დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
PIN-მა სამ­წლი­ა­ნი მუ­შაობის ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა
ავტორი: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი
სულ ნანახია 1610
ავტორი:
ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი

ჩეხეთის გან­ვი­თა­რების სა­ა­გენ­ტოს დახმა­რება სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ახალ­გაზ­რდებს

 

 

ორ­გა­ნი­ზა­ცია „Peo­ple in Ne­ed“ (PIN) და სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ, 12 დე­კემბერს თბილის­ში სას­ტუმ­რო „ჰოლიდეი-ინ“-ში პრო­ექ­ტის „სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ახალ­გაზ­რდებისა და მა­თი ოჯახის წევ­რების მხარ­და­ჭე­რა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში“, შე­მაჯამებელი კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სამ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი­სა და სა­მი სა­პი­ლო­ტე პროგ­რა­მის მუ­შაობის შე­დე­გები.

 

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ განხორ­ცი­ე­ლებული სამ­წლი­ა­ნი პრო­ექ­ტი ჩეხეთის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­ფი­ნან­სა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მოწ­ვე­ულ სტუ­მარ­თა შო­რის იყვნენ ტო­მაშ პერ­ნიც­კი - ჩეხეთის რეს­პუბლი­კის ელ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ალბერტ ში­დო - ატა­შე, ჩეხეთის გან­ვი­თა­რების სა­ა­გენ­ტო; ნი­კო­ლოზ მესხიშ­ვი­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი პარ­ტნი­ო­რობის ხელ­შეწყობის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და  მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტრო, სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა ასო­ცი­ა­ცი­ა, სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მების, მე­ურ­ვეობის და მზრუნ­ვე­ლობის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, სსიპ სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურეობის სა­ა­გენ­ტო, ჯან­მრთე­ლობის, შრო­მი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო.

 

2012 წლის მა­ი­სი­დან 2014 წლის დე­კემბრის ჩათ­ვლით PIN-ის ორ­გა­ნი­ზებით პრო­ექ­ტი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს სამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში: ტყიბულ­ში, წყალ­ტუბოსა და ქუ­თა­ის­ში მიმ­დი­ნა­რეობდა.

 

პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისახავ­და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ახალ­გაზ­რდობას­თან მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობრი­ვი მმარ­თვე­ლობის ორ­გა­ნოების, შე­საბამი­სი სამ­სახურების და არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების წარ­მო­მად­გე­ნელ­თა უნა­რების ამაღ­ლებას,  სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სების მი­წო­დებისა და ახალი კონ­ცეფ­ციების და­ნერ­გის კუთხით; ასე­ვე სი­ღა­რიბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფი ახალ­გაზ­რდების და მა­თი ოჯახის წევ­რების მხარ­და­ჭე­რას და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

 

პრო­ექ­ტის პირ­და­პირ მიზ­ნობრივ     ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ ახალ­გაზ­რდები სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვებული მრა­ვალ­სუ­ლი­ა­ნი ან არას­რუ­ლი ოჯახებიდან, მცი­რე საოჯახო ტი­პის სახლების ბენე­ფი­ცი­ა­რები, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კები, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­წარ­მეები და სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სის მიმ­წო­დებელი სხვა და­ინ­ტე­რე­სებული პი­რები. 

 

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ განხორ­ცი­ე­ლებული პრო­ექ­ტი სო­ცი­ა­ლუ­რი დახმა­რების სახელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა­ში ცვლი­ლებების ად­ვო­კა­ტი­რებას ისახავს მიზ­ნად, რა­თა მოხდეს ახალ­გაზ­რდების მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლება, რომ მათ წა­მო­იწყონ სა­კუ­თა­რი საქ­მე. ახალი კონ­ცეფ­ციების და­ნერ­გვას, ახალ­გაზ­რდების სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რობების გა­უმჯობესებას.

 

პირ­ვე­ლი სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი განხორ­ცი­ელ­და შრო­მის, ჯან­მრთე­ლობისა და სო­ცი­ა­ლურ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლობით, პრო­ექ­ტი განხორ­ცი­ელ­და სა­ქარ­თვე­ლოს სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის მი­ერ - „შემთხვე­ვის მარ­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მის და­ნერ­გვა იმე­რეთ­ში“. პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი იქ­ნა 46 სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი და მცი­რე საოჯახო ტი­პის სახლების თა­ნამ­შრომ­ლები (ქუ­თა­ი­სი, ხონი, სამ­ტრე­დია), რო­მელ­თაც ჩა­უ­ტარ­დათ შე­საბამი­სი ტრე­­ნინ­გები. შემთხვე­ვის კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­პი­ლო­ტე მო­დე­ლი გა­ზი­ა­რებული და და­მო­უ­კი­დებლად და­ნერ­გილ იქ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სების სა­ა­გენ­ტოს მი­ერ.

 

მე­ო­რე სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი, ასე­ვე განხორ­ცი­ელ­და შრო­მის, ჯან­მრთე­ლობისა და სო­ცი­ა­ლურ საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლობით. რაც ით­ვა­ლის­წი­ნებდა მცი­რე საოჯახო სახლების ბენე­ფი­ცი­ა­რების­თვის ინ­ტეგ­რი­რებული სერ­ვის-პა­კე­ტის უზ­რუნ­ველყოფას - ხელობის შემ­სწავ­ლე­ლი და სხვა­დასხვა უნა­რების ტრე­­ნინ­გებს, რაც დაეხმა­რებათ ახალ­გაზ­რდებს და­მო­უ­კი­დებელი ცხოვ­რების დაწყებაში მცი­რე საოჯახო სახლების და­ტო­ვების შემ­დეგ. სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკ­თა ასო­ცი­ა­ცია და სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდობის საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს ფარ­გლებში მოქ­მედ  ეროვ­ნულ  ახალ­გაზ­რდულ ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლობით PIN-მა იმე­რეთ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი მომ­სახურეობით 15 ახალ­გაზ­რდა უზ­რუნ­ველყო.

 

შემ­დგო­მი პრო­ექ­ტი გა­ნათ­ლებისა და მეც­ნი­ე­რების სა­მი­ნის­ტროს­თან თა­ნამ­შრომ­ლობით - ხელობის შემ­სწავ­ლელ ტრე­ი­ნინ­გების მე­თო­დო­ლო­გი­ას­თან და­კავ­ში­რებით განხორ­ცი­ელ­და. მიუხედა­ვად იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლება ხელ­მი­საწ­ვდო­მია ყვე­ლას­თვის, სახელ­მწი­ფო კო­ლეჯის დას­რუ­ლების შემ­დეგ ყვე­ლა სტუ­დენტს არა აქვს თა­ნაბარი შე­საძ­ლებლობა გა­მოიყენოს მი­ღებული ცოდ­ნა და უნა­რები და­საქ­მებისთ­ვის. არა აქვთ შე­საძ­ლებლობა შე­ისყიდონ მა­თი საქ­მი­ა­ნობებისთ­ვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და მოწყობილობები. PIN-ის მი­ერ ინი­ცი­რებული  სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტის ფარ­გლებში სახელ­მწი­ფო პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლეჯების კურ­სდამ­თავ­რებულებს (2013-2014), რომ­ლებიც ასე­ვე აღ­რიცხულ­ნი იყვნენ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა სახელ­მწი­ფო ბაზა­ში, შე­საძ­ლებლობა მი­ე­ცათ მო­ნა­წი­ლეობა მი­ე­ღოთ საგ­რან­ტო პროგ­რა­მა­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, ტყიბულ­სა და ქუ­თა­ის­ში გრან­ტით დაკ­მაყოფილ­და 5 გა­მარჯვებული, რო­მელ­თაც გა­და­ე­ცათ 5000 ლა­რის ღი­რებულების მოწყობილობები სა­კუ­თა­რი, იუ­რი­დი­უ­ლად და­რე­გის­ტრი­რებული მცი­რე ბიზ­ნე­სის და­საწყებად.

 

სა­ერ­თო ჯამ­ში, პრო­ექ­ტში 500-ზე მეტ­მა ახალ­გაზ­რდამ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლეობა და 400-ზე მეტ შე­ჭირ­ვებულ ოჯახს გა­ე­წია სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სახურეობა. შე­იქ­მნა 4 სო­ცი­ა­ლუ­რი სა­წარ­მო. 92-მა ახალ­გაზ­რდამ  ხელობის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სები გა­ი­ა­რა, ასე­ვე მათ­გან 22 კურ­სდამ­თავ­რებული მცი­რე საგ­რან­ტო კონ­კურ­სის წარ­მა­ტებით დას­რუ­ლების შემ­დეგ და­საქ­მდა.

 

მცი­რე საოჯახო სახლის 14-მა ახალ­გაზ­რდამ გა­ი­ა­რა უნარ-ჩვე­ვების ტრე­­ნინ­გი და  ხელობის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სები.

 

პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლეებს სა­კუ­თა­რი საქ­მე გა­უჩ­ნდათ და სახელ­მწი­ფო­ზე და­მო­კი­დებულ­ნი აღარ არი­ან. რამ­დე­ნი­მე წელ­ში ისი­ნი თა­ვად გახდებიან დამ­საქ­მებლები და ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის­თვის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს შექ­მნი­ან.

 

„ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვებაში“ არის ჩეხური არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ცია რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს 2005 წლის მე­ო­რე ნახევ­რი­დან. გა­აჩ­ნია სა­კუ­თა­რი წარ­მო­მად­გენ­ლობები ქუ­თა­ის­სა და თბილის­ში. 2008 წლი­დან „ადა­მი­ა­ნი გა­ჭირ­ვებაში“ ორი­ენ­ტი­რებულია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დოების გან­ვი­თა­რებაზე, გან­სა­კუთ­რებით სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვების მხარ­და­ჭე­რა­ზე ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებას­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თობით. ამას­თა­ნა­ვე, ორ­გა­ნი­ზა­ცია ხელს უწყობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლებებისა და დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რებას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის საქ­მი­ა­ნობები, ძი­რი­თა­დად, მო­ი­ცავს სოფ­ლის მე­ურ­ნეობას, ახალ­გაზ­რდების ჩარ­თუ­ლობას და გა­ნათ­ლებას. მიმ­დი­ნა­რე პრო­ექ­ტები ხორ­ცი­ელ­დება იმე­რეთ­ში, რა­ჭა­ში, ში­და ქარ­თლში, კახეთ­სა და თბილის­ში. დო­ნო­რებს შო­რის არი­ან ევ­რო­პუ­ლი კავ­ში­რი, ჩეხეთის გან­ვი­თა­რების სა­ა­გენ­ტო და მსოფ­ლიო ბან­კი.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია