საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
„ეკონომიკა წინ მიდისო და ეს არის წინსვლა?!“
„ეკონომიკა წინ მიდისო და ეს არის წინსვლა?!“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1309
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

რა მოუვიდა ლარს?

 

ბოლო მონაცემებით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.8984-ს შეადგენს.

ლარის კურსის ვარდნა მიმდინარე წლის 18 ნოემბერს დაიწყო, მაშინ დოლართან შედარებით ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 1,76-ით განისაზღვრებოდა.

 

აღსანიშნავია, რომ ლარი მყარდება ევროსთან მიმართებაში. კერძოდ, ბოლო  ვაჭრობის შედეგად, 4 დეკემბრის ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.2950 პუნქტი შეადგინა. 3 დეკემბერთან შედარებით კი ეროვნული ვალუტა 0.0190 პუნქტით გამყარდა.

 

2013 წლის 4 დეკემბერს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში 1.6967 პუნქტს შეადგენდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში 2.2987 პუნქტს.

 

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი შემდეგ ცვლილებებს განიცდიდა:


2004 წლიდან 2008 წლამდე ლარი მყარდებოდა. 2008 წლის ომის შემდეგ კი კურსი დაეცა და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2010 წლის ივნისში დაფიქსირდა - 1.8875 ლარი.


ლარმა 2010 წლის ბოლოდან ისევ გამყარება დაიწყო და 2013 წლამდე კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.


2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ლარი ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუფასურდა. ნიშნულმა უკვე დღეს 1 დოლარზე 1.8604 ლარი შეადგინა.

 

აშკარაა, რომ 2010 წლის 10 ივნისის შემდეგ ეროვნული ვალუტა ასეთ მძიმე დღეში არ ყოფილა. ეს ის პერიოდია, როდესაც დოლარის ღირებულებამ     1,88   ლარს  გადააბი-   ჯა.   2011   წლის   თებერვალში   ლარის კურსმა „ფსიქოლოგიურ ზღვარს“ კიდევ ერთხელ მიაღწია. მას შემდეგ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყო და დღემდე 1,8-ის ნიშნული არ გადაულახავს. საერთოდ კი, ეს არის ყველაზე მაღალი კურსი 2010 წლის 23 სექტემბრის შემდეგ.

 

2013 წლის ბოლოს ლარის გაუფასურება ისევ დაიწყო, თუმცა 1,79-ის მიდამოებში შეჩერდა. შარშან ეროვნული ვალუტის დაცემა ეკონომიკის უკუსვლას დაბრალდა. წელს კი,  როგორც მთავრობა იჩემებს, ეკონომიკა წინ მიიწევს, თუმცა ეროვნულ ბანკში ლარის გაუფასურების პრობლემას ვერ ხედავენ და ლარის ვარდნას ისევ ამ ფაქტორით ხსნიან: „ლარის კურსი იქნება ისეთი, როგორსაც განსაზღვრავს ეკონომიკა.“

 

ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი არ აქვს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ  ხადურის მტკიცებით, ლარის კურსის რყევასთან დაკავშირებით შეკითხვები მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება.

ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხადა.


„მე ერთი შემიძლია გითხრათ, ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს მე ვერ გავცდები. გაცვლით კურსზე ბიუჯეტის ზეგავლენა არის ნულის ტოლი,“ - განაცხადა ხადურმა.
კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ეს, რომ იხსნის პასუხიმგებლობას ლარის კურსის რყევებზე - ხადურმა ჟურნალისტებს ურჩია, კანონმდებლობა წაიკითხონ. ამასთან, ხადური არ აკონკრეტებს, ფიქრობს თუ არა, რომ ეროვნულმა ბანკმა დაუშვა შეცდომა.


„ფინანსთა მინისტრს არ აქვს კომპეტენცია, შეაფასოს სხვა უწყებების საქმიანობა“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა და საკითხზე დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

ოპოზიცია  კი მიიჩნევს, რომ ლარის კურსის გაუფასურება მთავრობას აწყობს, რათა მომავალ  წლის სოციალური ვალდებულებების შესრულება უფრო იაფი დაუჯდეთ.

 

 

როგორ შეფასებას აძლევს მოსახლეობა ლარის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს? აი, რამდენიმე მათგანის მოსაზრება:

 

 

გაიოზ მამარდაშვილი: „ხადურმა თუ არა, აბა, ვინ უნდა იცოდეს ლარის კურსის ცვალებადობა? ჭამის მეტი რომ არ ახსოვს, არაფერი სჯობს საქმე აკეთოს. ეკონომიკა წინ მიდისო და ეს არის წინსვლა?“

 

მირანდა ნავერიანი: „ცოტა ხანიც და სულ დააქცევენ ესენი ამ ქვეყანას. ფინანსთა მინისტრმა როგორ არ უნდა იცოდეს, რა ხდება მის სფეროში. თვითონ რა ენაღვლება, აწყობილი აქვს საქმე და გაჭირვებული კაცისთვის კი არ არსებობს არავინ.“

 

ნუგზარ კვირიკაშვილი: „მთავრობა იმას აკეთებს, რაც მათ აწყობთ, ამაშიც იქნება მათი ხელი გარეული. ხადურს რომ დაუღია პირი და გაიძახის, სხვის საქმეში ვერ ჩავერევიო, ესაა მთავრობა? აბა, ვის უნდა ვკითხოთ? ყველა თავს არიდებს პასუხებს. შეშინებული ხალხი მაინც დაამშვიდოს და უთხრას, რომ სერიოზული არაფერი მოხდება, ან პირიქით, შეაშინოს მაინც, რომ - აბა, ხალხნო, ლარი გაუფასურდა და ეს ამის და ამის ბრალიაო... არა! არც არაფერს არ აკეთებს და არც ამბობს, მარტო ხადურის ჭამით კი ვერ გავფრინდებით.“

 

ნინელი დიასამიძე: „ნოდარ ხადურმა რომ მისი საქმე იცოდეს და ქვეყანაზე ფიქრობდეს, პასუხი მაინც ექნებოდა ხალხის კითხვებზე. არაფრის გამკეთებელი არ არის, სულ უკან-უკან მიდის საქართველო ამ უნიათო ხელისუფლების და მისი გაბღენძილი ჩინოვნიკების ხელში. არ არის გაჭირვებული ხალხის საშველი.“

 

 ზაურ ხვიჩია: „როდემდე უნდა ითმინოს ხალხმა ამათ ნერვებზე თამაში? ნუთუ, ჩვენმა ქვეყანამ არ უნდა ამოისუნთქოს? ხადურის იმედად რომ დატოვეს საქართველოს ეკონომიკა, აი, მაშინ დაიქცა ჩვენი დღე და მოსწრება. ლარის გაუფასურებაში რა ამათი წვლილი არ არის? ვერავინ ვერ დამაჯერებს ამაში. ყველაფერი ვიღაცის ინტერესებს ემსახურება და, რა თქმა უნდა, ჯიბეების გავსებას. ეს სულ ასე იყო და იქნება კიდეც.“

 

მალხაზ ფუტკარაძე: „ხელისუფლებაში ახალი კადრი რომ მოვიდოდა, ხალხი წუხდა: რა გააძღებს ამათ, მშიერი მოვიდა მთავრობაშიო, ეს მთავრობა თითქმის დოლარებით შემოგვიცუცქდა და „ვაის გავეყარეთ და უის შევეყარეთო“ დაგვემართა. ჯერ კიდევ სად ვართ. ამათ იმედზე ქაღალდის ლარი კი არა, ადამიანობა გაუფასურდა.“

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია