დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პასიურია
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
სულ ნანახია 1498
ავტორი:
ჟანა ჯანელიძე
მსგავსი სიახლეები

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს?

 

ქუთაისში  „საზოგადოებრივი მომსახურეობებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციაზე წარმოადგინეს უშუალოდ ქალაქისა და რეგიონის მცხოვრებლების წინაშე არსებული პრობლემატიკა და მათი კმაყოფილების დონე საზოგადოებრივი მომსახურეობებით.

 

კომპანია „ეისითის“ წარმომადგენლის შორენა ჭოხონელიძის განცხადებით,  ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა პასიურია და არ მონაწილეობს საზოგადოებრივ პროცესებში. საქართველოს მოსახლეობის 87%-ს ბოლო ერთი წლის მანძილზე არ ჰქონია სოციალური აქტივობის მცდელობა. რაც შეეხება საზოგადოებრივი მომსახურეობებით მათ კმაყოფილებას, კვლევაში სხვადასხვა სფეროსთან მიმართებაში განსხვავებული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

 

„კვლევამ გვიჩვენა, რომ მოსახლეობის აქტივობა საზოგადოებრივ პროცესებში ძალიან დაბალია.  შესაბამისად, ნაკლებად მათი ინფორმირებაც ძალიან დაბალია. ფაქტობრივად, არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება. გვაქვს სურვილი, საქართველოს მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდოთ სრული ინფორმაცია და მოვუწოდოთ, ჩაერთონ მათ ირგვლივ არსებულ პროცესებში,“ - განაცხადა შორენა ჭოხონელიძემ.

 

„საზოგადოებრივი მომსახურეობებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის“ კვლევა 2013 წელს  საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა. „ეისითის“ მკვლევარების მიერ 3400 ზრდასრული მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, როგორ მიეწოდება თითოეული სერვისი საქართველოს მოსახლეობას: რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა მიწოდებული მოსამსახურეობის ხარისხით, რა არის სახელმწიფო  და მუნიციპალური მომსახურეობებით უკმაყოფილების ძირითადი მიზეზები, როგორია მოსახლეობის სოციალური აქტივობის ხარისხი, როგორია ადგილობრივი ხელისუფლებისადმი ნდობა და რამდენად კმაყოფილია მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით.

 

იმერეთში კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 41%-სთვის არის ხელმისაწვდომი ნარჩენების გატანის სერვისი, ხოლო საკანალიზაციო სისტემაზე ხელმისაწვდომობა  დასახლებების მხოლოდ 40%-ში ფიქსირდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი სასმელი წყლის მიწოდებითაც უკმაყოფილოა.

ასევე უკმაყოფილოა მოსახლეობა შიდა გზების მდგომარეობით, არასაკმარისად მიაჩნიათ შუქნიშნებიც.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, იმერეთის მოსახლეობის მხოლოდ 37%-სთვის არის ხელმისაწვდომი პროფესიული სასწავლებლები.

 

ზოგადად, ჯანდაცვის სისტემის მუშაობით იმერეთში მოსახლეობის 38% არის კმაყოფილი. მოსახლეობის 80% თავს უსაფრთხოდ გრძნობს მათ დასახლებაში.

 

იმერეთში გამოკითხული მოს-ახლეობის 31% აცხადებს, რომ სარგებლობს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით.

 

პრიორიტეტულობის თვალსაზრისით, იმერეთში პირველ ადგილზე სპორტული მოედანი დგას, თუმცა მოსახლეობის ნახევარისთვის ბიბლიოთეკის გამართული მუშაობაც პრიორიტეტულია.

რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, იმერეთის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი მიიჩნევს ტურიზმს აქტუალურად მათი რაიონებისთვის.

 

მოსახლეობის მხოლოდ 12% აცხადებს, რომ უფასო იურიდიული მომსახურეობა მათ რაიონში ხელმისაწვდომია.

 

ასევე გამიკითხულთა 50%-ზე მეტი თვლის, რომ იმერეთში ბუნებრივი წყლის რეზერვუარები, ჰაერი დაა ნიადაგი მათ დასახლებაში დაბინძურებულია.

 

ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობით იმერეთის მოსახლეობის 58% არის კმაყოფილი, მათდამი ნდობა კი 62% აქვს შენარჩუნებული.

 

კვლევამ აჩვენა, რომ, ზოგადად, იმერეთის მოსახლეობა ძალიან პასიურია და ნაკლებად მონაწილეობენ სოციალურ აქტივობებში.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია