­წე­სოს ნო­მი­ნა­ცია - „ყვე­ლა­ზე სა­სირცხვი­ლო ფრა­ზების ავ­ტო­რი“ და წლის ბოლოს გა­მარჯვებულს ჩარ­ჩო­ში ჩას­მულ სერ­თი­ფი­კატ­თან ერ­თად რა­მე სა­სა­ცი­ლო პრი­ზი გა­დას­ცეს.

 

ვი­ცით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძიება ვე­რა და ვერ დაიბადა, ვერ გაახილა თვა­ლები და გა­მო­ძიებას ვერ და­ემ­სგავ­სა. ამი­ტომ ხელი­სუფ­ლება კვი­მა­ტი მე­თო­დებით უკ­ვე სა­სა­ცი­ლო მდგო­მა­რეობაში უნ­და ჩა­ვაყენოთ.

 

მე მეს­მის, რომ და­ზა­რა­ლებულ­თა მხარეს არის მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნები, გაუბედუ­რებული ოჯახები, დან­გრე­უ­ლი ცხოვ­რება და ახალ­გაზ­რდობა. მაგ­რამ ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დები არა­საკ­მა­რი­სია.

 

ხელი­სუფ­ლების ძა­ლა­დობამ გა­მო­იწ­ვია ის, რომ ძა­ლა­დობრი­ვი ურ­თი­ერ­თობის ფორ­მა კულ­ტუ­რის და ყოფის ნა­წი­ლი გახდა. ეს ქმნის იმის სა­ფუძ­ველ­საც, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლებების შე­ლახვა, მი­სი უკა­ნო­ნოდ და­პა­ტიმ­რება ად­ვი­ლია.

 

და­სავ­ლეთ­ში პო­ლი­ცია რომ მოკ­ლავს ვინ­მეს, იმ დღეს­ვე მთე­ლი ქვეყანა ფეხზე დად­გება და დამ­ნა­შა­ვის დასჯას ითხოვს. ჩვენ რამ­დენჯერ დაგ­ვე­მარ­თა ასე­თი ამბავი და რამ­დენჯერ გა­მო­ვე­დით ქუ­ჩა­ში?! ეს ხელი­სუფ­ლების თვით­ნებობას  ზრდის, მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ამის უფ­ლება აქვთ და რიხია­ნად, თა­ვა­წე­ვით გვე­ლა­პა­რა­კებიან.

ზოგჯერ მე მრცხვე­ნია, რომ ჩე­მი მთავ­რობის მე­თა­უ­რი ასეთ სა­მარცხვი­ნო განცხადებებს აკე­თებს. უწე­სოდ კი არა, უვი­ცად იქ­ცე­ვა. ამას აკე­თებენ ის ადა­მი­ა­ნებიც, რომ­ლებიც გუ­შინ უფ­ლებადამ­ცვე­ლები იყვნენ და გა­ნათ­ლებით იუ­რის­ტები არი­ან, უფ­რო უა­რე­სი, ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ას მო­იშ­ვე­ლიებენ ხოლ­მე. თე­ო­რი­უ­ლად ბრტყელ-ბრტყელი ლა­პა­რა­კი უყვართ და პრაქ­ტი­კუ­ლად თვი­თონ არ­ღვე­ვენ ხოლ­მე კონ­ვენ­ცი­ას.

 

- წელს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოების მხრი­დან ძა­ლის შე­საძ­ლო გა­და­მე­ტების შე­სახებ არა­ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ გა­ნაცხადა. რამ­დე­ნად ადეკ­ვა­ტუ­რია ამ ფაქ­ტებზე პა­სუხის­მგებელი უწყებების რე­ა­გი­რება?

 

- ძა­ლი­ან სამ­წუხაროა, რომ ხელი­ს­უფ­ლებამ ვერ ის­წავ­ლა ჭკუა, ვერ გა­ი­გო მარ­ტი­ვი რამ - სახელ­მწი­ფოს სახელით მოქ­მედ  შე­ი­ა­რა­ღებულ პირს გან­სა­კუთ­რებით მკაც­რი კონ­ტრო­ლი სჭირ­დება. იმი­ტომ, რომ შე­ი­ა­რა­ღებული კრი­მი­ნა­ლის გა­მოვ­ლე­ნა და გა­ნი­ა­რა­ღება შე­საძ­ლებელია. მაგ­რამ რო­დე­საც სახელ­მწი­ფო­სა და შსს-ს სახელით შე­ი­ა­რა­ღებულ ადა­მი­ან­თა ორ­გა­ნი­ზებული ინ­სტი­ტუ­ცია მოქ­მე­დებს და ის უფ­ლებამო­სი­ლებას რა­მე ფორ­მით გა­და­ა­მე­ტებს, ეს ყვე­ლა­ზე სახიფა­თო მოვ­ლე­ნაა.

 

ამი­ტომ ამა­ზე ხელი­სუფ­ლებას ზემ­დე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია  უნ­და ჰქონ­დეს, რა­თა მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ფაქ­ტების პრე­ვენ­ცია მოხდეს და ამ უწყების თა­ნამ­შრომ­ლებს გაც­ნობიე­რებული ჰქონ­დეთ, - მის ია­რაღს უფ­რო მკაც­რი მოპყრობის წე­სი აქვს, ვიდ­რე კრი­მი­ნა­ლის მი­ერ უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნილს.  კონ­ტრო­ლიც გა­ცი­ლებით მკაც­რი უნ­და იყოს, მაგ­რამ ჩვენ­თან პი­რი­ქი­თაა.

 

ეს არის სახელ­მწი­ფოს სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სი, რა­თა სა­კუ­თა­რი ინ­სტი­ტუ­ციების გახრწნა არ და­უშ­ვას. თუ კონ­ტრო­ლი არ არის, მა­შინ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვები გა­და­დი­ან თვით­ნებობაზე და პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ხდებიან სა­შიშ­ნი. ეს არ არის ვი­ღა­ცის პრე­ტენ­ზია ან და­ზა­რა­ლებულ­თა ახლობლების მოთხოვ­ნა. ეს არის სახლმწი­ფო პო­ლი­ტი­კის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი.

 

სა­ზო­გა­დოება თუ არ გენ­დობა და პა­ტივს არ გცემს, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ის უნ­დობლობა, რაც არ­სებობს ძა­ლი­ან სა­ში­შია ყვე­ლას­თვის.

 

ამას­თან, ძა­ლი­ან სამ­წუხაროა, რო­ცა ასე­თი არა­სა­ი­მე­დო ჰაბიტუ­სის მქო­ნე ში­ნა­გან საქ­მთა მი­ნის­ტრი გყავს. ის მი­სი და მი­სი უწყების მი­მართ ნდობას არა მარ­ტო მი­სი ასა­კით, კვა­ლი­ფი­კა­ციით, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით, არა­მედ ჰაბიტუ­სი­თაც უნ­და ქმნი­დეს. ამას დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყნებში ყურად­რებას აქ­ცე­ვენ.

 

- მიუხედა­ვად სა­მო­ქა­ლა­ქო და არა­სამ­თავ­რობო სექ­ტო­რის პრო­ტეს­ტი­სა, პი­რად მო­ნა­ცე­მებზე წვდო­მის გა­სა­ღები კვლავ შსს-ში რჩება. რო­გორ ფიქ­რობთ, ირ­ღვე­ვა თუ არა ამით სა­ზო­გა­დოების უფ­ლება?

 

- ფა­რუ­ლი მიყურა­დება რომ ხდება, ამა­ში ეჭ­ვი არა­ვის ეპა­რება, თა­ნაც ეს ახლა უკ­ვე კა­ნო­ნი­თაა დად­გე­ნი­ლი. მაგ­რამ, რო­ცა კა­ნონ­ში არ არის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის მეშ­ვეობითაც მის კა­ნო­ნი­ე­რებაზე ზე­დამხედ­ვე­ლობა მოხერხდება, რა თქმა უნ­და, თვით­ნებობა იქ­ნება და სახელ­მწი­ფო ჩვენს პი­რად და პრო­ფე­სი­ულ ცხოვ­რებაში რო­გორც უნ­და, ისე ჩა­ე­რე­ვა. ჩვენ უკ­ვე მი­ვეჩ­ვი­ეთ ამას და ვი­ცით, სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბრის თე­მა რა შე­იძ­ლება იყოს, მაგ­რამ უფ­რო სა­ში­ში ინ­ტერ­ნე­ტის მა­სა­ლებზე სრუ­ლი წვდო­მაა. ვინც ინ­ტერ­ნეტს აქ­ტი­უ­რად იყენებს, ეს ხელი­სუფ­ლებას მა­თი კონ­ტრო­ლის ძა­ლი­ან სა­შიშ შე­საძ­ლებლობას აძ­ლევს.

 

მა­გა­ლი­თად, მე ევ­რო­სა­სა­მარ­თლოს საქ­მეებზე ვმუ­შაობ და მთელს მსოფ­ლი­ო­ში ჩემს კო­ლე­გებს ყოველ­დღი­უ­რად ვუ­კავ­შირ­დები. მე მაქვს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რომ სუ­ლაც არ მინ­და, არა­თუ ხელი­სუფ­ლებამ ნახოს, რო­მე­ლიც ევ­რო­სა­სა­მარ­თლო­ში ყვე­ლა საქ­მე­ზე ჩე­მი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა, არა­მედ ვინ­მე უც­ნობმა ან კო­ლე­გამ. ასეთ დროს, მე შე­მიძ­ლია ვამ­ტკი­ცო, რომ ჩე­მი პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნობა დარ­ღვე­უ­ლია.

 

მე წი­ნა და ამჟამინ­დელ მთავ­რობებს შო­რის ტო­ლობის ნი­შა­ნი რამ­დენჯერ­მე დავ­სვი. ყვე­ლა­ზე სქე­ლი ორი ხაზი ამ კა­ნო­ნის მი­ღების შემ­დეგ და­ის­ვა. ყვე­ლა­ზე სამ­წუხარო ისაა, რომ ამ კა­ნო­ნის ავ­ტო­რები ჩე­მი კო­ლე­გები არი­ან.

 

- ბოლო პე­რი­ოდ­ში ომბუდ­სმე­ნი ციხეებში პა­ტიმ­რების მი­მართ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მოპყრობაზე ხში­რად საუბრობს. რო­გორ ფიქ­რობთ, რა უნ­და გა­ა­კე­თოს ხელი­სუფ­ლებამ მსგავ­სი ფაქ­ტების პრე­ვენ­ცი­ის­თვის?

 

- ნების­მი­ე­რი ფაქ­ტის გა­მო­ძიება კვა­ლი­ფი­ცი­უ­რად უნ­და და­იწყოს.  მაგ­რამ ყვე­ლა­ზე პრობლე­მუ­რი ჯან­მრთე­ლობაშერყეუ­ლი პა­ტიმ­რების სა­კითხი მგო­ნია.

 

მე არ მყავს პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც აშ­კა­რა წა­მების ან ფი­ზი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დების მსხვერ­პლია. მაგ­რამ  მყავს პა­ტი­მა­რი, რომ­ლის პი­რად საქ­მე­საც ციხის ად­მი­ნის­ტრა­ცია არ გვაწ­ვდის და არ ვი­ცით, რა­ტომ გა­დაიყვა­ნეს ერ­თი საპყრობილი­დან მე­ო­რე­ში, თა­ნაც ორი თვის გან­მავ­ლობაში მის სა­კან­ში ვი­დე­ოთ­ვალ­თვა­ლი სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ ხორ­ცი­ელ­დებოდა.

 

არის კი­დევ პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც მძი­მე ავადმყოფია. გა­მოკ­ვლე­ვები ჩა­უ­ტა­რეს, მაგ­რამ ვერ დად­გინ­და დი­აგ­ნო­ზი. ამ შემთხვე­ვა­ში მას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვების ჩა­ტა­რების შე­საძ­ლებლობა ეძ­ლე­ვა. მაგ­რამ ამის­თვის ომი გვჭირ­დება და ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი.

 

ერთ-ერ­თი პა­ტიმ­რის ჯან­მრთე­ლობის მდგო­მა­რეობა უმ­ძი­მე­სია. მაგ­რამ იმის გა­მო, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დია, მი­სი სასჯელის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლება შე­უძ­ლებლად მი­აჩ­ნი­ათ. მე ეს სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცია მგო­ნია, ჯერ იმი­ტომ, რომ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დობის მუხლი კა­ნონ­ში ისევ დარ­ჩა და დღე­ვან­დე­ლი ხელი­სუფ­ლება მას ძა­ლი­ან კარ­გად იყენებს. არა­და ისი­ნი ძა­ლი­ან  სე­რი­ო­ზუ­ლად აკ­რი­ტი­კებდნენ მას და ახლა თურ­მე გა­მარ­თლებულია. თუ შენ ადა­მი­ანს ამ მუხლით გა­ა­სა­მარ­თლე, და მე­რე ადა­მი­ა­ნად აღარ ჩათ­ვლი, მა­შინ შენ სა­კუ­თარ ადა­მი­ა­ნობაზე ამბობს უარს. ეს და­მო­კი­დებულება დარ­ჩა და ვერ ვხედავთ რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლებებს, რის გა­მოც წი­ნა ხელი­სუფ­ლება შევ­ცვა­ლეთ.

 

- რა სა­კა­ნონ­მდებლო ცვლი­ლებები შე­იძ­ლებოდა განხორ­ცი­ე­ლებულიყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლებების დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მის გა­სა­უმჯობესებლად?

 

- უპირ­ვე­ლე­სი სა­მარ­თლი­ა­ნობის აღ­დგე­ნის სა­კითხია. ეს იყო პირ­ვე­ლი თე­მა რო­ცა მთავ­რობებს შო­რის პირ­ვე­ლი ტო­ლობა დავ­სვი.

 

აცხადებენ, რომ თურ­მე წი­ნა რეჟიმის მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნობა იმ­დე­ნად მცი­რეა, რომ არ ღირს, ამ ადა­მი­ა­ნებს ქვეყნის  სა­ინ­ვეს­ტი­ციო იმიჯი შევ­წი­როთ. არა­ვინ არ ფიქ­რობს, რომ კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შე­სუ­ლი გა­ნა­ჩე­ნების სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­სინჯვის მე­ქა­ნიზ­მები შე­იქ­მნას. თურ­მე ამას  ხელს  ბიუჯეტი უშ­ლის.  ჯერ ერ­თი, ადა­მი­ან­მა გა­დახდამ­დე დი­დი გზა უნ­და გა­ი­ა­როს. თა­ნაც მან შე­საძ­ლოა უცებ არც მო­ითხოვოს მი­სი გა­დახდა, უბრა­ლოდ სახელ­მწი­ფომ აღი­ა­როს, რომ დამ­ნა­შა­ვეა. ამ ადა­მი­ა­ნებს და­უნ­გრი­ეს ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლობა, და­ენ­გრათ ცხოვ­რება, გა­უუბედურ­დათ ოჯახები, შე­მო­ეფ­ლან­გათ თუ რა­მე გა­აჩ­ნდათ და ამის მე­რე სახელ­მწი­ფო ურცხვად ამბობს, რომ მის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ბიუჯეტია და არა მი­სი მო­ქა­ლა­ქის ღირ­სება და დარ­ღვე­უ­ლი უფ­ლებები.

 

გა­მო­დის, რომ ეს სახელ­მწი­ფო ისევ თა­ვის­ თავს ემ­სახურება და არა ჩვენ. ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გება  დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოწყობის პრინ­ციპს, ეს ხალხი იმის­თვის და­ვი­ქი­რა­ვეთ დროებით, რომ ჩვენ გვემ­სახურონ  და არა ჩვენ ვემ­სახუროთ მათ. ეს არის ძა­ლი­ან ღრმა და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობლე­მა.

 

კა­ნონ­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა მხარე­თა თა­ნას­წრობის პრინ­ცი­პის კუთხითაც. ის დაც­ვის უფ­ლების სა­ზი­ა­ნოდ ირ­ღვე­ვა.

 

შეწყალების კო­მი­სი­ა­ში ბევ­რი პი­რი მო­დის ერ­თსა და იმა­ვე და­ნა­შა­ულ­ზე და ერთს სა­სა­მარ­თლომ 2012 წლის 1 ოქ­ტომბრამ­დე მი­უ­საჯა მაქ­სი­მუ­მი და არ­ჩევ­ნების შემ­დეგ მე­ო­რეს - მი­ნი­მუ­მი. ეს არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი უსა­მარ­თლობა. ამა­ზე ჩვე­ნი კო­მი­სი­ის გარ­და, მგო­ნი, არა­ვინ წუხს.

 

მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი გვი­ჩი­ანს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რობა  შე­ეც­ვა­ლა ვა­დი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლების აღ­კვე­თით. თუ სა­ფუძ­ვე­ლი არ იყო გა­და­სინჯვის, რა­ტომ შე­ეც­ვა­ლა, თუ სა­ფუძ­ვე­ლი იყო, მა­შინ ის ბრალ­დებული­სა და მსჯავ­რდებულის სა­სი­კე­თოდ უნ­და გა­დაწყდეს. მაგ­რამ მა­ინც ციხეში და­ტო­ვეს.

 

- რა მი­გაჩ­ნი­ათ 2014 წელს ადა­მი­ა­ნის უფ­ლებების ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზულ დარ­ღვე­ვად?

 

პირ­ველ რიგ­ში, ეს არის ე.წ. გა­სა­ღები სა­კითხი. პირ­ველ აგ­ვის­ტოს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი მო­იმ­ზა­დეს იმის­თვის, რა­თა 1 დე­კემბერს ასე­თი გა­დაწყვე­ტი­ლება მი­ე­ღოთ. არ დაგ­ვი­ტო­ვეს სა­შუ­ა­ლება გარ­და იმი­სა რომ გვე­კივ­ლა, რომ წა­ვალთ სტრასბურ­გში და ბათუმ­ში და ვი­ჩივ­ლებთ.

 

ჯ- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე რამ­დე­ნად შე­იძ­ლება იმის თქმა, რომ ხელი­სუფ­ლების­თვის ადა­მი­ა­ნის უფ­ლებები პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია?

 

- არა­ნა­ი­რად აღარ შეგ­ვიძ­ლია რომ ეს ვი­ფიქ­როთ. პი­რი­ქით, დარ­ღვე­ვა და ფეხქვეშ გა­თელ­ვაა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი. ტყუი­ლად ამბობენ, რომ დე­მოკ­რა­ტი­ის გზას ვად­გა­ვართ. მხოლოდ ასო­ცი­რების ხელ­შეკ­რუ­ლების ხელ­მო­წე­რა არა­ფერს ნიშ­ნავს.

 

- თქვენ რა გა­მო­სა­ვალს ხედავთ, რა უნ­და შე­იც­ვა­ლოს?

 

- ორი წლის თავ­ზე მე დავ­რწმუნ­დი, რომ არა მარ­ტო აღ­მას­რუ­ლებელი ხელი­სუფ­ლება და მთავ­რობა არ გვი­ვარ­გა, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტიც უნ­და წა­ვი­დეს. ამი­ტომ მე ვფიქ­რობ, რომ გა­მო­სა­ვა­ლი ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნებია. მე არ მო­ვე­ლი სი­კე­თეს იმ კა­ნონ­დებლის­გან, რო­მელ­მაც მოს­მე­ნებთან და­კავ­ში­რებით ასე­თი სი­ლა გაგ­ვაწ­ნა. თუ ამ მთავ­რობას რა­მე რე­სურ­სი ჰქონ­და, აქამ­დე შე­ეძ­ლო გა­მოვ­ლე­ნა. ახლა ვხვდები, რომ ეს რე­სურ­სი არ ჰქო­ნია და ჩვენ ილუ­ზი­ას ვიქ­მნი­დით.

 

 

lib­erali.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია