დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რო­გორ და­იც­ვა სა­მარ­თა­ლი ერეკ­ლე II-მ
რო­გორ და­იც­ვა სა­მარ­თა­ლი ერეკ­ლე II-მ
სულ ნანახია 1872
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ერეკ­ლე I I-ის ოქმი  ქვრივოხერი დედის საჩივარზე შვილის წართმევის გამო

 

ეროვ­ნულ­მა არ­ქივ­მა გა­მო­აქ­ვეყნა მე­ფე ერეკ­ლე II-ის ოქ­მი მა­მუ­კა გუ­გუ­ლაშ­ვი­ლის ქვრი­ვის არ­ზა­ზე, მუხრანბატო­ნის აზ­ნა­უ­რიშ­ვი­ლის მი­ერ მი­სი 10 წლის შვი­ლის მსახურად წაყვა­ნის შე­სახებ.

 

თა­ვის არ­ზა­ში ქვრი­ვი ქა­ლი მე­ფეს მი­მარ­თავ­და: „ჩე­მის ქვრი­ვოხრობით ერ­თი ყმაწ­ვი­ლი გავ­ზარ­დე. ათის წლი­სა რომ შე­იქ­ნა მუხრანბატო­ნის აზ­ნა­ურ­შვილ­მა მამ­ტა­ცა და მსახურათ წაიყვა­ნა... მიშ­ვე­ლე რა­მე, მე უჩემ­შვი­ლოთ ვერ გავ­ძლებ, თუ არა მეშ­ვე­ლა რა, თავს მა­ინც და­ვიხრჩობ...“

 

 მე­ფის გა­დაწყვე­ტი­ლებით, აზ­ნა­უ­რიშ­ვილს დე­დი­სათ­ვის შვი­ლის დაბრუ­ნება და­ე­ვა­ლა, სა­ნამ ის 15-16 წლის გახდებოდა.

 

 ერეკ­ლე მე­ფის ოქ­მი ქვრი­ვის წე­რილ­ზე: „ქ. ბატო­ნო სახლთუხუცე­სო მუხრა­ნის ბატო­ნო იო­ვა­ნე!.. რად­გან ყმაწ­ვი­ლი ყოფი­ლა, ისევ თა­ვის დე­დას მის­ცეს თა­ვი­სი შვი­ლი იმ შენ­მა აზ­ნა­ურ­შვილ­მა, გა­ი­ზარ­დოს და იმ­სახუროს, და­ა­ცა­დოს მა­ნამ­დი­სინ თხუთ­მეტ-თექ­ვსმე­ტის... მე­რათ რო­გორ მარ­თებული იყოს, ისე იმ­სახუროს.“

 

 ის­ტო­რი­ულ-სა­მარ­თლებრი­ვი დო­კუ­მენ­ტი ადა­მი­ა­ნის უფ­ლებების დაც­ვას შეეხება და მი­სი გა­მოქ­ვეყნება ადა­მი­ა­ნის უფ­ლებათა დაც­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს - 10 დე­კემბერს მი­ეძ­ღვნა.

 

 

ick.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია