დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პან­დუ­სი - მოძ­რაობის უფ­ლება
პან­დუ­სი - მოძ­რაობის უფ­ლება
ავტორი: ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი
სულ ნანახია 1802
ავტორი:
ნეს­ტან ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი
მსგავსი სიახლეები

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ქუ­თა­ის­ში შშმ პი­რების აქ­ცი­ის გა­სა­შუ­ქებლად და­მი­კავ­შირ­დნენ. ვი­ნა­ი­დან აქ­ცია, სამ­შვი­დობო თუ საპ­რო­ტეს­ტო, ჩვენ­თან მა­ინც მთავ­რობას­თან ასო­ცირ­დება, ამჯერა­დაც ჩავ­თვა­ლე, რომ შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობის მქო­ნე პი­რები მა­თი პრობლე­მების გა­საჟღე­რებლად  და მთავ­რობის უმოქ­მე­დობის გა­საპ­რო­ტეს­ტებლად შე­იკ­რიბნენ.

 

აქ­ცი­ა­ზე მი­სულს სხვა ვი­თა­რება დამხვდა. მათ მი­ერ გაჟღე­რებული მე­სიჯების შე­სახებ რომ  გა­ვი­გე, გულ­წრფე­ლად შემრცხვა.  ადა­მი­ა­ნები, ჩვე­ნი რე­ა­ლობიდან თა­ვი­ანთ მე­ზობლებს, მე­გობრებს, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეებს  მი­მარ­თავ­დნენარ და­ემ­ტვრი­ათ მათ­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტრან­სპორ­ტი, არ მო­ენ­გრი­ათ პან­დუ­სი, მა­თი გა­და­ად­გი­ლების­თვის  აუ­ცი­ლებელი სა­შუ­ა­ლება და არ დაეყენებინათ ავ­ტო­მობილები მათ­თვის გან­კუთ­ვნილ პარ­კი­რების ად­გილ­ზე.  ეს ადა­მი­ა­ნები თა­ნას­წო­რობას და არ­სებობის უფ­ლებას ითხოვ­დნენ:  „ნუ შე­ეც­დები ჩემს შეც­ვლას, ეცა­დე შეც­ვა­ლო გა­რე­მო!“–აღ­ნიშ­ნავ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეები.

 

ალბათ, არც აქ­ცი­ა­ზე  მყოფ­თა­გან და არც გამ­ვლელ­თა­გან  უფიქ­რია ვინ­მეს, რომ ეს მე­სიჯები მა­თი მი­სა­მარ­თით იყო გა­მოთ­ქმუ­ლი, რად­გან ვთვლით, რომ ჩვენ კარ­გი მო­ქა­ლა­ქეები ვართ და ეს სხვები აფუ­ჭებენ.

 

 იმ დღეს ერთ-ერთ მე­გა­შო­უ­ში შეზ­ღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებლობის პი­რები გა­მო­ვიდ­ნენ და თავიანთი ნომრით დარბაზი აა­ტი­რეს. ალბათ, იმ ღა­მით მთე­ლი ქვეყანა იმ ადა­მი­ა­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რობდა და მათ უსაზ­ღვრო შე­საძ­ლებლობაზე საუბრობდა, მაგ­რამ, სამ­წუხაროდ, ეს მხოლოდ იმ ღა­მით იყო...

 

 ამ გა­და­ცე­მის  გას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ქა­ლაქ­ში ეტ­ლით მოძ­რავ ადა­მი­ანს შევხვდი, რომ­ლის ქუ­ჩა­ზე გა­დაყვა­ნა­საც თანმხლები პი­რი უშე­დე­გოდ ცდი­ლობდა, ავ­ტო­მობილ­თა გრძელ რიგს ბოლო არ უჩან­და და არც რო­მე­ლი­მე მძღო­ლი ცდი­ლობდა, „ზებრა­ზეეტ­ლით მდგო­მი ადა­მი­ა­ნის­თვის გზის დათ­მობას. რამ­დე­ნი­მე ფეხით მო­სი­ა­რუ­ლეს­გან კი გა­ვი­გო­ნე – „რას წვა­ლობს, ვერ დარ­ჩება სახლში?!“.

 

 სამ­წუხაროა, მაგ­რამ ეს ფრა­ზა პირ­ვე­ლად არ მსმე­ნია. სა­ზო­გა­დოება პრობლე­მის და­მალ­ვით ცდი­ლობს მის მოგ­ვა­რებას:  ვერ და­დის ფეხზე? - არ უნ­და გა­მო­ვი­დეს ქუ­ჩა­ში, მსუბუქი ყოფაქ­ცე­ვი­საა? – რაც უნ­და, ის ქნას, ოღონდ ხალხს ნუ და­ე­ნახვება; ცუ­დად არის? – გა­ჩუმ­დეს.

 

 ალბათ, ესაა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ შშმ პი­რებმა ჯერ კი­დევ ვერ დაძ­ლი­ეს სახლი­დან გა­მოს­ვლის ში­ში. სა­ზო­გა­დოების არას­წო­რი და­მო­კი­დებულების გა­მო ცდი­ლობენ და­ი­მა­ლონ, სახლში დარ­ჩნენ, სა­ზო­გა­დოებას რომ მყუდ­როება არ და­ერ­ღვეს. ამ ადა­მი­ა­ნების ჩა­კე­ტი­ლობა და დუ­მი­ლი გახდა მი­ზე­ზი იმი­სა, რომ ქა­ლაქ­ში არც სტრა­ტე­გი­ულ ობიექ­ტებს და არც გზებს არ აქვს პან­დუ­სიმოძ­რაობის უფ­ლება. ან თუ აქვს, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიც მიხვდება, რომ პან­დუ­სი მხოლოდ მო­ვა­ლეობის მოხდის მიზ­ნით არის გა­კე­თებული, რა­ზეც მოძ­რაობა არა თუ ეტ­ლით, მყარი ფეხსაც­მლი­თაც გა­ჭირ­დება.

 

ისევ შშმ პირ­თა და არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციების აქ­ტი­უ­რობით ად­გი­ლობრივ­მა ხელი­სუფ­ლებამ შშმ პირ­თა პრობლე­მებზე ზრუნ­ვა და­იწყო. ეს სა­კითხები ბიუჯეტ­შიც მოხვდა და ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში პან­დუ­სი და­მონტჟდება. თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა მე­რი­ა­ში ვერ ან არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, რომ მხოლოდ პირ­ველ სარ­თულ­ზე პან­დუ­სის გა­კე­თება პრობლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს  და რომ შშმ პირ­თა გა­და­სა­ად­გი­ლებლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ლიფ­ტი­ცაა სა­ჭი­რო.

 

 პრო­ფე­სი­ის გა­მო შშმ პი­რებს ხში­რად ვხვდები და მათ პრობლე­მებს დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნი. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად, რო­დე­საც სიტყვა პან­დუ­სი გა­ვი­გე, საკ­მა­ოდ დი­დი ვიყავი. შე­ვე­ცა­დე და­მე­მახსოვ­რებინა ეს უცხო სიტყვა და მი­სი მნიშ­ვნე­ლობაც გა­მე­გო,რის შემ­დე­გაც იმ შე­ნობების და ქუ­ჩების შეს­წავ­ლა და­ვიწყე, სა­დაც პან­დუ­სი იყო და­მონ­ტაჯებული. არც ისე რთუ­ლი საქ­მე აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ქა­ლაქ­ში მსგავ­სი ად­გი­ლი იშ­ვი­ა­თი იყო - პრობლე­მა კი უზარ­მა­ზა­რი, რომ­ლის მოგ­ვა­რებასაც სა­ზო­გა­დოების და ხელი­სუფ­ლების სურ­ვი­ლი და მზაობა სჭირ­დება, პირ­ველ რიგ­ში აღი­ა­რონ და მი­ი­ღონ "განსხვა­ვებული"  ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც თა­ნას­წო­რუფ­ლებია­ნობას ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში ამ­ტკი­ცებენ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია