დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„სამართალიც ძვირი ყოფილა“
„სამართალიც ძვირი ყოფილა“
ავტორი: ჟანა ჯანე­ლი­ძე
სულ ნანახია 2701
ავტორი:
ჟანა ჯანე­ლი­ძე

რა­ტომ არ სჯერა 74 წლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ არ­ჩილ მარ­გვე­ლაშ­ვილს ხელისუფლების და­პი­რების?

 

 

ქუ­თა­ის­ში, ნი­კე­ას პირ­ველ შე­სახვევ­ში მცხოვ­რები სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი,  მე­ო­რე ჯგუ­ფის შრო­მის ინ­ვა­ლი­დი, მარ­ტოხელა 74 წლის არ­ჩილ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი დახმა­რებას ითხოვს. არ­ჩილ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ერ­თო­თახიან ბინა­ში მარ­ტო ცხოვ­რობს. მე­უღ­ლე 4 წლის წინ და­ე­ღუ­პა, ერ­თა­დერ­თი ვაჟი კი 22 წლის ასაკ­ში, 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას შე­ე­წი­რა. რო­გორც 74 წლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი არ­ჩილ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამბობს, ის წლებია მე­ზობლის და­უ­დევ­რობის მსხვერ­პლია. ზე­მო­დან ჩა­მო­სუ­ლი წყალი მის საცხოვ­რებელს აზი­ა­ნებს.

 

„ძა­ლი­ან ვიწ­რო ოთახი მაქვს, შე­ჭირ­ვებულად ვცხოვ­რობ. ისე­დაც რთულ პი­რობებში ვარ, არა­ვინ მაქ­ცევს ყურად­ღებას და ამას მე­ზობლის და­უ­დევ­რობა ემა­ტება. წლებია, წყალი ნი­აღ­ვა­რი­ვით ჩა­მომ­დის ოთახში. ჩა­მო­მი­ვარ­და ჭა­ღი, გა­შავ­და და გა­ფუჭ­და კედ­ლები და ია­ტა­კი, და­მის­ველ­და ტან­საც­მე­ლი და დღეს არა­ფე­რი არ მაქვს, რომ  ჩა­ვიც­ვა, რაც გა­და­ურ­ჩა გა­ფუ­ჭებას, სულ ის მაც­ვია და მე­ში­ნია, ისიც არ გა­მი­ფუჭ­დეს. სვე­ლი ტან­საც­მლის გა­საშ­რობად ად­გი­ლიც არ მაქვს.

 

ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­ფუჭ­და და მა­ლე უსახლკა­რო­დაც დავ­რჩები, თუ მე­ზობელი ყურად­ღებას არ გა­მო­ი­ჩენს და წყლის ჩა­მოშ­ვებას ისევ გა­აგ­რძე­ლებს,“ - გა­ნაცხადა არ­ჩილ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

 

რო­გორც არ­ჩილ მარ­გვლაშ­ვი­ლი იხსე­ნებს, 2009 წელ­საც ანა­ლო­გი­უ­რი პრობლე­მის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. მე­ზობელ თა­მაზ ყურაშ­ვი­ლის გულ­გრი­ლობის გა­მო, იძუ­ლებული გახდა, სა­სა­მარ­თლოს­თვის მი­ე­მარ­თა. 2009 წლის 20 მა­ისს გა­მარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მარჯვებით დას­რულ­და. თა­მაზ ყურაშ­ვილს კი ზა­რა­ლის ასა­ნაზ­ღა­უ­რებლად ჯარი­მა 317 ლა­რი და 82 თეთ­რი და­ე­კის­რა.

 

„მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან დი­დი ხნის წინ და­იწყო წყლის ჩა­მოშ­ვება მე­ზობელ­მა, რო­მე­ლიც დროებით ქი­რით ცხოვ­რობდა, ვე­რა­ფერს გავხდი და იძუ­ლებული ვიყავი, მე­ჩივ­ლა. თანხა სა­სა­მარ­თლოს შემ­დეგ კი გა­და­მიხადა და თვი­თონ გა­და­ვი­და იმ ბინი­დან, მაგ­რამ მა­ლე­ვე გაიყიდა ის საცხოვ­რებელი და ამჯერად ახალ მდგმურ­თან მი­წევს ბრძო­ლა, რომ­ლის სახელი და გვა­რიც კი არ ვი­ცი, ბინის მე­პატ­რო­ნეს  სულ არ ადარ­დებს, რა მო­მი­ვა. ადა­მი­ა­ნურ­მა თხოვ­ნამ კი წლებია არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო.“

 

არ­ჩილ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა, მე­ზობლის­გან წყლის ჩა­მოშ­ვების ბოლო ფაქ­ტის შემ­დეგ, უბნის ინ­სპექ­ტორს მი­მარ­თა, რო­მელ­მაც ურ­ჩი­ა, რომ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის ქუ­თა­ი­სის ფი­ლი­ალ­ში მი­სუ­ლიყო და დახმა­რება მათ­თვის ეთხოვა. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამბობს, „სა­ია“-მ ექ­სპერ­ტთან გა­და­ა­მი­სა­მარ­თა, რო­მე­ლიც სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დახმა­რებას აღ­მო­უ­ჩენ­და. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ჰყვება, მას არ აქვს სა­შუ­ა­ლება ექ­სპერ­ტის მომ­სახურების­თვის სა­ჭი­რო 500 ლა­რი გა­დაიხადოს, რის გა­მოც მარ­ტოხელა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იძუ­ლებულია მე­ზობლის და­უ­დევ­რობას მარ­ტო ებრძო­ლოს.

 

„რად­გან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ვარ სა­სა­მარ­თლო იჯარას არ მახდე­ვი­ნებს, მაგ­რამ მითხრეს, რომ ამ მდგო­მა­რეობაში მარ­ტო ექ­სპერტს შე­უძ­ლია და­მეხმა­როს და სა­სა­მარ­თლო მო­გა­გებინო­სო. სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ვარ და 500 ლა­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან დი­დი ფუ­ფუ­ნებაა. დავ­დი­ვარ და გა­მო­სა­ვა­ლი ვერ­სად მი­პო­ვია. ბინის  მე­ტი არა­ფე­რი არ გა­მაჩ­ნი­ა, კი­დევ რომ ჩა­მო­მი­ვი­დეს წყალი, ალბათ, გუ­ლი გა­მის­კდება ნერ­ვი­უ­ლობით, პატ­რო­ნი მე არ მყავს და და­მა­ცა­დონ დარ­ჩე­ნი­ლი სი­ცოცხლე მშვი­დად გა­ვა­ტა­რო, ვის რას ვუ­შა­ვებ. ერ­თი პე­რი­ო­დი ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის გა­მო, არ გა­და­მახდე­ვი­ნონ თანხა-მეთ­ქი, მაგ­რამ ეს შე­ნი სტა­ტუ­სი არ ჭრი­სო მითხრეს და ის 500 ლა­რი არ ამი­ნაზ­ღა­უ­რეს. სიტყვით ვე­რა­ფე­რი გა­მი­ვი­და და მე­გო­ნა, სა­მარ­თლით მა­ინც მი­ვაღ­წევ­დი რა­მეს, მაგ­რამ სა­მარ­თა­ლიც ძვი­რი ყოფი­ლა.“

 

არ­ჩილ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ცდი­ლობს, პრე­სის სა­შუ­ა­ლებით მი­აწ­ვდი­ნოს ხმა მე­ზობელს, რომ მარ­ტოხელა პენ­სი­ო­ნე­რის მი­მართ მე­ტი ყურად­ღება გა­მო­ი­ჩი­ნოს, ხელი­სუფ­ლებას კი ერთჯერად დახმა­რებას თხოვს.

 

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იხსე­ნებს, ერთჯერა­დი დახმა­რების თხოვ­ნით უბნის მაჟორი­ტარ-დე­პუ­ტატს ირ­მა პეტ­რი­აშ­ვილს მი­მარ­თა. დე­პუ­ტატ­იც და­ჰპი­რდა, რომ 2015 წლის თებერ­ვალ-მარ­ტის თვე­ში, რო­დე­საც ქუ­თა­ი­სის ბიუჯეტი საბოლო­ოდ გა­წე­რი­ლი იქ­ნება, შეეცდება, რაიმე დახმარება გა­მოუყონ. თუმ­ცა, გულ­გრილ და­მო­კი­დებულებას მიჩ­ვე­ულ მარ­გვე­ლაშ­ვილს ხელისუფლების წარმომადგენელთა დაპირებების იმედი აღარ აქვს...

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია